რეგისტრირებული ფაქტები50072
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს 12 მაისს დანიშნული საზოგადოების რწმუნებულთა არშემდგარი კრების საკითხი. გამგეობას დაევალა კრება უფრო მოსახერხებელ დროს დაენიშნა, რომ რეგიონების განყოფილების რწმუნებულებს დასწრება შეძლებოდათ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და საზოგადოების წევრი თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
ოლქის უფროსის, ინჟინერ გიორგი თუმანოვის ბრძანებით, სამეურნეო ნაწილის გადამწერი ანა არეშიძე მოსამსახურეთა სიიდან ამოშალეს 1918 წლის 20 მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაოდ გადასვლის გამო.
1918
ტიპი: თანამდებობა
საარტილერიო სასწავლებლის კურსდამთავრებული ვლადიმერ დორმანი 1918 წელს თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში ქიმიას ასწავლიდა. მისი წლიური შემოსავალი 660 მანეთს შეადგენდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ოდესის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ევგენი მიხეილის ძე კარგარეთელი თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში ბუნებისმეტყველებას, საქონელთმრეწველობას და მეტყველების ტექნოლოგიას ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ეპარქიული სასწავლებელის კურსდამთავრებული ბარბარე გიორგის ასული ამბრიევა-ხვედელიანი თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში რუსულ ენას, არითმეტიკას და კალიგრაფიას ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ერმან დამსარის ძე ტერ-დავიდიანცი თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში რუსულ ენას, არითმეტიკას და კალიგრაფიას ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებული ანა კემულარის ასული ჟვანია 1918 წელს თბილისის მეორე კომერციულ სასწავლებელში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1917-1918 სასწავლო წელს ვაჭარი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ივანე გაბრიელის ძე ძიძიშვილი თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1917-1918 სასწავლო წელს ნოტარიუსი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გიორგი ლუარსაბის ძე მაჭავარიანი თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
კლემენსი ემანუილის ძე ბადერი იყო თბილისის II კომერციული სასწავლებლის თავისუფლად დაქირავებული თანამშრომელი _ გერმანული ენის მასწავლებელი 1913 წლის 1-ლი სექტემბრიდან. მისი ხელფასი შედგენდა 2910 მანეთს.
1918
ტიპი: თანამდებობა
გიორგი თევდორეს ძე ჟორდანია თბილისის II კომერციული სასწავლებლის კანონმცოდნეობის მასწავლებელი 1915 წლის თებერვლიდან იყო. მისი ხელფასი 220 მანეთს შეადგენდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
მარიამ გაბრიელის ასული ლიონიძე თბილისის II კომერციული სასწავლებლის ფრანგულის ენის მასწავლებელი 1914 წლის 17 სექტემბრიდან იყო. მისი წლიური ხელფასი 1320 მანეთს შეადგენდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ დავით ვაჩნაძე, შალვა მესხიშვილი, შალვა მიქელაძე და სამსონ ფირცხალავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გრიგოლ ვეშაპელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე და გიორგი ლასხიშვილი; მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე ყველა სექციის გამგე მიიწვიეს 20 მაისის კომიტეტის სხდომაზე.
1918
ტიპი: თანამდებობა
ოლქის უფროსის, ინჟინერ თუმანოვის 1918 წლის 18 მაისის ბრძანებით, 1 აპრილს კავკასიის მდინარეების შემსწავლელი მეორე საძიებო პარტიის უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლებულ ინჟინერ კრიუკოვისთვის უნდა მიეცათ თვეში 400 რუბლის ოდენობის სარგო 1917 წ. ნოემბრიდან და ამ სარგოს შესაბამისად – შტატგარეშე დახმარება მდგომარეობის მიხედვით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გრიგოლ ვეშაპელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე და გიორგი ლასხიშვილი; მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, კავშირის მიზანი იყო მოხელეთა მომზადება მომავალი ნაციონალიზაციისათვის ყველა დაწესებულებაში ქართულ ენაზე საქმეების წარმოების თაობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, კავშირის წევრად საბჭო იღებდა ყველა მოსამსახურეს განურჩევლად სქესისა. წევრობა შეეძლოთ სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებსაც, რომლებმაც იცოდნენ ქართული ენა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, კავშირის ქონება მისი გაუქმების შემთხვევაში გადავიდოდა კრების მიერ დასახელებული დაწესებულების კუთვნილებაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, ყველა საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო ხმათა უმრავლესობით. კავშირის გაუქმება წევრთა საზოგადო კრებას უნდა გადაეწყვიტა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, კრება კანონიერად იქნებოდა აღიარებული, თუ მას დაესწრებოდა წევრთა რაოდენობის ერთი მესამედი, მეორე კრება უნდა დანიშნულიყო არაუგვიანეს 10 დღისა და იგი კანონიერად ჩაითვლებოდა მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, კავშირის მმართველობა იმყოფებოდა თბილისში. კრება იქნებოდა ორი სახის: ჩვეულებრივი და საგანგებო. პირველი დაინიშნებოდა წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს თებერვლის თვისა და მეორე, თანახმად საბჭოს დადგენილებისა, ან ასი წევრის განცხადებისა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, საფინანსო ანგარიშების განსახილველად განისაზღვრებოდა ხუთი წარმომადგენლისაგან შემდგარი სარევიზიო კომისია.