ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 30 აგვისტოს ხაშურის თეატრში ელო ანდრონიკაშვილისა და შალვა დადიანის მონაწილეობით ორმოქმედებიანი დრამა „სტუმარი“ დადგეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 29 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე კონსტანტინე კავკასიძე იყო, საზოგადო კრება მოიწვია. კრებაზე გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრები აირჩიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 29 აგვისტოს მამადავითის ეკლესიაში ილია ჭავჭავაძის პანაშვიდს ალექსანდრე ცაგარელი დაესწრო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ სთხოვა, ეცნობებინა მისთვის, იყო თუ არა სიახლე დაბა გუდაუთაში ქართული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით. გუდაუთის ქართველობამ არ იცოდა როგორ მოქცეულიყო: შეეყვანა ბავშვები სხვა სკოლებში თუ ქართული სკოლის გახსნას დალოდებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ პართენის ასული საბაშვილისა და გამგეობის მდივანი ალექსანდრე ივანეს ძე ზაქარაშვილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ბატკუაშვილის (ერთაწმინდელის) ლექსი „საქართველო“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ნათაძის სტატიის „ვაჟა-ფშაველა სიყმაწვილეში“ გაგრძელება.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ხერხეულიძის „ლექსი ბალმონტისა“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილმა ხაშურის დრამატული წრის მიერ გამართულ საღამოში მიიღო მონაწილეობა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი ზდანოვიჩის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, თ. აფხაზიშვილისა ხაშურის დრამატული წრის მიერ გამართულ საღამოში მონაწილეობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 აგვისტოს ავლაბრის თეატრში ვანო ივანეს ძე გიგოშვილის ნათარგმნი „არშინ მალ-ალანი“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 25 აგვისტოდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ლეძაძამეს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები იყვნენ: ილია ბიბილეიშვილი, აგრაფინა საჯაია, ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძე და დიმიტრი აქვსენტის ძე ანჯაფარიძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 აგვისტოს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ლეძაძამეს ბიბლიოთეკა, რომლის გამგე იყო გედეონ ხუხუნი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შიო მღვიმელის ლექსი „ჩემსას“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის სტატია „ფიქრები ფრტამოტეხილისა“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სალომე ბეჟანის ასულმა გურგენიძისამ თითქმის მთელი თავისი ქონება ქართულ გიმნაზიას შესწირა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დასაწყისი ელო ანდრონიკაშვილის პიესისა „მზის საიდუმლო“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სიტყვა, წარმოთქმული ეკატერინე სარაჯიშვილის სამარესთან.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვანო ივანეს ძე გიგოშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა დიდუბის ეკლესიას 10 000 მანეთი უანდერძა, ავლაბრის წმ. მარინეს ეკლესიას – 2 000, დარიის მონასტერს ავლაბარში – 500, დიღმის წმ. გიორგის ეკლესიას – 1 000, კალოუბნის ეკლესიას თბილისში – 1 000 მანეთი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა ქართულ დრამატულ საზოგადოებას 100 000 მან. უანდერძა, მცირეწლოვან დამნაშავეთა ახალშენს – 10 000, თბილისის სადოსტაქრო საავადმყოფოსთვის შენობის ასაგებად დატოვა 200 00 მანეთი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე სარაჯიშვილმა ავლაბარში ქალთა პროფესიული სკოლის დასაარსებლად და შესანახად 50 000 მანეთი უანდერძა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გრიგოლ ხერხეულიძის ხსოვნის აღსანიშნავად მისმა ძმამ, მიხეილმა კურორტ ბახმაროს სამკითხველოს წლის ბოლომდე გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას 25 000 მანეთი უანდერძა, ქუთაისს საქალაქო თეატრის ასაგებად – 150, 000, კავკავს ღარიბ მოსწავლეთა სწავლის ფულის გასასტუმრებლად – 30, 000, ქართულ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას – 25, 000 მანეთი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ჟურნალის რედაქციამ აჭარელთა და ომში დაჭრილთა სასარგებლოდ მღვდელ ი. ხაბაზიშვილის მიერ შეკრებილი 10 მან. 6 კაპ. მიიღო.