ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46478

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 11 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის სტატიის „პირველი ნაბიჯი ჩვენი ბანკირებისა“ მეორე ნაწილი.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 16 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმში გრიგოლ ვოლსკის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებილი საზოგადოების სასარგებლოდ გამართული კონცერტის ანგარიში განიხილეს.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წლის 19 მაისს ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა უარი თქვა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მუშაობის გაგრძელებაზე.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 14 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი ბაქრაძის სახელობის სტიპენდიის დასაარსებლად შეგროვებული თანხა მიიღო.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887-1892 წლებში პავლე (პალადი) ივანეს ძე რაევი საქართველოს ეგზარქოსი იყო.

1858

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1858 წელს პეტერბურგში ყოფნისას ილია ჭავჭავაძე გიორგი XII-ის რძალს, ელენე ამილახვარ-გრუზინსკაიას ესტუმრა.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 2 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქალაქის ძველი გამგეობის მუშაობის შესახებ“.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ ნათესავის, ნენე ჭავჭავაძე ანდრონიკაშვილისაგან წერილი და ცოტაოდენი თანხა მიიღო.

1859

ტიპი: ავტორობა

1859 წელს ილია ჭავჭავაძემ ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა იაკობ პოლონსკის ლექსის „ბედა მქადაგებელი“ თარგმანი.

1858

ტიპი: თანამდებობა

1858 წელს დიმიტრი ანდრონიკაშვილი დიამბეგად დაინიშნა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 7 მარტს გაზეთ „Тифлисский Вестник“-ში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი საქონლის მოტაცების შემთხვევების მატებასა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 18 დეკემბერს ცენზურამ ილია ჭავჭავაძის ლექსის „ბაზალეთის ტბა“ დაბეჭდვა აკრძალა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „შრომაში“ ბოსლეველის ფსევდონიმით დაიბეჭდა ესტატე მჭედლიძის რეცენზია ჟურნალ „ივერიის“ მეოთხე-მეხუთე ნომრის შესახებ, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ილია ჭავჭავაძის „შინაურ მიმოხილვას“ დაეთმო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქართველი დედის ავტორობით ილია ჭავჭავაძის მომავალი იუბილეს შესახებ წერილი დაიბეჭდა.

1883

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1883 წლის 28 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ნიკო ნიკოლაძეს პეტერბურგში წერილთან ერთად „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენების“ და „კაცია – ადამიანის?!“ გამოცემები გაუგზავნა.

1905

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ 1905 წელს პეტერბურგში გამართულ სხდომაზე, სადაც კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატები უნდა აერჩიათ, სოლსკის კომისიას სოხუმსა და ბათუმში ქართველი დეპუტატის დანიშვნა არ სურდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის პირველ დეკემბერს ჟურნალ „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერში ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის პირველ დეკემბერს ჟურნალ „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერში ილია ჭავჭავაძის მიერ „ვეფხისტყაოსნიდან“, „ქილილა და დამანადან“ და „დავითიანიდან“ ამოკრეფილი საანდაზო ფრაზები დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ ცნობილი რუსი მწერლის, ივან ტურგენევის თხზულებები: „ბაასი“, „ბებერი დედაკაცი“, „ძაღლი“, „მათხოვარი“, „გაიგონებ მსჯავრსა სულელისასა“, „სულელი“ და „ბეღურა“ თარგმნა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის დეკემბერის ჟურნალ „ივერიის“ მეთორმეტე ნომერში, ილია ჭავჭავაძის მიერ შეკრებილი „საანდაზო ლექსები“ და ივან ტურგენევის „ლექსნი პროზითა“, „ბაასი“, „ბებერი დედაკაცი“, „ძაღლი“, „მათხოვარი“, „გაიგონებ მსჯავრსა სულელისასა“, „სულელი“ და „ბეღურა“ გამოქვეყნდა.

1905

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში უმაღლესი კომისიის სხდომა გაიმართა. კავკასიის ერების დელეგაცის წერვრები საქართველოდან იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე და გიორგი ჟურული.

1905

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ 1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად გამართულ სხდომაზე, სოლსკის კომისიას სურდა, რომ აფხაზეთი, ბათუმი და ყარსის ოლქი ნოვოროსიისკის დეპუტატისთვის დაექვემდებარებინათ.

1905

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ 1905 წელს პეტერბურგში გამართულ სხდომაზე კავკასიის სამეფისნაცვლოს საკუთარი დეპუტატების არჩევის უფლება მიეცა.

1905

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ 1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გამართულ სხდომაზე, ილია ჭავჭავაძისა და კავკასიის დელეგატების დამსახურებით, ბათუმი „ჩერნომორსკის“ გუბერნიას ჩამოაშორეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გამართულ სხდომას დავით მელიქიშვილი არაოფიციალურად დაესწრო.