რეგისტრირებული ფაქტები50758
სორტირება თარიღი კლებადობით
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წელს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან საქართველოში გაუგზავნა ფრანგული წიგნის წინასიტყვაობის თარგმანი ევროპელი კოლონისტების ამერიკაში ჩასვლის ამბების შესახებ და ჰითხა, ეს წიგნი თუ გამოდგებოდა გოგი და ბიბი ქარცივაძეებისთვის და ნუცა და ქეთევან შარაშიძეებისთვის.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის გაზაფხულზე აკადემიკოსი ნიკო მარი ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს ეწვია. შემდეგ მოხსენება წაიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მისი მსმენელები იყვნენ: სარგის კაკაბაძე, მარიამ ორახელაშვილი, შალვა ნუცუბიძე, ვუკოლ ბერიძე და ალექსანდრე მაჭავარიანი.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წელს ევგენი გეგეჭკორმა სიტყვა წარმოთქვა ნოე ჟორდანიას დაბადების 60 წლის იუბილეზე, სადაც იგი ხოტბას ასხავდა ნოე ჯორდანიას მისი ქმედებებისათვის. მისი შეფასებით, ჟორდანია გამოჩნდა უნუგეშობის ჟამს, როცა ქართველი ხალხი განსაცდელში იმყოფებოდა და მანვე ქართველი ხალხი ეროვნული და სოციალური გათავისუფლებისათვის ბრძოლაში ჩააბა.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 15 დეკემბერს აკაკი ჩხენკელი ულოცავს ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო ელჩსა და სრულუფლებიან მინისტრს საფრანგეთში ჰარი ჰოლმას რწმუნებათა სიგელის ჩაბარებას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დამყარების სურვილს.
1927
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის 15 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორი ვაჟის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბერლინის ქართველთა კოლონიიდან მიღებული სამძიმრის ბარათების გამო ვლადიმერ ახმეტელს მადლობის წერილს უგზავნის.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის დეკემბერში სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თედო ღლონტი, შალვა ნუცუბიძე და კორნელი კეკელიძე სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის დეკემბერში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე კომუნისტური პარტიის მე-15 ყრილობამ პარტიიდან გარიცხა.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უპარტიო მასწავლებელი იოსებ ჟვანია ქუთაისის ჩეკაში აწამეს, ფეხებით ჰკიდებდნენ, თოფის ზუმპით სცემეს.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ მიხედვით, მუშა, სოციალ-დემოკრატი გიორგი ცქიფურიშვილი ქუთაისის ჩეკაში ოთხი თვე აწამეს. ორი თვე ჩამწყვდეული ჰყავდათ ბნელ სამკუთხედში (სადაც ერთი კაცი ძლივს ეტეოდა), 8 დღე არ აძლევდნენ პურსა და წყალს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატი ალფეზ ლომინეშვილი ოზურგეთის ჩეკაში 10 დღე აშიმშილეს. გამომძიებელი – გოგია.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი გრიშა შალვაძე ბათუმის ჩეკაში ცემისა და სიცივისგან დაინვალიდდა, ხელები და ფეხები დაეკრუნჩხა, ექიმების აზრით, კაცად აღარ ვარგოდა, მერე გაათავისუფლეს. გამომძიებელი – ისაკაძე.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატი თეოფილე ჭანიშვილი ოზურგეთის ჩეკაში გამომძიებელმა სიმონიშვილმა აშიმშილა.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატი შოთა კიკვაძე ოზურგეთის ჩეკაში 10-9 დღე აშიმშილა გამომძიებელმა გოგიშვილმა.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრს, ბაგრატ ჭეიშვილს ჩეკაში სცემეს და 5 დღე აშიმშილეს, 15 დღე ჰყავდათ თბილისის ჩეკაში. გამომძიებლები – პოლშინი და შაშკურინი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი, სტუდენტი ლორთქიფანიძე ქუთაისის ჩეკაში აწამეს, გვერდის ნეკნები ჩაუმტვრიეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უპარტიო მასწავლებელი იოსებ ჟვანია ქუთაისის ჩეკაში აწამეს ფეხებით კიდებდნენ და თოფის ზუმპით სცემდნენ.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობის წერილს უგზავნიან არგენტინის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და მის მეუღლეს ალვარეს დე ტოლედოს მიღებაზე მიწვევისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართებოდა. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს, რომ ეწვევა, მისი მეუღლე კი ვერ დაესწრება.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობას უხდიან პანამის რესპუბლიკის მინისტრს და მის მეუღლეს მენდეს პერეირას 3 ნოემბერს პანამის ეროვნულ დღესასწაულზე მიწვევისთვის. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს, რომ ეწვევა, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 10 ოქტომბერს აკაკი ჩხენკელი უგზავნის წერილს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის გენერალურ სამდივნოს. იგი მადლობას უხდის საფრანგეთის პრეზიდენტს სადილზე მიპატიჟებისთვის, რომელსაც სიამოვნებით ეწვევა 20 ოქტომბერს და აღნიშნავს, რომ წეულებას ვერ დაესწრება მისი მეუღლე.