ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50855

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს შიო მღვიმელის განცხადება საყმაწვილო წიგნების: „ოქროს თავთავის“, „ცხვრისა“ და „ჩემი ყვავილების“ გამოცემის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივანე ავალიშვილის წინადადება, რომ გამგეობას მისგან შეეძინა 127 ცალი „მაღაროებში მომუშავენი“. გამგეობამ ავალიშვილს თხოვნაზე უარით უპასუხა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ტერენტი წერეთლმა გამგეობას მოახსენა, რომ სტამბა „შრომა“ საქმიანობას წყვეტდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს კორექტორ ტერენტი წერეთლის მოხსენება ქაღალდის შეძენის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, სტამბის მეპატრონე ბოლქვაძესთან მოლაპარაკება ქაღალდების შესახებ თევდორე კიკვაძეს მიენდო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი განყოფილების დადგენილება, რომ დაებეჭდათ შიო მღვიმელის სამი წიგნი: „ოქროს თავთავი“, „ცხვარი“ და „ჩემი ყვავილები“. თითოეული 2000 ცალი. ავტორისთვის ჰონორარად 600 მანეთი უნდა მიეცათ. გამგეობამ გადაწყვიტა ეს დადგენილება დაემტკიცებინა. ოქმს ხელს აწერენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

ამიერკავკასიის სეიმის 1918 წლის 5 მარტის სხდომაზე მიწათმოქმედების სამინისტროს კომისრის მოადგილე პეტრე გელეიშვილმა განცხადება გააკეთა ბორჯომის მამულის კონფისკაციის შესახებ. ამიერკავკასიის კომისარიატის დადგენილებით, განსაზღვრულ ნორმაზე ზევით მიწების კონფისკაცია უნდა მოეხდინათ. მათ შორის, ყოფილი დიდი მთავრის, ნიკოლოზ მიხეილის ძის მამულისა. მაგრამ ამ შემთხვევაში მხედველობაში არ უნდა მიეღოთ ნორმა, მთლიანად უნდა ჩამოერთვათ მამული.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 მარტს საქართველოს ეროვნულ საბჭოს მოხსენებით მიმართა მოქალაქე ვასილ ციცქიშვილმა ქალაქ თელავში არეულობის აღმოსაფხვრელად ზომების მიღების თაობაზე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 4 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ოზურგეთის რაზმის უფროსად გურიის სამხედრო შტაბმა კაპიტანი ივ. ცომაია დანიშნა. შემოქმედის ნაწილმა თავის ხელმძღვანელად აირჩია კაპიტანი ევსევი ბარამიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 4 მარტის „ერთობაში“ დაიბეჭდა ვ. რუხაძის ლექსი „ჩვენ გავიმარჯვებთ!“

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 მარტს ამიერკავკასიის კომისარიატმა მოიწონა დროებითი წესების პროექტი – დღიური და სამგზავრო ფულის ოდენობის გაზრდის შესახებ, რომელსაც გასცემდა სამოქალაქო უწყება სახელმწიფო მოსამსახურეებზე მივლინებების დროს. დროებით, ცხოვრებისა და გადაადგილების საშუალებათა სიძვირის და გზატკეცილებსა და სასოფლო გზებზე საფოსტო კავშირის არასწორი ფუნქციონირების გამო, შეადგინეს წესები საგზაო და დღიური ფულის შემოღების შესახებ. ხელს აწერენ ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი, კანცელარიის დირექტორი მ. კელარევი.

1918

ტიპი: ღონისძიება

განმარტებით ბარათს დროებითი წესების პროექტზე (დღიური და სამგზავრო ფულის ოდენობის გაზრდის შესახებ, რომელიც გაიცემა სამოქალაქო სამსახურის სახელმწიფო მოხელეებზე მივლინებების დროს), რომელიც ამიერკავკასიის კომისარიატმა 1918 წლის 3 მარტის სხდომაზე მოიწონა, ხელს აწერენ: ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე გეგეჭკორი, კანცელარიის დირექტორი კელარევი, სწორია: საქმეთა მწარმობელი ტულაევი.

1918

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე დგებუაძემ გაზეთ „ერთობაში“ გამოაქვეყნა ცნობები და მონაცემები საქართველოში არსებული მრეწველობის შესახებ. მისი ინფორმაციით, საქართველოში სამრეწველო დარგში 50 857 მუშა მუშაობდა. მათგან 31 028 მუშაობდა სახელმწიფო საწარმო დაწესებულებებში, საზოგადო ორგანიზაციათა დაწესებულებებში – 14 331, კერძო პირთა საწარმოებში კი – 5 498.

1918

ტიპი: თანამდებობა

ნადეჟდა იოსების ასული ბებიაშვილი ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის პირველ, მეორე და მესამე კლასებში რუსულ ენას ასწავლიდა.

1918

ტიპი: განათლება

ნადეჟდა ბებიაშვილმა, ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგმა, დაამთავრა რვა კლასიანი ეპარქიალური სასწავლებელი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 მარტისთვის ახალქალაქის ქართული გიმნაზიის პედაგოგები იყვნენ: ანა გრიგოლის ასული ჟვანია, შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი, მარია ფილიპეს ასული მეტრეველი და არჩილ ეფრემის ძე სამსონაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 მარტს პეტრე ივანეს ძე ზაჩინიაევი, ალექსი ტროფიმეს ძე სობჩაკი, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ანოხინი, ნიკოლოზ მიხეილის ძე ეგოროვი, მანუელ ალექსანდრეს ძე პოტიომკინი, ალექსანდრე ანდრიას ძე სკალევოი, ვლადიმერ მიხეილის ძე ვიაზმინი, ალექსანდრე ტიმოთეს ძე პიკალოვი, ივანე ქრისტეფორეს ძე რეილი, ოლგა ივანეს ასული გაბულოვა ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში მუშაობდნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 მარტისთვის ახალქალაქის ქართული გიმნაზიის დირექტორი ივანე ივანეს ძე როსტომოვი იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 2 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ჯავშნიანი მატარებლის N4 უფროსმა ვალოდია გოგუაძემ ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარის ევგენი გეგეჭკორისგან მადლობის წერილი მიიღო რევოლუციისადმი თავდადებული სამსახურისა და მის მატარებელში რკინის დისციპლინის გამო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 2 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისის გუბერნიის კომისრად გრიგოლ გიორგაძის ნაცვლად, რომელიც სეიმის წევრად აირჩიეს, ივანე კაჩუხოვი დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე რამიშვილი, გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, იოსებ მაჭავარიანი, ალექსანდრე ასათიანი, კონსტანტინე გვარჯალაძე, ნიკოლოზ ქარცივაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ვლადიმერ ახმეტელაშვილი, გიორგი ანჯაფარიძე, რევაზ გაბაშვილი, დავით ვაჩნაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 მარტს ბათუმის პოლიტიკური დაძაბულობის გასარკვევად ეროვნული საბჭოს სახელით ყველა პარტიიდან გაიგზავნა თითო წარმომადგენელი: არისტო ჭუმბაძე, მიხეილ საყვარელიძე, შალვა შარაშიძე, იოსებ მაჭავარიანი, ვლადიმერ ჯიბლაძე, ბიქტორ თევზაია, თეოფილე შენგელია, რაფიელ ჩიხლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ურატაძე, გრიგოლ სალაყაია, კონსტანტინე ქავთარაძე, ნოე რამიშვილი, ვასილ ციცქიშვილი, ლეო შენგელაია, დავით სულიაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე რამიშვილი, გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, იოსებ მაჭავარიანი, ალექსანდრე ასათიანი, კონსტანტინე გვარჯალაძე, ნიკოლოზ ქარცივაძე. სხდომაზე ისაუბრეს ბათუმში არსებული დაძაბული ვითარების შესახებ. გამოცხადდა მობილიზაცია და ბათუმში გაიგზავნა მოხალისეთა რაზმები ოსმალეთისგან დასაცავად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე რამიშვილი, გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, იოსებ მაჭავარიანი, ალექსანდრე ასათიანი, კონსტანტინე გვარჯალაძე, ნიკოლოზ ქარცივაძე. სხდომაზე ეროვნული საბჭოს ფინანსური გაძლიერების მიზნით მოწვეულ იქნა მოქალაქეთა დიდი კრება ფინანსური საკითხების განსახილველად.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 1-ლ მარტს გიორგი ლაფანაშვილი ქალაქ დუშეთში ბაზალეთის თემის წითელი რაზმის წევრ გაბო მწითურს შეხვდა.