რეგისტრირებული ფაქტები46506
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილის ბულაჩაურში მდებარე 2351 დესეტინასა და 1800 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ანა სოლომონის ასულ წინამძღვრიშვილს საცხენისში 68 დესეტინა და 238 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, სათიბი, სავენახე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინა ბეჟანის ასულ ყიფიანის ქვიშხეთში მდებარე 34 დესეტინასა და 1080 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.
1889
ტიპი: მფლობელობა
1889 წელს ნესტორ და სამსონ მიხეილის ძე დიასამიძეებს ქუთაისში, სათავადო ქუჩაზე, ორსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 20 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდათ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილს ბულაჩაურში 2351 დესეტინა და 1800 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ამილახვარსა და გიორგი დავითის ძე ამილახვარს კასპსა და ძევერაში 31 დესეტინა და 250 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი ადგილი და საძოვრები ჰქონდათ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნინა ბეჟანის ასულ ყიფიანისას ქვიშხეთში 34 დესეტინა და 1080 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის „არითმეტიკა“ 80 კაპიკად იყიდებოდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს დიმა ჭიაბრიშვილს, რომ იულია პოლონის ასული დიდ გაჭირვებაში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ გაყიდა ყველა ის ნივთი, რომლებსაც კონსულთან და გიორგი იორამაშვილთან ინახავდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში, ქუთაისში, სასოფლო-სამეურნეო ბანკში ვარლამ ივანეს ძე ჭილაძესთან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში, თბილისში, ცენტრობანკში (პუშკინის ქ. N3), საორგანიზაციო კომიტეტის წევრ კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზთთან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში, თბილისში, სამეურნეო ბანკში, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე პართენ ალექსანდრეს ძე გოთუასთან.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ანდრია ჟვანია 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს გენერალ-გუბერნატორმა მოქალაქეებს თბილისში თავიანთი სახლების წინ ფანრების ჩამოკიდება დაავალა. ამ ფაქტს 2 მარტის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ეკატერინე გაბაშვილი გამოეხმაურა, აღნიშნა, რომ ფანრის ჩამოკიდება და პოლიციის სხვა მოთხოვნების შესრულება სახლების მფლობელებს ძვირი უჯდებოდათ, როცა ამ ფულით სხვა საჭირო დაწესებულებების დაარსება შეიძლებოდა.
1889
ტიპი: მფლობელობა
1889 წელს მიხეილ ერასტოს ძე დარახველიძეს ქუთაისში ჰქონდა ორი ქვიტკირის სახლი –ორსართულიანი და ერთსართულიანი და 312 კვადრატული საჟენი მიწა.
1872
ტიპი: ავტორობა
1872 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ წერილში ეკატერინე გაბაშვილი გლეხების მძიმე ეკონომიკურ პირობებსა და დამატებით სავალდებულო გადასახადებზე წერდა. მისი აზრით, სახელმწიფოს გლეხის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა ეზრუნა, რომ გლეხს ოჯახის დამხმარე მუშახელი რამდენიმე წლით განათლების მისაღებად ან ხელობის შესასწავლად გაეშვა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნესტორ და სამსონ მიხეილის ძე დიასამიძეებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში მდებარე ორსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 20 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1889
ტიპი: მფლობელობა
1889 წელს ნესტორ და სამსონ მიხეილის ძე დიასამიძეებს ქუთაისში ორსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 20 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდათ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, სოლომონ ჭოჭუა 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ სოლომონ ჭოჭუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, გიგო დიდია 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.