რეგისტრირებული ფაქტები51261
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1917-1918 სასწავლო წელს ვაჭარი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ივანე გაბრიელის ძე ძიძიშვილი თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1917-1918 სასწავლო წელს ნოტარიუსი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გიორგი ლუარსაბის ძე მაჭავარიანი თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
კლემენსი ემანუილის ძე ბადერი იყო თბილისის II კომერციული სასწავლებლის თავისუფლად დაქირავებული თანამშრომელი _ გერმანული ენის მასწავლებელი 1913 წლის 1-ლი სექტემბრიდან. მისი ხელფასი შედგენდა 2910 მანეთს.
1918
ტიპი: თანამდებობა
გიორგი თევდორეს ძე ჟორდანია თბილისის II კომერციული სასწავლებლის კანონმცოდნეობის მასწავლებელი 1915 წლის თებერვლიდან იყო. მისი ხელფასი 220 მანეთს შეადგენდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
მარიამ გაბრიელის ასული ლიონიძე თბილისის II კომერციული სასწავლებლის ფრანგულის ენის მასწავლებელი 1914 წლის 17 სექტემბრიდან იყო. მისი წლიური ხელფასი 1320 მანეთს შეადგენდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 20 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილით მიმართა სამეურნეო და სასურსათო სექციის გამგემ, გიორგი ლასხიშვილმა, სექციის წევრ ალექსანდრე ლორთქიფანიძისათვის ახალქალაქისა და გორის მაზრებში შესაძენი ხორბლისათვის ასი ათასი მანეთის ვექსილის გადაცემის მოთხოვნით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ დავით ვაჩნაძე, შალვა მესხიშვილი, შალვა მიქელაძე და სამსონ ფირცხალავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გრიგოლ ვეშაპელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე და გიორგი ლასხიშვილი; მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე ყველა სექციის გამგე მიიწვიეს 20 მაისის კომიტეტის სხდომაზე.
1918
ტიპი: თანამდებობა
ოლქის უფროსის, ინჟინერ თუმანოვის 1918 წლის 18 მაისის ბრძანებით, 1 აპრილს კავკასიის მდინარეების შემსწავლელი მეორე საძიებო პარტიის უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლებულ ინჟინერ კრიუკოვისთვის უნდა მიეცათ თვეში 400 რუბლის ოდენობის სარგო 1917 წ. ნოემბრიდან და ამ სარგოს შესაბამისად – შტატგარეშე დახმარება მდგომარეობის მიხედვით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გრიგოლ ვეშაპელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე და გიორგი ლასხიშვილი; მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, კავშირის მიზანი იყო მოხელეთა მომზადება მომავალი ნაციონალიზაციისათვის ყველა დაწესებულებაში ქართულ ენაზე საქმეების წარმოების თაობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, კავშირის წევრად საბჭო იღებდა ყველა მოსამსახურეს განურჩევლად სქესისა. წევრობა შეეძლოთ სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებსაც, რომლებმაც იცოდნენ ქართული ენა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, კავშირის ქონება მისი გაუქმების შემთხვევაში გადავიდოდა კრების მიერ დასახელებული დაწესებულების კუთვნილებაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, ყველა საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო ხმათა უმრავლესობით. კავშირის გაუქმება წევრთა საზოგადო კრებას უნდა გადაეწყვიტა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, კრება კანონიერად იქნებოდა აღიარებული, თუ მას დაესწრებოდა წევრთა რაოდენობის ერთი მესამედი, მეორე კრება უნდა დანიშნულიყო არაუგვიანეს 10 დღისა და იგი კანონიერად ჩაითვლებოდა მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, კავშირის მმართველობა იმყოფებოდა თბილისში. კრება იქნებოდა ორი სახის: ჩვეულებრივი და საგანგებო. პირველი დაინიშნებოდა წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს თებერვლის თვისა და მეორე, თანახმად საბჭოს დადგენილებისა, ან ასი წევრის განცხადებისა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, საფინანსო ანგარიშების განსახილველად განისაზღვრებოდა ხუთი წარმომადგენლისაგან შემდგარი სარევიზიო კომისია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრა 30 წარმომადგენლით, პრეზიდიუმის წევრთა რაოდენობა – 7 წარმომადგენლით, ერთი თავმჯდომარით, მისი ორი მოადგილით, ორი მდივნით, ხაზინადარითა და მისი მოადგილით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ფრონტის სხვადასხვა ნაწილების უფროსებს, რომ ხელი შეეწყოთ თბილისის საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარის მიხეილ გრუზინსკისა და ამავე ბანკის ბათუმელი აგენტის, პავლე მჭედლოვის წასვლისთვის ქალაქ ბათუმში საბანკო საქმეების მოსაგვარებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა ქალაქ თბილისის სამხედრო წესები და თბილისის კომენდანტად დაინიშნა გენერალი სტეფანე ახმეტელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გრიგოლ ვეშაპელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე და გიორგი გვაზავა, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ: დავით ვაჩნაძე, შალვა მესხიშვილი, გენერალი ვასილ გაბაშვილი, პოლკოვნიკი ვასილ კარგარეთელი და ალექსანდრე ზაქარიაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გრიგოლ ვეშაპელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე და გიორგი გვაზავა, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ორგანოდ დადგინდა კომისია ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის ხელმძღვანელობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც გიორგი ლასხიშვილი თავმჯდომარეობდა. ისაუბრეს ამიერკავკასიისა და საქართველოს კონსტიტუციის პროექტების შესახებ.