რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე რაჯდენ არსენიძემ განაცხადა, რომ პრეზიდიუმის წევრების გადაწყვეტილებით, კრებები გაიმართება კვირაში ორჯერ: სამშაბათსა და პარასკევს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნოე ჟორდანიამ საქართველოს რესპუბლიკის სახალხო გვარდიის დაარსების კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე იესე ბარათაშვილმა გამოაცხადა დღის წესრიგი: 1. კანონპროექტების სათანადო კომისიებზე გადანაწილება 2. ეროვნული საბჭოს კრებების განრიგის ჩანიშვნა 3. სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობის და უწყების დაარსების კანონპროექტის განხილვა 4. სახალხო გვარდიის დაარსების კანონპროექტის განხილვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდა ექვთიმე თაყაიშვილი, მიიღეს კანონპროექტი სახელმწიფო კონტროლიორის დაარსების შესახებ და სარედაქციოდ პრეზიდიუმს გადასცეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს, 21:00 საათზე გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მუხლობრივად განიხილეს სახალხო გვარდიის შედგენის კანონპროექტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს, 21:00 საათზე გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე პავლე საყვარელიძის წინადადება, სახალხო გვარდიის კანონპროექტის მეოთხე მუხლის შესწორებასთან დაკავშირებით საბჭოს უმრავლესობამ არ მიიღო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს, 21:00 საათზე გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, სახალხო გვარდიის შედგენის კანონპროექტის მეექვსე მუხლი უცვლელად მიიღეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს, 21:00 საათზე გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, სახალხო გვარდიის შედგენის კანონპროექტის მეშვიდე მუხლს დაემატა შემდეგი: „თუ გვარდიელი დასახიჩრდა, ან მსხვერპლად შეეწირა რესპუბლიკას, ოჯახს მიეცეს დახმარება“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს, 21:00 საათზე გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, სახალხო გვარდიის შედგენის კანონპროექტის მერვე მუხლი უცვლელად მიიღეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს, 21:00 საათზე გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, სახალხო გვარდიის შედგენის კანონპროექტის მეცხრე მუხლი უცვლელად მიიღეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს, 21:00 საათზე გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, სახალხო გვარდიის შედგენის კანონპროექტის მეთერთმეტე მუხლი უცვლელად მიიღეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს, 21:00 საათზე, საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე იესე ბარათაშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი, იოსებ აბაკელი) სახალხო გვარდიის შედგენის კანონპროექტის მეთორმეტე მუხლი უცვლელად მიიღეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წ. ქ. სამტრედიის ქალთა ინტერპარტიული ორგანიზაციის გამგეობის მდივანმა ვ. მელქაძემ რედაქტორ კატო მიქელაძეს სთხოვა ამავე გამგეობის მიერ 1918 წლის 2-4 ივნისს მეომართა სასარგებლოდ გამართული „ფინჯანი ჩაის“ ანგარიშის განთავსება გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ უახლოეს ნომერში. „ფინჯანი ჩაის“ შემოწირულობა იმავე წლის 8 ივნისს გაეგზავნა სამხედრო სამინისტროს. შემომწირველები იყვნენ: კოტე კასრაძე, ელისო კალანდაძე, კლიმენტი გელეიშვილი, აკაკი კალაძე, სიმონ სპირიდონის ძე ქართველიშვილი, ვალიკო ხარებავა, დიმიტრი სტეფანიდი, მ. წერეთლისა („ფინჯან ჩაის“ გამგე), ერინი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბათუმის განყოფილების თავმჯდომარეს, გრიგოლ ელიავას წერილი გაუგზავნა და სთხოვა, ეცნობებინა, იღებდნენ თუ არა ხელფასს იმ ეტაპზე ბათუმის ქართული სკოლის პედაგოგები და რამდენს შეადგენდა თითოეულის წლიური ანაზღაურება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბათუმის განყოფილების თავმჯდომარეს, გრიგოლ ელიავას წერილი გაუგზავნა და სთხოვა, ეცნობებინა, რა თანხა ჰქონდა განყოფილებას და სად ინახავდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 ივნისს სიმონ ჯაფარიძეს განათლების მინისტრის ბრძანებით მიხაილოვის სახელობის ქალთა გიმნაზიაში ისტორიის სწავლების უფლება მისცეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 ივნისს სიმონ ჯაფარიძეს განათლების მინისტრის ბრძანებით თელავის ვაჟთა გიმნაზიაში რუსული ენის სწავლების უფლება მიენიჭა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 ივნისს ანტონ კაკტინს განათლების მინისტრის ბრძანებით მიეცა უფლება, ესწავლებინა ლატინური ენა გორის ქალთა გიმნაზიაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 ივნისს კალისტრატე ღიბრაძე განათლების მინისტრის ბრძანებით აცანის დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 ივნისის დადგენილებით საერთო საფუძველზე შტატების შემცირების შესახებ, უშტატოდ დარჩნენ გზათა სამინისტროს სამეურნეო ნაწილის თანამშრომლები: საქმეთა მწარმოებელი მიხეილ ბელოზერსკი, საქმეთა მწარმოებლის დამხმარე გიორგი აზვესტოპულო; დაქირავებული მოსამსახურეები: ელენა ლომანოვა, ანა რომანენკო, ანტონ ჟღენტი, ანტონ ხოდაროვკი, გიორგი ჩიქოვანი, ალექსანდრე ჭილაძე, გიორგი კუცერუბოვი, მიხეილ ადამოვი, დიმიტრი კლიმენკო, პავლე პიატენკო, თეოფილ დუმინიკი. ხელს აწერს ოლქის უფროსი, ინჟინერი გიორგი თუმანოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილი) ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად ორი წელი მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილი) თბილისის ქართულ გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად ექვსი წელი მუშობდა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ნინო ვასილის ასული აკოფაშვილის პირადი საქმის მიხედვით, მისი მისამართი იყო თბილისი, საშუალო სასწავლებლის კურსები.
1918
ტიპი: თანამდებობა
ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილი) ქუთაისის ქალთა მთავრობის გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად სამი წელი მუშაობდა.