ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კრებაზე დაადგინა, თელავის განყოფილებისთვის ეთხოვა, ბიბლიოთეკა-სამკითხველოების მოსაწესრიგებლად კომისია შეექმნა. ანგარიშს ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კრებაზე დაადგინა, თელავის განყოფილებისთვის საწევრო გადასახადების შესაგროვებლად და წევრთა რაოდენობის გასაზრდელად აგენტურის მოწყობა ეთხოვა. ანგარიშს ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 2 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების საზოგადო კრებაზე გამგეობა აირჩიეს. დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავი ამ განყოფილების თავმჯდომარედ დანიშნეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის სტატია „ჩემი პასუხი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სილოვან თომას ძე ხუნდაძის ლექსი „ცხოვრების სურათები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ალექსის ძე ბატკუაშვილის (ერთაწმინდელის) ლექსი „მზე-ყვავილი“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასო არაბიძე ბაქოს სამხატვრო-სალიტერატურო წრის რეჟისორად მიიწვიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „მუნჯ სიმღერებიდან“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „ქართული თეატრის ბედი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გაგრძელება ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობისა „საბა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ ლევან ბატონიშვილის შესახებ მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის სტატიის გაგრძელება დაიბეჭდა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ბაქოს დრამატული წრის მიერ მიწვეული ელენე იოსების ასული ანდრონიკაშვილი და შალვა სიმონის ძე გოგოლაშვილი (ხონელი) ბაქოში გაემგზავრნენ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ნონიას ძე ჯაბაურის სტატია „სახალხო თეატრის ისტორია“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქუთაისის თეატრში ახალი სეზონი ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის „მთის ზღაპარით“ გახსნეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების ძველმა და ახალმა გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე 1916 წლის 26 სექტემბრიდან გალაქტიონ აბესალომის ძე ტყემალაძე იყო, 7 სხდომა გამართა და 26 საქმე განიხილა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 26 სექტემბრამდე ანდრია ლევანის ძე ქავთარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 სექტემბერს გალაქტიონ აბესალომის ძე ტყემალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილება გაიხსნა. 1916 წლის 26 სექტემბრამდე ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების საზოგადო სხდომაზე განყოფილების გამგეობის ახალ წევრებად აირჩიეს: ვლადიმერ მალაქიას ძე ჯაფარიძე, ვარდენ მაქსიმეს ძე ჩხაიძე, ვლადიმერ ბესარიონის ძე ხოშტარია, ნოე ალმასხანის ძე ჟღენტი და ბეგლარ იესეს ძე მამალაძე

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 სექტემბერს დეკანოზი მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 სექტემბერს ბაქოს სამხატვრო-სალიტერატურო წრემ სეზონი გახსნა ტრიფონ რამიშვილის „მეზობლებით“. სპექტაკლის რეჟისორი იყო ვასილ ოქროპირის ძე არაბიძე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილი ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „პირველი სხივი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიგოლის ძე მამულაშვილის (გრიშაშვილის) ლექსი „კაზმული გრძნობა“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ნიკოლოზ სოლომონის ძე გვარაძე ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.