ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 17 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მხარი დაუჭირეს იაკობ გოგებაშვილის თხოვნას, „დედა ენის“ მერვე გამოცემა ეგზარქოსს სამრევლო სკოლების სახელმძღვანელოდ დაემტკიცებინა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 17 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლის მასწავლებლის მიხეილ შარაშიძის წლიური ანგარიში განიხილეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 14 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლის შენობის დასაქირავებლად თანხა გამოყვეს.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 31 მარტს ილია ჭავჭავაძემ მემამულე ზაქარია გიორგის ძე ერისთავისგან მიიღო წერილი, რომელშიც ატყობინებს, რომ საკუთარი სახსრებით აპირებს სოფელ ოძისში სამეურნეო სკოლის გახსნას.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 25 აპრილს ილია ჭავჭავაძემ მემამულე ზაქარია გიორგის ძე ერისთავისგან მიიღო წერილი, რომელშიც ის ილიას სთხოვს, მფარველობა გაუწიოს სოფელ ოძისში მის მიერ წამოწყებულ საქმეს.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 24 მაისს ილია ჭავჭავაძემ მიიღო კონსტანტინე ყიფიანის წერილობითი თხოვნა, რომ მისი კანდიდატურა განეხილა ბანკის შემფასებელი კომისიის წევრად.

1899

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 11 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ავსტრიიდან მიიღო გრაცის უნივერსიტეტის პროფესორ ჰუგო შუხჰარდტის წერილი. პროფესორი ილიას სწერს, რომ იწყებს „მგზავრის წერილების“ კითხვას.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 26 აპრილს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძე აირჩიეს იმ კომისიის წევრად, რომელსაც ბაქო-თბილისის რკინიგზის კახეთში გაყვანისთვის საჭირო საბუთების მომზადება და მთავრობისთვის წარდგენა ევალებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 11 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 11 მაისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 3 თებერვალს პეტერბურგში ილია ჭავჭავაძემ საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობის სხდომაზე დასაგირავებელი მამულების შეფასებისა და ბანკების მევალეთათვის შეღავათების დაწესების საკითხებზე მოსაზრება გამოთქვა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 19 აპრილის შემდეგ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნდა ივანე მაჩაბლის გამოხმაურება ვლადიმერ მიქელაძის წერილზე „განაწყენებული უძლურება, თავადი ილია ჭავჭავაძე და მისი მოღვაწეობა“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „თბილისი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქალაქში ჯანმრთელობისთვის დიდი მზრუნველობა და საქმიანობაა“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად ილია ჭავჭავაძის თარგმნილი ჯურა იაკშიჩის მოთხრობის „შვილი მოხუცებულის გამზისა“ მეხუთე ნაწილი გამოქვეყნდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 მარტს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ინგლისის საპოლიტიკო მდგომარეობა ერთი და იმავეა...“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 14 აპრილს გაზეთ „Обзор“-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის სტატია „საზოგადოების სწავლული ექსპლოატატორები“, რომელშიც ილია ჭავჭავაძისა და ბესარიონ ღოღობერიძის საბანკო პოლიტიკა იყო გაკრიტიკებული.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 6 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ინგლისი“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 17 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის ანგარიში განსახილველად ლექსი ჭიჭინაძეს გადასცეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 13 სექტემბერს სოფელ ოქროყანაში ილია ჭავჭავაძე ივანე პოლტორაცკის დაკრძალვას დაესწრო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 2 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს წინარეხისა და ხელთუბნის სკოლების თხოვნა წიგნებისა და სასკოლო ინვენტარის მიწოდების შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის განჯიდან გადმოსვენების საკითხი განიხილეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 3 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ქართულ დრამატულ საზოგადოებში საწევრო შეიტანა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 6 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საქართველოს მატიანე“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“ ქართულ სცენაზე“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 13 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის წევრთა წლიურ კრებაზე არ დაეთანხმა გამგეობის წევრთა წინადადებას ბათუმსა და ბაქოში სააგენტოების გახსნასთან დაკავშირებით.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 25 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომას, რომელზეც ბანკის 1877 წლის ანგარიში განიხილეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 27 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 26 აპრილი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სოფლის უფროსის არჩევანი“.