რეგისტრირებული ფაქტები50758
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საქმიდან ქონების სექციის საქმეში გადმოტანილი ამონაწერის სიზუსტე დაადასტურა დავით ნახუცრიშვილმა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე ქონების კომისიის გამგეს, გიორგი გვაზავას დაევალა თავადაზნაურობის ქონების ეროვნული საბჭოსთვის გადმოცემის საკითხის მოგვარება.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის აგვისტოში გამოვიდა ჟურნალ „ჯეჯილის“ მე-7 და მე-8 ნომრები, რომლებშიც სხვა ნაწარმოებთან ერთად შიო მღვიმელის, დომენტი თომაშვილისა და ვანო ბირკაძის ლექსები იყო დაბეჭდილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
15 აგვისტოს სოფელ აბაშაში ნატალია გაბუნია-ცაგარელის მიერ დადგმული წარმოდგენა გაიმართა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა რაჟდენ ჭალაგანიძის წერილი, რომელშიც ის ნატალია გაბუნია-ცაგარელს სამრევლო-საეკლესიო სკოლის დახმარებისთვის მადლობას უხდიდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის წლის 2 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დ. ო. ნიჟარაძეს ქუთაისის საგუბერნიო წინამძღოლის თანამდებობა ეკავა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკო ნიკოლაძე უარყოფდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას ფოთის საბჭომ ექვსი ათასი მანეთი გამოუყო უცხოეთის ნავსადგურების დასათვალიერებლად. ნიკოლაძის თქმით, ეს თანხა, გარდა მისთვის განკუთვნილი სამგზავრო ბიუჯეტისა, ნავსადგურების მოსაწყობადაც იყო განსაზღვრული.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 სექტემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკო ნიკოლაძე უარყოფდა აზრს იმის შესახებ, რომ იგი უცხოეთში ისეთი საქმის შესასრულებლად გაგზავნეს, რაც მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, აღათი შარვაშიძემ ეგზარქოს ფლაბიანე გოროდეცკის სოხუმის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვის ქართულად აღასრულება სთხოვა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელ სექტემბერს სოფელ ვეჯინში სკოლის დასახმარებლად ორი წარმოდგენა დაიდგა: ავქსენტი ცაგარელის „ბაიყუში“ და ვალერიან გუნიას „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 17 ნოემბერს ბუდუ მდივანი ამიერკავკასიის ფერდერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 ნოემბერს თბილისის უნივერსიტეტის საზოგადოების კრებაზე პროფესორებად აირჩიეს: სილიბისტრო გიორგის ძე ლომია, სიმონ გიორგის ძე ყაუხჩიშვილი, გერონტი დიმიტრის ძე ქიქოძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 ნოემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმზე ბუდუ მდივანსა და მისი პარტიის წევრებს ამიერკავკასიის ფერდერაციის შექმნის წინააღმდეგ გამოსვლა აუკრძალეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 23 ნოემბერს შალვა ელიავა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.
1858
ტიპი: თანამდებობა
1858 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილმა სტავროპოლის სემინარია დაამთავრა და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი გაბრიელ ეპისკოპოსმა ფოთის საკათედრო ეკლესიის მღვდლად გაამწესა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი სინოდმა გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ქუთაისის დრამატიული საზოგადოების გამგეობამ გაუგზავნა წერილი, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ყრილობას მათი წარმომადგენელი პავლე უზნაძე დაესწრებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ამიერკავკასიის კოოპერატივის ყრილობათა საბჭომ გაუგზავნა წერილი, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ყრილობას მათი წარმომადგენლები ევგენი დარჩია და ვლადიმიერ კორძაია დაესწრებოდნენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 ნოემბერს ქუთაისის ვაჭარ მრეწველთა და ხელოსანთა საზოგადოებამ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს მისწერა, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას მათი წარმომადგენელი ნიკოლოზ ნიკოლაძე დაესწრებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 ნოემბერს არზრუმის გამგეობამ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს მისწერა, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას მათი წარმომადგენელი ალექსანდრე ციციშვილი უნდა დასწრებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ქართველ სტუდენტთა სამეურნეო საზოგადოებამ გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას დაესწრებოდა მათი წარმომადგენელი ნიკოლოზ იოსელიანი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ნოემბერს ამიერკავკასიის ბანკის გამგეობამ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას დაესწრებოდნენ მათი წარმომადგენლები – იასონ ლორთქიფანიძე და დავით ხოშტარია.