რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 აგვისტოს გორის ქალთა გიმნაზიის პედაგოგები – ელენე მიხეილის ასული მამულაშვილი-ლავროვსკისა, ქეთევან მიხეილის ასული ჯავახიშვილი და მარია რომანის ასული ღვინიაშვილი განათლების სამინისტროს სწერენ, რომ ისინი სასწავლებლიდან უმიზეზოდ დაითხოვეს და სათანადო რეაგირებას სთხოვენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
იუსტინე ირაკლის ძე აბულაძის პირადი საქმის მიხედვით, თბილისის მოურავი იყო ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა.
1918
ტიპი: თანამდებობა
იუსტინე ირაკლის ძე აბულაძის პირადი საქმის მიხედვით, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი იყო განათლების მინისტრის მოადგილე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 აგვისტოს იესე ბარათაშვილის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე განიხილეს და მიიღეს კანონპროექტი ეროვნული საბჭოს სტენოგრაფიული ოქმების შემდგენელთა ჯამაგირების გათანასწორების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დადგინდა, რომ სამანდატო კომისიაში გიორგი გვაზავასა და იასონ ლორთქიფანიძის ნაცვლად რევაზ გაბაშვილი და სპირიდონ კედია დაინიშნებოდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 აგვისტოს იესე ბარათაშვილის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დადგინდა სამანდატო კომისიისთვის ერთი კვირით ვადის გაგრძელება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებისთვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 აგვისტოს იესე ბარათაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე მთავრობის წინადადება სახელმწიფო კონტროლიორისათვის ანაზღაურების დანიშვნის შესახებ საფინანსო კომისიას გადაეცა განსახილველად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, იოსებ აბაკელია. მდივანი – დავით ონიაშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 29 აგვისტოს სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ფილიმონ ესტატეს ძე ნადარეიშვილი ფოთის ვაჟთა გიმნაზიის ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 29 აგვისტოს სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ჯაბა გიორგის ძე მეძმარიაშვილი ფოთის ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 აგვისტოს სატექნიკო და საპროფესორო სწავლის მთავარი გამგე თაქთაქიშვილი ხელს აწერს დოკუმენტს, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს, ი. ა. ვანახსა და ნ. ი. უჩუნსკის თბილისის მიწისმზომელთა სასწავლებელში გამოცდების ჩაბარების ნება ეძლევათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 აგვისტოს განათლების მინისტრის N 81 ბრძანებით, ვასილ ანტონის ძე ჩალენკოვი თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 აგვისტოს განათლების მინისტრის N 81 ბრძანების თანახმად, ალექსანდრე ფირცხალაიშვილი თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის ინსპექტორად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 აგვისტოს განათლების მინისტრის N 81 ბრძანების თანახმად, მიხეილ ვლადიმერის ძე იასტრებოვი თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგად დაამტკიცეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 აგვისტოს განათლების მინისტრის N 81 ბრძანების თანახმად, ლეონიდე პავლეს ძე ნევტონოვი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 აგვისტოს განათლების მინისტრის N 81 ბრძანების თანახმად, იაკობ იაკობის ძე მელიუშენკო თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის შტატის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 28 აგვისტოს განათლების მინისტრის N81 ბრძანებით გიმნაზიის გაეროვნების გამო თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე უსპენსკი შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი საერო განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ თხოვნაში წერს, რომ ბათუმის ხელშეკრულების ძალით ჯავახეთი ოსმალოს გადაეცა. ქართული გიმნაზია, როგორც ტერიტორიის გარეშე დარჩენილი, მთავრობის განკარგულებით დაიხურა. ის გიმნაზიის დაარსებიდან 21 მაისამდე იქ მუშაობდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი საერო განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ თხოვნაში წერს, რომ სამსახურის გარეშე იმყოფება და არაფერი სახსარი არ მოეპოვება ცხოვრებისთვის. მამამისის აფთიაქი და მთელი თავისი ოჯახის ქონება გამოქცევის დროს ახალქალაქში დარჩა. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ულუკმაპუროდ დარჩნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელმა შალვა ილიას ძე ალხაზიშვილმა საერო განათლების მინისტრს რომელიმე გიმნაზიაში მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა. მისთვის სასურველი ადგილი თბილისი, ხაშური ან თელავი იყო. მას სურდა საყვარელი საქმე ეკეთებინა და სამშობლოს სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში დახმარებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე. პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ აბაკელია; მდივანი – დავით ონიაშვილი.