ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50637

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 28 მარტს ბახვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ვ. კვაჭაძემ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ ერთ თვეში გიგო შარაშიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილე ჩატარდებოდა, მისი ბიუსტი დაიდგმებოდა და სასოფლო ბიბლიოთეკას გიორგი შარაშიძის სახელი მიენიჭებოდა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 28 მარტს ბახვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ, ვ. კვაჭაძემ, ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ სოფლის მუზეუმისთვის გამოყოფილი იყო შენობა (სამი ოთახით) და დაწყებული იყო მისი მოსაწესრიგებელი სამუშაოები. მასალებისა და ექსპონატების შეგროვება შალვა ტარასის ძე თავართქილაძეს ჰქონდა მინდობილი.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 28 მარტს ბახვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ვ. კვაჭაძემ ქრისტინე შარაშიძეს სთხოვა, თუ სოფლის მუზეუმისთვის გამოსადეგი მასალები ან ექსპონატები ჰქონდა, შალვა ტარასის ძე თავართქილაძისათვის გადაეცა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 11 მარტს ქრისტინე შარაშიძემ თამარ მაჭავარიანს მისწერა, რომ შორეული ძმისწულების მოლოდინში ბინა მოაწესრიგა, წიგნებისთვის თაროები გააკეთებინა და სთხოვა, მისთვის ვინმე გაეგზავნა, ვინც მას წიგნების აღრიცხვაში დაეხმარებოდა, რისთვისაც გასამრჯელოს მიიღებდა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წელს ქრისტინე შარაშიძემ ხათუნა ჭოჭუას მისწერა, რომ დროებით საცხოვრებლად პავლოვის 7 ნომერში გადავიდა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წელს პოლონეთის სამეცნიერო გამომცემლობამ ვარშავაში შალვა იასონის ძე ამირანაშვილის „ქართული ხელოვნება“ გამოსცა.

1972

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 24 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის ბიოგრაფიული ნარკვევი „მაძძინი“ იტალიელი ნაციონალისტის, ჯუზეპე მაძინის ცხოვრებისა და პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ.

1972

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 24 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ფელეტონი „ჩემი ობროდობა“.

1972

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 24 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ჯანაშვილის კორესპონდენცია „ზაქათალიდგან“ ზაქათალელი მაჰმადიანების წეს-ჩვეულებების შესახებ.

1972

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ფელეტონი „ცხელ-ცხელი ამბები (ახალ-წლის შუაღამე)“.

1972

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1972 წელს, საქართველოში ყოფნისას, მიხეილ კვალიაშვილი მეუღლესთან ერთად ესტუმრა შალვა ამირანაშვილს, რომელმაც თავისი წიგნი „საქართველოს ხელოვნება“ აჩუქა ავტოგრაფით.

1972

ტიპი: ღონისძიება

1972 წელს შალვა სოლომონის ძე ასლანიშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.

1971

ტიპი: ავტორობა

1971 წლის 23 მარტს ქრისტინე შარაშიძემ სამძიმრის წერილი გაუგზავნა ყოფილი მოსწავლის, ბაბოს შვილს, ილიკოს, ბაბოს გარდაცვალების გამო.

1971

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 5 მარტის გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ გამოიცა და თბილისის სასულიერო სემინარიაში იყიდებოდა იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის ქადაგებათა მორიგი კრებული – „სიტყვანი და მოძღვრებანი“.

1971

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 5 მარტს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „ყვირილიდგამ“ შორაპნის მაზრის სოფლებში მამასახლისებისა და მოსამართლეების არჩევის შესახებ.

1970

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ ისაუბრა ქართული ჯარის ნაწილზე, რომელიც რუსეთში ბაქოს გავლით უნდა ჩასულიყო, მაგრამ აზერბაიჯანში არსებული არეულობის გამო, სადგურზე იყო გაჩერებული.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის კორესპონდენცია „ხონიდგან“ ქუთაისიდან ხონისაკენ მიმავალი გზების სავალალო მდგომარეობაზე.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დასაწყისი ნიკო ნიკოლაძის ფელეტონისა „ბავშვების მოვლა მადაგასკარზე“.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე ბარათაშვილის წერილი „თბილისის გუბერნიის ბანკი“ 1864 წელს დიმიტრი ყიფიანის თაოსნობით დაარსებული ქართული ბანკის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების საქმეში.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ბაქრაძის უსათაურო წერილი 13 ოქტომბრის ღამით სამეგრელოს ცაზე შენიშნული წითელი ნათების შესახებ, რომელიც ჩრდილოეთის ციალის ანარეკლი უნდა ყოფილიყო.

1970

ტიპი: ავტორობა

1970 წლის 26 სექტემბერს ქრისტინე შარაშიძემ ციალა გაბაშვილს მისწერა კერძო ხასიათის წერილი, რომლის მიხედვით, მან ციალას ადრეც მისწერა მაგრამ, როგორც შემდეგ გაირკვა, ის წერილი ყუთში ჩაგდებამდე დაუკარგავთ.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 29 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მესამე ნაწილი ალექსანდრე ცაგარლის ნარკვევისა „ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში“, რომელშიც განხილულია ილია ჭავჭავაძის თხზულება „კაცია ადამიანი“ და მისი პოეზია.

1970

ტიპი: ღონისძიება

1970 წლის 12 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანიდან ვლადიმერ ციბაძეს, გრიგოლ ტურაშვილს, ვალერიან თევზაძესა და ნიკოლოზ მათიკაშვილს ვიქტორ ნოზაძისგან მიღებული თამარ პაპავას წიგნი „გაბნეული საფლავები“ გაუგზავნა.

1970

ტიპი: ავტორობა

საგანგებო ბატალიონის გვარდიელების გაერთიანებულმა კრებამ (კრების თავმჯდომარე ჯუღელი და მდივანი ე. ბროკიშვილი) სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონის უფროსს სტუდენტი გვარდიელების, დავით ორაგველიძისა და ივანე კვაჭაძის შესახებ მთავარ შტაბში ინფორმაციის გადაგზავნა დაავალა. ჯუღელმა და ე. ბროკიშვილმა ამ პირების შესახებ ოქმიდან ამონაწერი გაუგზავნეს.

1970

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ქრისტინე შარაშიძის მიერ ევგენი ხარაძისადმი მიწერილი წერილის მიხედვით, თამაზ კალანდაძის მამა (გარდაიცვალა 1958 წელს) ჩაქვის ჩაის მეურნეობის მთავარი აგრონომი, სოციალისტური შრომის გმირი, ორგზის ლენინის ორდენოსანი და მოსკოვის სასოფლო – სამეურნეო გამოფენის ორგანიზატორი იყო.