ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46539

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის აპრილში თბილისში ჩამოვიდნენ აფხაზეთის დეპუტატები: მ. კ. შერვაშიძე, ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძე, მელიტონ ემუხვარი, ასტამურ ინალ-იფა, პეტრე ანჩაბაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ს. ერთაწმინდელის (სეზმან ალექსის ძე ბატკუაშვილის) ლექსი „ვაი თქვენ“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე გომართელის სტატიის „უბრალო საუბარი, უბრალო მკითხველთან“ დასასრული.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა თედო დავითის ძე ჟორდანიას სტატია „ძველებური ჩაცმულობა“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 10 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ისტორიკოს თევდორე დავითის ძე ჟორდანიას მარცხენა თვალზე მხედველობა დააკლდა და თბილისში ჩამოვიდა სამკურნალოდ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტს პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა დანიელ გიორგის ძე ჭონქაძესა და მის „სურამის ციხეზე“ ლექცია წაიკითხა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 3 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გაგრძელება ივანე გომართელის სტატიისა „უბრალო საუბარი უბრალო მკითხველთან“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 3 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ არიმათიელის (იოსებ იმედაშვილის) სტატია „ქართველი ექიმები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 3 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის (ექიმ შტოკმანის) სტატია „უმადურნი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 3 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის სტატია ქართული მუსიკის შესახებ.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 2 აპრილს ზაქარია იოსების ძე ჩოდრიშვილი ნიკოლაევის ციხეში გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 30 მარტს ახალ კლუბში ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობას მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უნდა გაემართა საღამო, წარმოედგინა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ ელენე ანდრონიკაშვილის მონაწილეობით.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 მარტს ლანჩხუთში საქველმოქმედო საღამოზე კ. ჟღენტს სეზმან ერთაწმინდელის შესახებ რეფერატი უნდა წაეკითხა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 მარტს ლანჩხუთში საქველმოქმედო საღამოზე ახალგაზრდა მწერლის, სეზმან ერთაწმინდელის პატივსაცემად უნდა წარმოედგინათ პიესა „ლურჯი ხალათი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 მარტს სოხუმის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო მარიამ ანჩაბიძე, მთავარ გამგეობას მისწერა, რომ საზოგადოების წესდების ახალი პროექტი განიხილა და გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 მარტს კომპოზიტორ კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილს საღამო უნდა გაემართა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე გომართელის სტატია „უბრალო საუბარი, უბრალო მკითხველთან“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ ზაქარიას ძე არიმათიელის სტატია ანა (ანეტა) სოლომონის ასული ანდრონიკაშვილის გარდაცვალების შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის სტატია ქართული მუსიკის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა მღვდელ ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილის თხზულება „ჩემი სამდურავი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 მარტს ხაშურის საკრებულოს დარბაზში წარმოადგინეს დავით გიორგის ძე ერისთავის ისტორიული დრამა „სამშობლო“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 მარტს სახალხო სახლში მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის ლოტბარობით კონცერტი უნდა გაემართათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 25 მარტს თბილისის ახალ კლუბში სანდრო ილიას ძე შანშიაშვილმა „ბერდო ზმანია“ წაიკითხა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის (ექიმ შტოკმანის) სტატია „ცაცია ხელი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ფილიპე მგელაძის (ფ. რუშაველის) თხზულება „პატარა ზღაპარი“.