ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47368

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე როდონოვს 88 კაპიკი მისცეს, ნიკოლოზ ავალიშვილს კი — 24 მანეთი.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 11 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, განიხილეს ნიკოლოზ ცხვედაძის მიერ წარმოდგენილი საჩივარი მცხეთასა და ვაყაში სკოლების გახსნასთან დაკავშირებით შექმნილ წინააღმდეგობებზე და მიიღეს დადგენილება, რომ ეს საჩივარი მცირეოდენი შესწორებით გაეგზავნათ კავკასიაში სწავლა-განათლების მზრუნველ კირილე იანოვსკისთვის.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 11 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ხელთუბნის სკოლის მასწავლებელს გაუგზავნეს მოთხოვნილი სახელმძღვანელოები და დართეს ნება, რომ რუსულის სწავლა დაეწყოთ მაშინ, როცა მოსწავლეები ამისთვის მზად იქნებოდნენ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 11 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ბათუმის სკოლას გაუგზავნეს შეტყობინება, რომ მეორე მასწავლებლის აყვანის შესაძლებლობა არ იყო, ამიტომ სწავლა ორ ცვლად უნდა წარემართათ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 11 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ფილიმონ ქორიძის მიერ გამართული კონცერტის შემოსავლიდან შემოწირულობა მიიღეს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 11 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, დაადგინეს, რომ სოფელ ვანში ახალგახსნილი სკოლისთვის სასწავლო ნივთები და სახელმძღვანელოები გაეგზავნათ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 13 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ წერილი მიიღო სამასწავლებლო ინსტიტუტის ქართველი მოსწავლეებისგან, რომლებიც სთხოვდნენ ჟურნალ „ივერიის“ რედაქტორობა „ღირსეულ შემცვლელისთვის“ გადაებარებინა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 15 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეს კირილე ლორთქიფანიძემ წერილობით აცნობა, რომ ქუთაისში „წიგნების გამომცემლის წრის“ საზოგადოებამ წიგნის გამოცემის საკითხში სრული ავტონომია მოითხოვა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 15 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ კირილე ლორთქიფანიძის წერილი მიიღო, რომელითაც ის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას „წიგნების გამომცემელი წრის“ თავის დაქვემდებარებაში მიიღებასა და მფარველობის გაწევას სთხოვდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 15 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მიიღო კირილე ლორთქიფანიძის წერილი იმის შესახებ, რომ გაზეთ „შრომის“ თანამშრომლებმა და რამდენიმე განათლებულმა პირმა ქუთაისში წიგნების გამომცემელი წრის დაფუძნება გადაწყვიტეს, წესდება ალექსანდრე ჭყონიამ შეადგინა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 15 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ კირილე ლორთქიფანიძის წერილი მიიღო, რომელშიც ეწერა, რომ ქუთაისში „წიგნების გამომცემელი წრის“ საზოგადოების აგენტებად ალექსი ჭიჭინაძე, ესტატე მჭედლიძე, სილოვან ხუნდაძე და კირილე ლორთქიფანიძე დაასახელეს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, დაადგინეს, ბათუმის სკოლისთვის ეცნობებინათ, რომ დამატებით საგნად ფრანგულის შესწავლა დაწყებით კლასებში სახელმწიფო გეგმით გათვალისწინებული არ იყო და ვერ დაამტკიცებდნენ.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ჭავჭავაძეს სარეცენზიოდ გადასცეს სოფრომ მგალობლიშვილის მიერ გადმოკეთებული წიგნი „შესანიშნავი ბავშვები“.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, მოიწონეს კირილე ლორთქიფანიძის შეთავაზება სახელმძღვანელოების ბეჭდვასა და გავრცელებაში დახმარებასთან დაკავშირებით.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით ბროშურად გამოვიდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის მმართველობის 1884 წლის ანგარიში.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პირველი ნაწილის მეხუთე პუნქტში ეწერა, რომ სასამართლოში სამუდამოდ უნდა აკრძალულიყო საგანგებო სამსაჯულოები.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პირველი ნაწილის მესამე პუნქტში ეწერა, რომ საქართველოში ყველას, როგორც ჯგუფის ან კავშირის წევრს, ასევე კერძო პირს, უნდა ჰქონოდა უფლება, რომ სახელმწიფოს წინაშე მოთხოვნები წამოეყენებინა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება საზოგადოების საქმეთა შესახებ და პრეზიდიუმის განმარტება ამ მოხსენების გამო. სხდომამ განხილული საკითხი ცნობად მიიღო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პირველი ნაწილის მეორე პუნქტში ეწერა, რომ საქართველოში უნდა დამკვიდრებულიყო რწმენის, სიტყვისა და მუშათა გაფიცვის თავისუფლება, ასევე უნდა გაუქმებულიყო ცენზურა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პირველი ნაწილი საქართველოში მცხოვრებთა ძირითად უფლებებს ეხებოდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის მეორე ნაწილი სახელმწიფო წყობილების სწორად ჩამოყალიბებას ეხებოდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის ნოემბრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მეოთხე ტომი გასაყიდად გამოვიდა.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ მეგობარს, ილია წინამძღვრიშვილს თბილისში გაუგზავნა წერილი და ჟურნალ „ცისკარში“ დასაბეჭდად რამდენიმე ლექსი და კრიტიკული სტატია „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგამ „შეშლილის“ თარგმანზედა“, ზუმბერიძის ხელმოწერით.

1860

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ არჩილ ანდრონიკაშვილისაგან ვალების გასასტუმრებლად ხუთასი მანეთი ისესხა.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ დაწერა ლექსი „წუხილი“.