რეგისტრირებული ფაქტები51860
სორტირება თარიღი კლებადობით
1927
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – მოწაფეები და სტუდენტები, სოციალ-დემოკრატები, ყველანი – მშრომელთა შვილები: ჭუკია კოკაიშვილი, რაჟდენ ლოსაბერიძე, სოციალ-ფედერალისტი გრიშა კეკელიძე, ჭუნია იაშვილი.
1927
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – მასწავლებლები, სოციალ-დემოკრატები: ძმები სერაპიონ მაჭარაშვილი და ვალიკო მაჭარაშვილი, ალექსანდრე მაჭარაშვილი, კონსტანტინე უგლავა.
1927
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – მრეწველები, ეროვნულ-დემოკრატები: ნესტორ წერეთელი, ალექსანდრე გაფრინდაშვილი, მემარცხენე სოციალისტ-რევოლუციონერი სანდრო წერეთელი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“ მიხედვით, ამბროსი გაჩეჩილაძე შალვა ზინობის ძე აბდუშელიშვილთან ერთად 10 თვე იჯდა მეტეხის ციხეში.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „საქართველოს ვითარება“ (ჩვენი კორესპონდენტის ცნობა საქართველოდან) ცნობით, ამ წლის დამდეგიდან მასობრივად იჭერდნენ ახალგაზრდებს გურიაში, ჭიათურაში, სამტრედიაში, ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში, და ცეკასა და ციხეში განსაკუთრებით აწამებდნენ ახალგაზრდებს, ერთი მათგანი, კიკვაძე ცემისგან ჭკუაზე შეიშალა და საავადმყოფოში იყო.
1927
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – დაწესებულებათა მოსამსახურენი, სოციალ-დემოკრატები: ნიკუშა წერეთელი, გოლა იოსელიანი, შალიკო ჯუღელი, გიორგი რობაქიძე.
1927
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – დაწესებულებათა მოსამსახურენი: სოციალ-ფედერალისტი ლავრენტი მასხარაშვილი, უპარტიონი – გიორგი წერეთელი, კიმოთე მოდებაძე, ლავრენტი ხვედელიძე.
1927
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ აგვისტოს აჯანყების სამი წლისთავისადმი მიძღვნილ მოწინავეში ნოე ჟორდანია აღნიშნავს, რომ, მართალია, გაჟლიტეს ძველი მებრძოლები – ნოე ხომერიკი, ბენია ჩხიკვიშვილი, ვალიკო ჯუღელი, გოგიტა ფაღავა, ვასო ნოდია და სხვა ათასები – მაგრამ ვერ ჩაკლეს ერის განთავისუფლების იდეა.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 20 ივლისის ცნობით, ჩეკადან გადაასახლეს დაშნაკი ტიგრან ავეტისიანცი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 20 ივლისის ცნობით, ჩეკადან გადაასახლეს დაშნაკი კორიუნ ხაზარიანცი.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 19 ივლისს საგუბერნიო ციხეში გადასასახლებლად გადაიყვანეს 45 მამაკაცი და 2 ქალი, მათ შორის იყო 22 წლის ტექნიკოსი, სოციალ დემოკრატი ალექსანდრე ახალკაცი, 29 აპრილს კი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 19 ივლისს საგუბერნიო ციხეში გადასასახლებლად გადაიყვანეს 19 წლის მოწაფე შალვა დეკანოსიძე, 29 აპრილს კი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 19 ივლისს საგუბერნიო ციხეში გადასასახლებლად გადაიყვანეს 20 წლის მოწაფე ვსევოლოდ მუსურიძე, 29 აპრილს კი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 19 ივლისს საგუბერნიო ციხეში გადასასახლებლად გადაიყვანეს მოწაფე სიმონ ჩინჩალაძე, 29 აპრილს კი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 19 ივლისს საგუბერნიო ციხეში გადასასახლებლად გადაიყვანეს 21 წლის ტექნიკოსი, ყოფილი კომკავშირელი გიორგი მანუელიძე, 29 აპრილს კი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 19 ივლისს საგუბერნიო ციხეში გადასასახლებლად გადაიყვანეს მასწავლებელი, დაშნაკი მირან ტეროანესიანცი, 29 აპრილს კი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 19 ივლისს საგუბერნიო ციხეში გადასასახლებლად გადაიყვანეს ექიმი, სოციალ-ფედერალისტი სერგო კანდელაკი, 29 აპრილს კი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 19 ივლისს საგუბერნიო ციხეში გადასასახლებლად გადაიყვანეს მასწავლებელი სერგო კაკაბაძე, 29 აპრილს კი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 19 ივლისს საგუბერნიო ციხეში გადასასახლებლად გადაიყვანეს გლეხი ვალიკო ვერულეიშვილი, 29 აპრილს კი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 19 ივლისს საგუბერნიო ციხეში გადასასახლებლად გადაიყვანეს მოწაფე, სოციალ-დემოკრატი ნიკოლოზ ქაჯაია, 29 აპრილს კი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 19 ივლისს საგუბერნიო ციხეში გადასასახლებლად გადაიყვანეს მასწავლებელი, სოციალ-დემოკრატი თამარა რუხაძე, 29 აპრილს კი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 19 ივლისს საგუბერნიო ციხეში გადასასახლებლად გადაიყვანეს რკინიგზელი მუშა, სოციალ-დემოკრატი გრიგოლ ნიკურაძე, 29 აპრილს კი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 19 ივლისს საგუბერნიო ციხეში გადასასახლებლად გადაიყვანეს მოწაფე, სოციალ-დემოკრატი ვარლამ გოგორიშვილი, 29 აპრილს კი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.