ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემთხვევითი შემოსავალი 77 მანეთი და 62 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ოცხელი და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ოთხ სამკითხველოს ‒ მუხიანის, ზედა-მაღლაკის, წყალტუბოსა და ამბროლაურისას ჰქონდათ საკუთარი შენობა. ხელს აწერს ვარლამ იმნაძე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ყველა სამკითხველოს ეგზავნებოდა „სასოფლო გაზეთი“ და წიგნები. ხელს აწერს ვარლამ იმნაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ სტამბისთვის 38 436 მანეთისა და 98 კაპიკის ღირებულების მასალები შეიძინა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ოცხელი და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 1-ელ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების აბაშიძისეული მამულის ანგარიშში 5000 მანეთი იყო, რომელიც უცვლელი დარჩა 1918 წლის 1-ლი იანვრისთვისაც. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ოცხელი და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს გიორგი ვეშაპელმა ბათუმში ლექციაზე წაიკითხა მოხსენება „ეროვნული ომი (ნაციონალისტის მრწამსი)“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში 248 წევრი იყო. საწევრო გადასახადი მთლიანად 280 მანეთს შეადგენდა. ფაქტი ხელმოწერით მეთოდე კაკაბაძემ დაადასტურა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს მხატვარი დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილი საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩამოყალიბებული მოწაფეთა კომიტეტის მიერ არჩეულ დელეგაციაში ერთ-ერთი წევრი იყო გიორგი ლეონიძე. ამ დელეგაციამ ულტიმატუმით მიმართა შავრაზმელ მასწავლებლებს, რათა ორ დღეში დაეტოვებინათ სემინარია. ამის შემდეგ სემინარიის რექტორად დანიშნეს კორნელი კეკელიძე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ვალერიან თევზაძემ პეტრე გელეიშვილს ფული და წერილი გაუგზავნა და პოლკში წერა-კითხვის სწავლის მსურველთათვის ქაღალდისა და წიგნების გაგზავნა სთხოვა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ნიკოლოზ ჩხეიძე პეტროგრადში მუშათა და ჯარისკაცთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლამდე მარიამ ორბელიანი იყო ქართულ ვაჟთა სკოლის კომიტეტის თავმჯდომარე და სწორედ მისი ინიციატივით გაიხსნა სასწავლებელში უფასო სასადილო ღარიბი მოწაფეებისათვის.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს იოსებ ბეჟანის ძე სალაყაია საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.