ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წლის 19 თებერვალს თბილისის სამხედრო გუბერნატორმა, გენერალ-ლეიტენანტმა ივანე ანდრონიკაშვილმა გრიგოლ ჭავჭავაძის შვილებს, ილიასა და თეიმურაზს სახელმწიფოს ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით ამიერკავკასიის სამოქალაქო სამმართველოს უფროს ვასილ ბებუთაშვილთან უშუამდგომლა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს თედო დავითის ძე ჟორდანია საეკლესიო მუზეუმის გამგედ დაინიშნა.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 12 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვინ ვისთვის ლესავს ხმალს ევროპაში“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-1945 წლებში ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი ემიგრაციაში საქართველოს სამუზეუმო განძს იცავდა.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 24 დეკემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დღევანდელი თავადაზნაურობის სატკივარი“.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 27 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეზე დაწესებული პოლიციის ზედამხედველობა დროებით შეწყდა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 14 მაისს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ წაიკითხა მოხსენება თავისი მმართველობის შესახებ.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ბალკანეთის ნახევარკუნძულის მებრძოლთა სასარგებლოდ თბილისის კლუბში გამართულ საქველმოქმედო ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოში.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის დეკემბერში იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ კრებულში „ხომლი“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ლექსები: „მძინარე ყმაწვილს“, „გუთნისდედა“, „ქართვლის დედას“.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-1886 წლებში ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე იყო.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 26 ნოემბერის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 25 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კომენტარი ბისმარკის პოზიციის გამო“.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 25 ივნისს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „ახალი ქართული გაზეთი“ დაიბეჭდა. წერილში იგი ახალი გაზეთის გამოცემაზე საუბრობდა, რომელიც, მისი აზრით, ილია ჭავჭავაძეს კერძო ინტერესებისთვის სჭირდებოდა.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ რუბრიკით „თეატრის მატიანე“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „დავით ერისთავის „სამშობლოს“ განახლებული დადგმა“.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის ნოემბერში რუსმა პოეტმა მარია დავიდოვამ ილია ჭავჭავაძეს მადლობა გადაუხადა კრებულის მიწოდებისთვის და გამოუგზავნა ლექსები და საკუთარი ნაშრომი მოცარტის შესახებ.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასაწყისი „ტფილისი, 8 იანვარი“. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 28 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ხაზინადრად დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი აირჩიეს.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასაწყისი „ტფილისი, 25 იანვარი“. მწერლის თხზულებათა ოცტომეულში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „საზოგადო საქმეთა გამო“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 19 თებერვალი“ („ტფილისის სასულიერო სემინარიაში...“).

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 9 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „სიმინდის საქმე იმერეთში“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ზუბალაშვილს მუზეუმის ასაგებად საზოგადოებისთვის ადგილის შეწირვა სთხოვეს.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 20 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „წერილები ქართულ ლიტერატურაზე“.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 28 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პარასკევა დადიან-ვიტგენშტეინისა თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

1888

ტიპი: ორგანიზაცია

1888-1893 წლებში ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 22 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის არჩევნების გამო“.