რეგისტრირებული ფაქტები47368
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 19 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოთხოვნილი წიგნები ხარკოვის უნივერსიტეტისთვის გაეგზავნათ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 19 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე არ დააკმაყოფილეს ნიკოლოზ მთვარელიშვილისა და ივანე გამყრელიძის თხოვნა ხელნაწერი წიგნების სახლში გატანის თაობაზე.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 19 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თონეთის სკოლის მამასახლისს გაეგზავნა თხოვნა სკოლის შენობის დროულად აგების შესახებ და ასევე აცნობეს, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს უნდა დაეწყოთ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 27 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წინამძღვრიანთკარის სკოლისთვის იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ 50 ცალი ეგზემპლარი გაეგზავნათ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს სოფელ ბურნათში სკოლის გახსნის განზრახვასთან დაკავშირებით.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის პირველ ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სოფელ წინამძღვრიანთკარში სხვა ადგილებიდან ჩამოსული მოსწავლეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი.
1894
ტიპი: ავტორობა
1894 წელს იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ (მე-8 გამოცემა) გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ლექსები: „ჩიტი“, „ლოცვა“, და „ნიკოლოზ ბარათაშვილის სიკვდილზედ“; ნაწყვეტები პოემებიდან: „აჩრდილი“, „განდეგილი“, „გლახის ნაამბობი“, „კაცია – ადამიანი?!“, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და „სიტყვა, თქმული სამეურნეო სკოლის გახსნის ჟამს სოფელ წინამძღვრიანთკარში“.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის პირველ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სკოლების შემოსავლებიდან დარჩენილი თანხები მათსავე ანგარიშზე დაეტოვებინათ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის პირველ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, გაეცნენ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლიდან მიღებულ ინფორმაციას, რომ ვერცერთი კანდიდატის მიერ ჩატარებულმა სამაგალითო გაკვეთილმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ ხარკოვის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შესწირა სხვადასხვა ავტორის წიგნები, მათ შორის ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, „გლახის ნაამბობი“, „კაცია-ადამიანი?!“’ და „მეფე დიმიტრი თავდადებული“.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ჟურნალ „ნობათის“ გამომცემელს ანდრია ღულაძეს თანხის სესხებაზე უარი განუცხადეს, რადგან ეს ორგანიზაციის წესდებას ეწინააღმდეგებოდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, განიხილეს სოფელ დირბში იერუსალიმის მონასტრის კუთვნილი მამულების გამგებლის წინადადება იქ სკოლის დაარსების შესახებ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს პროფესორმა ალექსანდრე ცაგარელმა ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა თავისი წიგნი „ცნობები ქართული დამწერლობის შესახებ“.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის მეორე ნაწილის მეცამეტე პუნქტში ეწერა, რომ პარლამენტის გარდა სხვა უწყებების მიერ გამოცემულ დადგენილებას, ბრძანებას და განკარგულებას არ ექნებოდა კანონიერი ძალა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის მეორე ნაწილის მეთერთმეტე პუნქტში ეწერა, რომ პარლამენტში ხალხის წარმომადგენლები უნდა აერჩიათ ფარული კენჭისყრით, ამომრჩეველი არაუმცირეს 21 წლის უნდა ყოფილიყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე წიგნების ანგარიშში ზაქარია გრიქუროვს მისცეს 25 მანეთი, ისიდორე ლეჟავას — 3 მანეთი და 56 კაპიკი, გრიგოლ ტატიშვილს კი — 20 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილს გომარეთში წასასვლელი გზის ფული — 45 მანეთი მისცეს, დურგალს — 22 მანეთი, კავკავის სკოლისთვის წიგნების გასაგზავნად კი საზოგადოებამ 8 მანეთი გამოყო.