ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქართველი დედის ავტორობით ილია ჭავჭავაძის მომავალი იუბილეს შესახებ წერილი დაიბეჭდა.

1883

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1883 წლის 28 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ნიკო ნიკოლაძეს პეტერბურგში წერილთან ერთად „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენების“ და „კაცია – ადამიანის?!“ გამოცემები გაუგზავნა.

1905

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ 1905 წელს პეტერბურგში გამართულ სხდომაზე, სადაც კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატები უნდა აერჩიათ, სოლსკის კომისიას სოხუმსა და ბათუმში ქართველი დეპუტატის დანიშვნა არ სურდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის პირველ დეკემბერს ჟურნალ „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერში ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის პირველ დეკემბერს ჟურნალ „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერში ილია ჭავჭავაძის მიერ „ვეფხისტყაოსნიდან“, „ქილილა და დამანადან“ და „დავითიანიდან“ ამოკრეფილი საანდაზო ფრაზები დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ ცნობილი რუსი მწერლის, ივან ტურგენევის თხზულებები: „ბაასი“, „ბებერი დედაკაცი“, „ძაღლი“, „მათხოვარი“, „გაიგონებ მსჯავრსა სულელისასა“, „სულელი“ და „ბეღურა“ თარგმნა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის დეკემბერის ჟურნალ „ივერიის“ მეთორმეტე ნომერში, ილია ჭავჭავაძის მიერ შეკრებილი „საანდაზო ლექსები“ და ივან ტურგენევის „ლექსნი პროზითა“, „ბაასი“, „ბებერი დედაკაცი“, „ძაღლი“, „მათხოვარი“, „გაიგონებ მსჯავრსა სულელისასა“, „სულელი“ და „ბეღურა“ გამოქვეყნდა.

1905

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში უმაღლესი კომისიის სხდომა გაიმართა. კავკასიის ერების დელეგაცის წერვრები საქართველოდან იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე და გიორგი ჟურული.

1905

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ 1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად გამართულ სხდომაზე, სოლსკის კომისიას სურდა, რომ აფხაზეთი, ბათუმი და ყარსის ოლქი ნოვოროსიისკის დეპუტატისთვის დაექვემდებარებინათ.

1905

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ 1905 წელს პეტერბურგში გამართულ სხდომაზე კავკასიის სამეფისნაცვლოს საკუთარი დეპუტატების არჩევის უფლება მიეცა.

1905

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ 1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გამართულ სხდომაზე, ილია ჭავჭავაძისა და კავკასიის დელეგატების დამსახურებით, ბათუმი „ჩერნომორსკის“ გუბერნიას ჩამოაშორეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოდან დეპუტატების ასარჩევად პეტერბურგში გამართულ სხდომას დავით მელიქიშვილი არაოფიციალურად დაესწრო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს დავით მელიქიშვილი თბილისის გუბერნიის მარშალი და რუსეთის მმართველთათვის ნდობით აღჭურვილი პირი იყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს გიორგი ჟურულმა საკუთარ მოგონებებში დაწერა, რომ დავით მელიქიშვილი რუსეთის ინტერესების დამცველი იყო.

1905

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1905 წელს დავით მელიქიშვილს და სერგეი ვიტტეს ახლო ნაცნობობა აკავშირებდათ.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 18 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ალექსანდრე ხახანაშვილს დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის კატალოგის შედგენა სთხოვა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 25 მაისს ილია ჭავჭავაძემ პარიზიდან ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონიას წერილი მიიღო. იგი ილიას სწავლის დასრულებამდე ფინანსურ დახმარებას სთხოვდა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 16 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სტეფანწმინდაში სკოლის დაარსება გადაწყვიტეს.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 23 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავკავის ქართულ სკოლაში მეორე მასწავლებლის დანიშვნის საკითხი განიხილეს.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი პეტერბურგიდან საქართველოში ჩამოვიდნენ.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 8 სექტემბერს ილია ჭვჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ რედაქციას დეპეშით შეატყობინა, რომ დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის კატალოგის შედგენა ალექსანდრე ცაგარელმა ითავა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის ოქტომბერში ლევან გიორგის ძე ჯანდიერმა ილია ჭავჭავაძეს ნინო ანდრონიკაშვილის ვალის დასაფარად 250 მანეთი სთხოვა.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წლის 19 მაისს ილია ჭავჭავაძე ხელახლა აირჩიეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მმართველის თანამდებობაზე.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა ნეკროლოგი სათაურით „დავით იესეს ძე ჩუბინიშვილი“, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.