ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 8 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე „ფირუზას“ ფსევდონიმით აქვეყნებს სატირულ პამფლეტს „ორხმიანი საახალწლო ოპერეტი“. გაგრძელება აღარ გამოქვეყნებულა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 13 იანვარს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 13 იანვარი“ (დასაწყისი).

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 17 იანვარს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 17 იანვარი“ (დასასრული).

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 20 მაისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებაზე სიტყვა წარმოთქვა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 24 მაისს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის კრებაზე წარმოთქმული სიტყვა სათაურით „სიტყვა თავ. ილია ჭავჭავაძისა“.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 7 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ჭავჭავაძემ თბილისის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაში მიიღო მონაწილეობა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 11 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ხახანაშვილის რეცენზია ვახტანგ ორბელიანის ლექსების კრებულზე.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 11 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ რეცენზიაში „ლექსები ვახტანგ ორბელიანისა“ ალექსანდრე ხახანაშვილი აღნიშნავს, რომ გამოცემას თან ერთვის ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი ორბელიანის ბიოგრაფია.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 24 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ნარკვევი (ჟურნალ-გაზეთებიდამ)“ („სოხუმიდგან გაზეთ „ნოვ. ვრ.“-ს სწერენ...“).

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 10 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მოწინავე წერილი „ტფილისი, 11 სექტემბერი“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 4 ნოემბერი“ (დასაწყისი).

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 9 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 9 ნოემბერი“ (გაგრძელება).

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 23 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 23 ნოემბერი“ („იქნება ომი თუ არა?“).

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 26 ნოემბერი“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 3 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა დასასრული ვრცელი მოწინავე წერილისა კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირის შესახებ, სათაურით „ტფილისი, 3 დეკემბერი“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დარია ალექსანდრეს ასულ ჩერქეზიშვილის და ეკატერინე ალექსანდრეს ასულ ვახვახიშვილის კურდღელაურში მდებარე 7 დესეტინასა და 390 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დარია ალექსანდრეს ასულ ჩერქეზიშვილისას და ეკატერინე ალექსანდრეს ასულ ვახვახიშვილს კურდღელაურში 7 დესეტინა და 390 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა რახილ ივანეს ასულ კობახიძის, სალომე და მართა შიოს ასულ კობახიძეებისა და მათი ძმების, ზაქარიას, ნიკოლოზისა და ივანეს, გორის მაზრაში მდებარე 2 დესეტინასა და 1420 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, სამოსახლო და საბაღე ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს რახილ ივანეს ასულ კობახიძეს, სალომე და მართა შიოს ასულ კობახიძეებსა და მათ ძმებს, ზაქარიას, ნიკოლოზსა და ივანეს, გორის მაზრაში 2 დესეტინა და 1420 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, სამოსახლო და საბაღე ადგილები ჰქონდათ.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 29 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 28 ოქტომბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რუსეთის იმპერატორის ვიზიტი გერმანიაში“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 22 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 21 ოქტომბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სახელმწიფო ბანკის შეღავათიანი კრედიტი თავადაზნაურთათვის“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭვაჭავაძის წერილი „ტფილისი, 30 ოქტომბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „არეულობა იტალიასა და საფრანგეთს შორის“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 2 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გაურკვევლობა დღევანდელ პოლიტიკაში“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 20 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის ახალი პარლამენტი და იმპერატორ ვილჰელმ II-ის სტამბოლში ვიზიტის ნაყოფი“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 2 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 1 ნოემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ათტომეულში დაიბეჭდა სათაურით „აშლილობა კრიტის კუნძულზე“, ხოლო ოცტომეულში – სათაურით „არეულობა კრეტას კუნძულზე“.