ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 30 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მოწინავე წერილი „ტფილისი, 30 დეკემბერი“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გამოვიდა ლექსების კრებული „საჩუქარი“, რომელშიც სხვა ავტორებთან ერთად ილია ჭავჭავაძის ლექსებიც შედიოდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს არჩილ ჯორჯაძე წერდა, რომ 1905 წელს ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის მიერ შედგენილი პროგრამის განხილვა მომავლის სამოქმედო გეგმის დასახვისთვის აუცილებელი იყო.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის გაზაფხულზე არჩილ ჯორჯაძე სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი იყო.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 15 მაისს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ ანგარიშს.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის აპრილში ჟურნალ „ივერიის“ მეოთხე-მეხუთე გაერთიანებული ნომერი გამოვიდა, რომლშიც ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 9 იანვარს ნიკოლოზ ავალიშვილი ქართული თეატრის რეჟისორი იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ბენაევს შეუთხზავს სტატია სტატისტიკის შესახებ.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის 28 სექტემბერს პეტერბურგის სამოსწავლო დარგის მზრუნველის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებით, ილია ჭავჭავაძე იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე თავისუფალ სტუდენტად ჩაირიცხა.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძე სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ სტატიაში ვასილ მაჩაბელი წერს, რომ პეტერბურგში ქართველი ახალგაზრდები თოთხმეტმარცვლიანი ურითმო ლექსით დედნიდან თარგმნიან შექსპირის „მეფე ლირს“.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1873 წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში გიორგი შერვაშიძე გაიცნო.

1857

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1857 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და იქირავა ბინა ამაღლების პროსპექტის №122-ში.

1857

ტიპი: განათლება

1857 წელს ილია ჭავჭავაძემ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ჩააბარა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 27 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბანკის საადგილმამულო კრედიტის გამო“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 29 მაისის გაზეთ „ივერიის“ რუბრიკით „ახალი ამბავი“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი ერნესტო როსის მონაწილეობით გამართული წარმოდგენის შესახებ. ეს წერილი ილიას თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ერნესტო როსი „მეფე ლირის“ როლში“.

1857

ტიპი: ავტორობა

1857 წელს ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პირველი პუბლიკაცია, ლექსის „ჩიტი“ თარგმანი.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძემ უნივერსიტეტში წარადგინა თელავის მაზრის მიერ გაცემული სიღარიბის მოწმობა და შეიტანა თხოვნა სწავლის გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 27 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის პოლიტიკური მდგომარეობა“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 29 იანვარს მოსკოვში ქართველ სტუდენტთა სასარგებლოდ გამართულ საღამოზე ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ წარმოადგინეს.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის თებერვალში ჟურნალ „თეატრში“ „წყალტუბელის“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი იოსელიანის წერილი „ეპისტოლე წყალტუბელისა ილიას მიმართ“, მიმართული  „ივერიისა“ და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 24 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „შინაური აშლილობა გერმანიაში“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ ვასილ მაჩაბლის სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისის ბანკის წესდებას მინისტრი დასამტკიცებლად მალე წარუდგენდა სახელმწიფო საბჭოს.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძე მეორეd აირჩიეს თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარედ.