ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47368

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 27 იანვარს ჟურნალ „მწყემსში“ დავით ღამბაშიძემ რ. დ. ღაძის ფსევდონიმით გამოაქვეყნა დასაწყისი სტატიისა „ფუტკრების დედო და თავადი ილია გ. ჭავჭავაძე, გაზ. „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი“. წერილში გაკრიტიკებული იყო ილიას ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 1-ელ სექტემბერს ილია ჭავჭვაძისა და სხვა ქართველი მოღვაწეების თაოსნობით დაარსებულმა თეატრალურმა დასმა პირველი სპექტაკლი, ბარბარე ჯორჯაძის კომედია „რას ვეძებდი რა ვიპოვე“, წარმოადგინა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ჟურნალ „ივერიის“ №7-8-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ჟიულ კლარეტის რომანის „ერთი უბედურთაგანი“ პირველი ნაწილი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 6 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს, ილია ჭავჭავაძეს ხვანჭკარის სკოლის მასწავლებელმა ლუკა კერესელიძემ სკოლის ანგარიში გაუგზავნა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ჟურნალ „ივერიის“ №7-8-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი მარიანო ხოსე დე ლარას სატირული მოთხრობა „ვაქებ, ანუ: ამასაც ხომ არ დამიშლიან“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძის პოემა „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ ცალკე წიგნად გამოიცა.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს სერგეი ნიკოლოზის ძე სტრელეცკი თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი იყო.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 3 სექტემბერს თბილისის გუბერნიის სახალხო სასწავლებლის დირექტორმა სერგეი სტრელეცკიმ ილია ჭავჭავაძეს აცნობა, რომ რუისის სკოლის მეურვესთან შეთანხმებით სკოლის მასწავლებლად ნიკოლოზ ტატიშვილი დაინიშნა.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა მიხეილ ლერმონტოვის „ჰაჯი-აბრეკის“ ილია ჭავჭავაძისეული თარგმანი.

1861

ტიპი: ავტორობა

1861 წელს ილია ჭავჭავაძემ სოლომონ ჭავჭავაძეს გაუგზავნა, რომელშიც სწერდა, რომ მზად იყო, ნებისმიერ დროს დაეწერა ჯვარი მის ქალიშვილზე, თან 500 მანეთის გაგზავნას სთხოვდა.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა."

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის პოემის „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ დასასრული დაიბეჭდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა დასასრული ილია ჭავჭავაძის წერილისა „მოვალეობა ჩვენის თავადაზნაურობისა“ ქვესათაურით „კიდევ „Новое Обозрение-სა და კახეთის რკინისგზის გამო“. ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის ივლისში ექვთიმე ხელაძის სტამბაში ცალკე წიგნად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 23 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკური მდგომარეობა ევროპაში“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ივერიელის ხელმოწერით გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „გაზეთი „Новое Обозрение “ და კახეთის რკინისგზა“დასასრული. ტექსტი ილიას სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის პოემის „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ ნაწყვეტი დაიბეჭდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 26 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე ივანე კერესელიძის დაკრძალვას დაესწრო და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და „ივერიის“ რედაქციის სახელით მიცვალებულის ცხედარი გვირგვინებით შეამკო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე არ დააკმაყოფილეს ნიკოლოზ ხიზანიშვილის თხოვნა ძველი ხელნაწერების შინ წაღების ნებართვის თაობაზე.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძემ „ივერიის“ რედაქციის საშუალებით თანხა გაუგზავნა თედო ჟორდანიას წიგნის „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“ ორი ტომის შესაძენად.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იმსჯელეს ლავრენტი ბროსეს მიერ საზოგადოებისათვის მამის ნაწერებისა და ბროშურების შეწირვის საკითხზე.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წლის სექტემბერში ივანე ეგნატეს ძე პოლტორაცკი გარდაიცვალა.

1861

ტიპი: ავტორობა

1861 წელს ილია ჭავჭავაძემ დაწერა ლექსი „ალექსანდრე ჭავჭავაძე“ და გამოაქვეყნა ჟურნალ "ცისკარი"-ში.

1860

ტიპი: ავტორობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძემ დაწერა კრიტიკული წერილი „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგამ „შეშლილის“ თარგმანზედა“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 1-ელ ნოემბერს სათავადაზნაურო ბანკის მმართველობამ ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში დავით ქაიხოსროს ძე ყიფიანის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაახდევინა.