ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წლის 8 აპრილს ალექსანდრე ნანეიშვილმა ბათუმის სკოლის მასწავლებლის თანამდებობა დატოვა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 8 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მოიწონეს კონსტანტინე ყიფიანის წინადადება საზოგადოებისთვის კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტების შეღავათიან ფასად მიყიდვის თაობაზე.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, წლიური საერთო კრება 23 მაისს დანიშნეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, სტატისტიკის კომიტეტის მიერ გამოცემული წიგნების შემოწირვისთვის ნიკოლოზ ზეიდლიცს მადლობა გადაუხადეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, სოფელ წინარეხში სკოლის გახსნის ნებართვასთან დაკავშირებით თბილისის გუბერნიის სკოლების დირექტორთან გასაგზავნი წერილი განიხილეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 8 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობას ეთხოვა შუამდგომლობა საზოგადო კრების წინაშე, რომ თავიანთი მოგებიდან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის 5000 მანეთი შეეწირა.


1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის პირველ აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ნიკო ცხვედაძეს სამწლიანი და ექვსწლიანი ახალი სასკოლო პროგრამების შედგენა დაევალა.

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წლის ივნისში ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორმა, ივანე კერესელიძემ მადლობა გამოუცხადა იმ მწერლებს, რომლებმაც ჟურნალს გამოსაქვეყნებლად მასალები გაუგზავნეს, მათ შორის იყო ილია ჭავჭავაძეც.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის აგვისტოში ჟურნალ „კრებულში“ ილია ჭავჭავაძის მიერ შეკრებილი გლეხური სიმღერები, „აჩრდილის“ XVII თავი და ლექსი „პარიჟი“ დაიბეჭდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე მოსკოვის ბანკის მმართველის მოვალეობის შემსრულებელ ვოლკოვს შეხვდა და ბანკში პრაქტიკის გავლა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 4 აპრილის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველთა კომიტეტის განცხადება საზოგადო კრების მოწვევისა და მისი დღის წესრიგის შესახებ. ერთ-ერთ საკითხად ილია ჭავჭავაძის ნაცვლად ბანკის გამგეობის წევრთაგან ახალი თავმჯდომარის არჩევა განიხილებოდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 4 აპრილის გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ერთიც ახალი გამოლაშქრება“. ტექსტი ავტორის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის სექტემბერში სერგეი მესხმა ჟენევაში მყოფი საცოლის, ეკატერინე მელიქიშვილისგან პარიზში მიიღო წერილი, რომელშიც მან„გლახის ნაამბობს“ წარუმატებელი უწოდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 20 აპრილს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძეს ახალი მასწავლებლების შერჩევის თაობაზე გაუგზავნეს წერილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გრიგოლ ყიფშიძის ხელმოწერით .

1856

ტიპი: განათლება

1856 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ თბილისის გიმნაზიის მერვე კლასი დაამთავრა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის სექტემბერში პეტერბურგში მყოფი ილია ჭავჭავაძე სტუმრად დადიოდა დავით ჩუბინაშვილთან, ბარბარე ბაგრატიონთან, ივანე ორბელიანთანა და ვლადიმერ ამილახვართან.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის სექტემბერში ი. მელიქიშვილმა და ექვთიმე ხელაძემ რაფიელ ერისთავისა და ილია ჭავჭავაძის მიერ შეკრებილი „გლეხური სიმღერები, ლექსები და ანდაზები“ წიგნად გამოსცეს.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წელს სერგეი სიმონის ძე მესხი გაზეთ „დროების“ რედაქტორად მიიწვიეს.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 23 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 22 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „უთანხმოება იმპერატორ ვილჰელმ II-სა და ბისმარკს შორის“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 18 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 17 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის გადადგომა“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 24 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 23 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ვენახების წამლობის შესახებ“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 31 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვიდან ბაქოში ოლღა გურამიშვილს მისწერა, რომ უკვე დაიწყო საბანკო საქმის შესწავლა, ყოველ დღე, დილიდან ოთხ საათამდე, მოსკოვის საკრედიტო საზოგადოებაშია და საქმის ნახევარი უკვე შეისწავლა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის პირველ სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვიდან პეტერბურგში ვასილ მაჩაბელს მისწერა, გაერკვია, მისცემდა თუ არა პეტერბურგის სამიწათმოქმედო კრედიტის საზოგადოება საბანკო საქმის შესასწავლად კონსულტაციების გავლის უფლებას.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის პირველ აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ნიკო ცხვედაძესა და იაკობ გოგებაშვილს გადასამოწმებლად გადასცეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის მიერ გამოგზავნილი პროგრამები.