რეგისტრირებული ფაქტები50072
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი. ესწრებოდნენ: გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ ვეშაპელი, ნოე ხომერიკი, გრიგოლ რცხილაძე და სილიბისტრო ჯიბლაძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ შალვა მესხიშვილი, გერონტი ქიქოძე და ბ. პაპავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე; მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე რევაზ გაბაშვილმა ისაუბრა ამიერკავკასიის კონსტიტუციის პროექტის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე რევაზ გაბაშვილმა გააკრიტიკა სერგო ჯაფარიძის გამოსვლა, სადაც იგი აცხადებდა, რომ საქართველოს ნავთობის, ოქროსა და სახელმწიფო ფულის არარსებობის გამო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობა არ შეეძლო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კოტე აფხაზმა ისაუბრა ფედერაციული წყობისთვის საჭირო პროცესების შესახებ. ცალკე ერთეულების დაარსება და მათი კავშირით ფედერაციული წყობის შექმნის იდეა შესაძლებლობის სიმცირის გამო მისთვის არარეალური იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე რაჟდენ არსენიძემ მხარი დაუჭირა ფედერაციულ წყობილებას, რადგან ამიერკავკასიის მთლიანობა მხოლოდ ამ პირობებში ესახებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა გამოთქვა აზრი, რომ საქართველომ უნდა აწარმოოს ლოიალური პოლიტიკა ოსმალეთის იმპერიისა და სამაჰმადიანო აღმოსავლეთის მიმართ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია არის ერეკლე მეფის პოლიტიკის მემკვიდრე და შესაბამისად, რუსეთის მიმდევარი და მხარდამჭერი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შალვა ქარუმიძემ განაცხადა, რომ ამიერკავკასიის სახელმწიფო ერთეულების კულტურული და პოლიტიკური განსხვავებულობის გამო მათი საერთო კანონმდებლობის ქვეშ მოქცევა და საერთო გზით განვითარება შეუძლებელი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიხეილ მაჩაბელმა განაცხადა, რომ იგი მხარს დაუჭერდა საკუთარი ქვეყნისათვის იმ მოწყობის ფორმას, რომელიც ხელს შეუწყობდა ქართველი ერის კულტურულ წინსვლას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძის ინიციატივით ორატორების სასაუბრო დრო ათი წუთით განისაზღვრა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე რევაზ გაბაშვილმა დააფიქსირა თავისი პარტიის პოზიცია. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია წინააღმდეგია ისეთი ცენტრის შექმნისა, რომელსაც გადაეცემა ფრიად მნიშვნელოვანი საკითხები, საერთაშორისო ურთიერთობების წარმოება, სამხედრო ძალების მოწყობა, საფინანსო საქმეების წარმართვა და სხვა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 13 მაისს ვერა ივანეს ასული ოლენიცკაია, ვალენტინა გრიგორის ასული პოპოვი, ნადეჟდა დავითის ასული ჩახნაევი და მარია ლოშნოვა ბათუმის ქალთა გიმნაზიაში მუშაობდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრთა სია, რომლის მიხედვითაც ნოე რამიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრების სია, რომლის მიხედვითაც გრიგოლ გიორგაძე სამხედრო მინისტრად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრების სია, რომლის მიხედვითაც ნოე ხომერიკი მიწათმოქმედების მინისტრად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრების სია, რომლის მიხედვითაც მინისტრ-თავმჯდომარედ აკაკი ჩხენკელი დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო გიორგი ლასხიშვილი. ესწრებოდნენ: გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე და ნოე ჟორდანია. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე და ნოე ჟორდანია. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს ფოსტა-ტელეგრაფის ქართველ მოხელეთა ჯგუფის წინადადება ფოსტა-ტელეგრაფის სექციის დაარსების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი. ესწრებოდნენ: გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე და ნოე ჟორდანია. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს ჯანსაღობის სექციის წინადადება, რომ აღმასრულებელ კომიტეტში სექციას ჰყავდეს წარმომადგენელი სათათბილო ხმით. საკითხი არ იქნა მიღებული.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 მაისს საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოლომონ მიქელაძემ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციას წერილი გაუგზავნა 9 ივნისს ბანკის რწმუნებულთა წლიური შემაჯამებელი კრების მოწვევის შესახებ. წერილში აღნიშნულია, რომ თავადაზნაურობამ თავისი ქონება გადასცა ეროვნულ საბჭოს, რის შემდეგაც რწმუნებულთა სია წარდგენილ იქნა საბჭოში, მაგრამ ეროვნული საბჭოს მხრიდან არავითარი განკარგულება არ მოსულა აღნიშნულის დასადასტურებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 მაისს გამგეობის თავმჯდომარემ, ვ. გოგიჩაიშვილმა საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციას წერილი გაუგზავნა მაისში აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე.