ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ საადგილმამულო ბანკში ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის შექმნის იდეით გამართულ ყრილობას ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ვასო ყიფიანი, გიორგი გვაზავა და სხვები.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 23 მაისს ილია ჭავჭავაძემ დას, ელისაბედს, წერილი გაუგზავნა, რომ შემცვლელის დუშეთში ჩასვლის შემდეგ იგი თბილისში ჩავიდოდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 24 მაისს დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლეს, ილია ჭავჭავაძეს ცხრაწლიანი მოღვაწეობის შემდეგ დუშეთის საზოგადოებამ გამოსათხოვარი სადილი გაუმართა. სადილზე პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანმა ილიას დუშეთისთვის გაწეულ სამსახურზე, შრომისმოყვარეობასა და ღირსებებზე ისაუბრა.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1873 წლის მაისში დუშეთის მაზრის მომრიგებელი მოსამართლე ილია ჭავჭავაძე დუშეთის მაზრის უფროს ივანე ზუბალაშვილის სახლში ცხოვრობდა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 4 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის პოლიტიკა ახალი წლისთვის“.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი ბაქრაძეს ქართველ მეფეთა გამოსახულებების ალბომი სთხოვა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის ივნისის ბოლოს ჟურნალ „კრებულში“ ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობის“ VI-VIII და „აჩრდილის“ XI-XIV თავები დაიბეჭდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის ივლისში ჟურნალ „კრებულის“ №3-ში „გლახის ნაამბობის“ IX-XII თავები და ილია ჭავჭავაძის მიერ შეკრებილი გლეხური სიმღერები დაიბეჭდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე წიგნების ბეჭდვის საკითხი განიხილეს.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 11 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 10 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სასწავლო პროგრამების შეცვლის აუცილებლობა რუსეთში“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 29 დეკემბერი“, რომელიც თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საახალწლო მილოცვები“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 13 იანვარი“, რომელიც ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის ხარბი ხელი საყოველთაო საქმეებში“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 16 იანვარი“, რომელიც თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა ჟურნალ-გაზეთების თვალით“.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის შექმნის იდეა თავდაპირველად ალექსანდრე ორბელიანის სახლში ილია ჭავჭავაძის თანდასწრებით განიხილეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს გიორგი გვაზავამ ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის პროგრამის შემუშავებაში მონაწილოება მიიღო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის შექმნის ინიციატივა საადგილმამულო ბანკში შეკრებილმა საზოგადოებამ ერთხმად მიიღო. ილია ჭავჭავაძის ინიციატივით თავმჯდომარედ ივანე ზურაბიშვილი აირჩიეს. 

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 20 მარტის გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ჩვენი საჭიროებანის“ გაგრძელება.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 21 მარტის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველთა კომიტეტის განცხადება საზოგადო კრების მოწვევისა და მისი დღის წესრიგის შესახებ. ერთ-ერთი საკითხი ილია ჭავჭავაძის ნაცვლად ბანკის გამგეობის წევრთა მიერ ახალი თავმჯდომარის არჩევა იყო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 25 მარტის გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ჩვენი საჭიროებანი“ დასასრული.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის მარტის ჟურნალ „იმედში“ დაიბეჭდა სტეფანე ჭრელაშვილის წერილი „დამტვრეული ოცნებანი“, რომელშიც აღწერილია ამბავი ილია ჭავჭავაძის უდიდესი როლის შესახებ სამოციანი წლების ქართულ ლიტერატურაში.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 16 მარტს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ ილია ჭავჭავაძის სტატია „კატკოვის პასუხად“ გადაბეჭდა რუსულმა გაზეთმა „მოსკოვსკი ტელეგრაფმა“. 

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 19 მარტის გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ჩვენი საჭიროებანი“, ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 28 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 28 აგვისტო“.