ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-19 სასწავლო წელს სამცხე-ჯავახეთის მხარის სოფელ ყვიბისის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ვასილ ბაჯელიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-19 სასწავლო წელს სამცხე-ჯავახეთის მხარის სოფელ ჭობისხევის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ივანე გედევანიძე, გორის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ თორტიზის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ეკატერინე ჯელაბოვა, გორის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ თელათგორის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა აბესალომ თენეიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ქვემო ხვედურეთის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ამბაკო ჯანაშია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს ბესარიონ შავიშვილი, გორის სემინარიის პედაგოგიური კურსების კურსდამთავრებული, გორის მაზრის სოფელ ჩობათხევის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ტეზერის ახალგახსნილ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ჩ. ბალავაძე, ხაშურის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს კალისტრატე ტიმოთეს ძე ჟვანიამ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს გიორგი მეფერტმა განათლების სამინისტროს პედაგოგის თანამდებობის დაკავების მოთხოვნით მიმართა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ეკატერინე იოსების ასულმა ანთაძემ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ანასტასია აპოლონის ასულმა ივანიცკიმ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს დავით გაჩეჩილაძემ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ლეონტი სხირტლაძე, პოლიევკტ ოყრეშიძე, გრიგოლ ბელინსკი, პეტრე ბენედიქტოვი, ნიკოლოზ ტერ-აკოფოვი და დავით მაისურაძე ფოსტალიონებად დაინიშნენ თბილისის ფოსტაში.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918-1920 წლებში ისიდორე რამიშვილი საქართველოს მენშევიკური მთავრობის წევრი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ეროვნული საბჭოს წევრებმა, გრიგოლ ვეშაპიძემ, რევაზ გაბაშვილმა და საბჭოს ყოფილმა წევრმა დიმიტრი ჯავახიშვილმა საბჭოს პრეზიდიუმში შეიტანეს საპროტესტო განცხადება, რომელიც ეხებოდა ეროვნული საბჭოს მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებას დემოკრატთა ფრაქციიდან მაჩაბლისა და ვაჩნაძის გაწვევის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ეროვნული საბჭოს წევრებს, მიხეილ მაჩაბელსა და დავით ვაჩნაძეს, რომლებმაც გააპროტესტეს დემოკრატთა ფრაქციიდან გაწვევა, შეუერთდნენ საბჭოს წევრები – გრიგოლ ვეშაპიძე (ვეშაპელი), რევაზ გაბაშვილი და საბჭოს ყოფილი წევრი დიმიტრი ჯავახიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს დემოკრატთა ფრაქციიდან გაწვეული ეროვნული საბჭოს წევრები, მაჩაბელი და ვაჩნაძე, არ დაემორჩილნენ პარტიის უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილებას და იუარეს ფრაქციის დატოვება.