ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 12 იანვარი“ („11 იანვარს, როგორც მოეხსენებათ ჩვენს მკითხველებს, წირვა და პანაშვიდი...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 13 იანვარი“ („ბევრს ჰლაპარაკობენ იმის თაობაზე...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილის დასასრული „ტფილისი, 19 იანვარი“ („თ. გ. თუმანოვი თავისს გაზეთში ამბობს...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 25 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილის დასაწყისი „ტფილისი, 24 იანვარი“ („მას აქედ, რაც ბერძენთა და ოსმალთა შორის...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 1-ლ თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილის დასასრული „ტფილისი, 31 იანვარი“ („დღევანდელ დიპლომატიისათვის ორი დიდი ნასკვია გამოსახსნელი...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 4 თებერვალი“ („ამას წინად ტფილისის საბჭოში...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 7 თებერვალი“ („ყველაზე დიდი ნაკლი ჩვენის ქართულის ლიტერატურისა...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 19 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 18 თებერვალი“ („ჩვენი ერთი დიდი უბედურება ის არის...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 25 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 24 აპრილი“ („ცარიელი ინჟენერობა, მკურნალობა და ადვოკატობა...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 25 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („სიტყვამან შენმან გამოგაჩინოს შენ...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 19 აპრილი“ („ამას წინად მეთაურს წერილში ვსთქვით, რომ...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 12 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მიხეილ ბაქრაძის წერილი სათაურით „ახალი ამბავი“ ილია ჭავჭავაძის მომავალი იუბილეს შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 22 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 21 თებერვალი“ („ამ თებერვლის 22-სა დღესა შესრულდება...“), რომელიც ეძღვნება მეფე ერეკლე მეორის გარდაცვალების 100 წლისთავს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ილია ოქრომჭედლიშვილის პანაშვიდს და გვირგვინით შეამკო მისი ცხედარი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 11 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო მეფე ერეკლე მეორის მოსახსენიებელ წირვასა და პანაშვიდს სიონის საკათედრო ტაძარში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 თებერვალს სვეტიცხოვლის ტაძარში ილია ჭავჭავაძე დაესწრო მეფე ერეკლე მეორის მოსახსენიებელ წირვასა და პანაშვიდს.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 8 თებერვალს ილია ჭავჭავაძეს დავით ერისთავმა წერილობით ბანკის მიერ აბანოს უბნის დაგირავება ურჩია, რათა ისიც სომეხ ვაჭრებს არ ჩაეგდოთ ხელში.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 8 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მეუღლეს დისწულის, მაკო აფხაზის გათხოვება შეატყობინა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 6 თებერვალს რუსეთის საადგილმამულო საკრედიტო დაწესებულებების წარმომადგენელთა მე-5 ყრილობის მასალებში ილია ჭავჭავაძის სიტყვა დაიბეჭდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს დავით მელიქიშვილი პირადად ეწვია და რუსეთის ხელისუფლებასთან მუქარის ტონით საუბრის გამო საყვედური გამოუცხადა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 9 მარტს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა „ივერიის“ რედაქციას ილია ჭავჭავაძის თბილისში დაბრუნებამდე ჟურნალის მეორე ნომრის შეჩერების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის თებერვალში ილია ოქრომჭედლიშვილმა მოსკოვიდან ილია ჭავჭავაძეს წერილი გაუგზავა და შეატყობინა, რომ მოუთმენლად ელოდა „ვისრამიანის“ დაბეჭდვას.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 19 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან მეუღლეს წერილობით შეატყობინა, რომ საქმეების დასრულების შემდეგ, პირველ მარტს მოსკოვში გაემგზავრებოდა და ილია ოქრომჭედლიშვილთან 2 დღით დარჩებოდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 21 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ გრიგოლ არწრუნის თეატრში სათაურით „გლახა ჭრიაშვილი“ ილია ჭავჭავაძის „გლეხთა განთავისუფლების პირველ-დროების სცენებს“ წარმოადგენდნენ, დივერტისმენტად კი – „განდეგილს“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 1-ლ მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა დასაწყისი წერილისა „ოინბაზობა თუ სულელობა?“ („ყველამ იცის, რომ...“) თბილისში პოლიტექნიკუმის გახსნისადმი გიორგი თუმანიშვილის დამოკიდებულების შესახებ.