ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46536

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გულისაშვილი სიღნაღიდან ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებელში მასწავლებლად გადაიყვანეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ მიტარევსკი ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად დაინიშნა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ მიტარევსკი ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორობიდან გაათავისუფლეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოზურგეთში ნინა ქიქოძისამ და კესარია ღლონტისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 2-2 მანეთი შესწირეს, ანა თაყაიშვილისამ - მანეთი, ილია ჭყონიამ - 3 მანეთი, კოსტანტინე კვაშალიამ - 50 კაპიკი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოზურგეთში მოსიკო კალანდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 50 კაპიკი შესწირა, კონსტანტინე თავართქილაძემ და რომანოზ დარჩიამ – 2-2 მან., პლატონ ბერიძემ და გრიგოლ ჭიჭინაძემ – თითო მანეთი.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს რომანოზ დარჩია მღვდელი იყო

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ლეჩხუმის მაზრის შესახებ ქაიხოსრო გელოვანის სტატია დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ სამნაწილიანი საქართველოს ისტორია შეადგინა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოზურგეთში ს. აბესალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 3 მანეთი შესწირა, სერგეი ფარეიშვილმა, ალ. ხორბალაძემ, და ნესტორ ურუშაძემ – 2-2 მან., ზ. შანიძემ – მანეთი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოზურგეთში მ. სვანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 40 კაპიკი შესწირა, ბესარიონ კალანდაძემ, სილ. ჩხაიძემ, ყარამან მამულაიშვილმა – მანეთ-მანეთი, ჯამულეთ ბაჟუნაიშვილმა – 2 მანეთი.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს მ. სვანიძე დიაკვანი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს სილ. ჩხაიძე მღვდელი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ყარამან ჩიქოვანი პაციენტებს ყოველდღე დილის 11-დან 12 საათამდე, ხოლო საღამოს 7-დან 8 საათამდე მიხეილის ქუჩა N 16-ში იღებდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სექტემბერში ელენე ნიჟარაძე- ჯინოშვილისა ქუთაისში უფასო სამკითხველოს ფონდისთვის ბაზრობას მოაწყობდა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქუთაისში არსებულ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში 50 საწოლი იყო. კლინიკაში ქირურგიულ, თვალის, ნერვულ და ქალთა დაავადებებს მკურნალობდნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილი თუშეთში მოსახლეობის ზნე-ჩვეულებების შესასწავლად მოგზაურობდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობის „ორი დობილი“ დასასრული დაიბეჭდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოლომონ ანდრიას ძე ელიოზოვის ბებნისში მდებარე 43 დესეტინასა და 1920 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საბოსტნე და სამოსახლო ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სოლომონ ანდრიას ძე ელიოზოვს ბებნისში 43 დესეტინა და 1920 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, საბოსტნე და სამოსახლო ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გრიგოლ და ილია ალექსანდრეს ძე ჯავახოვებს ხოვლეში, ზემო ხანდაკსა და ყარაღაჯში 115 დესეტინა და 2155 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი მიწა ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ და ილია ალექსანდრეს ძე ჯავახოვების ხოვლეში, ზემო ხანდაკსა და ყარაღაჯში მდებარე 115 დესეტინასა და 2155 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს მიწას.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს აბელ ოთარის ძე ჩოლოყაშვილს სიმონიანთხევში 71 დესეტინა სახნავ-სათესი მიწა ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა აბელ ოთარის ძე ჩოლოყაშვილის სიმონიანთხევში მდებარე 71 დესეტინა სახნავ-სათეს მიწას.