ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1896

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ბალანსი (1876 წლის 1-ელ ივლისამდე) ილია ჭავჭავაძისა და ბანკის დირექტორების ხელმოწერით.

1859

ტიპი: ავტორობა

1859 წელს ილია ჭავჭავაძე ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო სოფლის მეურნეობის გამოცდას, ამიტომ პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტთა ინსპექტორს, ფიცტუმ ფონ ეკშტეტს, თხოვნით მიმართა, საპატიოდ ჩაეთვალათ 28 მაისს გაცდენილი გამოცდა.

1859

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1859 წელს ილია ჭავჭავაძემ ნათესავს, სოლომონ ჭავჭავაძეს დაუბრუნა მისთვის პეტერბურგში გაგზავნილი თანხა, რომელიც ილიას ავალდებულებდა, ცოლად შეერთო სოლომონის ქალიშვილი ელისაბედი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ტფილისი, 1 თებერვალი“ დასასრული. წერილი ილიას თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საზოგადო საქმეთა გამო“.

1859

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1859 წელს ილია ჭავჭავაძეს ჭლექის ნიშნები ჰქონდა და ექიმ ნიკოლოზ არენდტთან მკურნალობდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 24 აგვისტოს იონა მეუნარგია ილია ჭავჭავაძესთან საგურამოში სტუმრად იმყოფებოდა, მას ილიამ „ილიადა“ წაუკითხა.

1859

ტიპი: განათლება

1859 წელს ილია ჭავჭავაძეს უნივერსიტეტის კამერალურმა განყოფილებამ ნება დართო, ზოგიერთი გამოცდა მოგვიანებით ჩაებარებინა.

1859

ტიპი: ავტორობა

1861 წელს ილია ჭავჭავაძემ თბილისის გიმნაზიის დარბაზში დადგა ცოცხალი სურათები „ძველი აღთქმიდან“ და „მეფე ლირიდან“.

1899

ტიპი: პირადი ურთიერთობა

გიორგი ლეონიძის მამა იყო ნიკო ლეონიძე.

1859

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1859 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგიდან თბილისში გაემგზავრა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 30 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ჭყონიას სტატია „დასაბადებელ დღეურას“ მაჭახელაძის ფსევდონიმით. წერილი ილია ჭავჭავაძის ახალი გაზეთის გამოსვლას ეხებოდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ივანე მაჩაბლის წინადადებით გამგეობის თავმჯდომარესა და საქმეთა მწარმოებელს უფლება მიანიჭეს, აუცილებლობის შემთხვევაში თანხა გამგეობის თანხმობის გარეშე გამოეტანათ.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 19 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ტფილისი, 18 იანვარი“ დასასრული. ეს წერილი ილიას თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 28 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების მდივნად ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 26 იანვარს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს პეტერბურგში გამოვიდა მელიტონ ბალანჩივაძის მიერ ილია ჭავჭავაძის ლექსზე „ნანა“ შექმნილი რომანსის ნოტები. ტექსტი იყო ქართულ და რუსულ ენებზე. რუსული თარგმანი ეკუთვნოდა იაკობ ივაშკევიჩს.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წელს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ყაზბეგის „მამის მკვლელის“ ტექსტზე შენიშვნები გააკეთა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის დეკემბერში იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ კრებულში „ხომლი“ გამოქვეყნდა ნაწყვეტები ილია ჭავჭავაძის პოემებიდან „აჩრდილი“, „მეფე დიმიტრი თავდადებული“, „განდეგილი“ და „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ტფილისი, 16 იანვარი“ გაგრძელება. წერილი ილიას თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ცნობა ილია ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანის?!“ რუსულად თარგმნისა და დასაბეჭდად გადაცემის შესახებ.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 11 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე ქართულ თეატრში დავით გიორგის ძე ერისთავის „სამშობლოს“ განახლებულ წარმოდგენას დაესწრო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 27 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ლევან ივანეს ძე მელიქიშვილის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიაში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დადებითად გადაწყდა პარმენ თვალჭრელიძის წიგნის „შალვას თავგადასავალი“ შეღავათიან ფასში შესყიდვის საკითხი.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის ნოემბერში თედო დავითის ძე ჟორდანიამ ექვთიმე თაყაიშვილს თავისი ხელნაწერი რვეულის მითვისებაში დასდო ბრალი.

1857

ტიპი: ავტორობა

1857 წლის 20 ივლისს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ემილ ლენცის სახელზე განცხადება შეიტანა, ითხოვდა, რომ გამოცდებზე დაშვების ნებართვისა და მათი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე სტუდენტად ჩაერიცხათ.