ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 3 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 2 სექტემბერი“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 4 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 3 სექტემბერი“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 18 სექტემბერი“ (დასაწყისი).

1894

ტიპი: ავტორობა

1894 21 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 21 სექტემბერი“ (დასასრული).

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიის“ „დამაკვირდის“ რუბიკაში უავტოროდ აქვეყნებს სენტენციას.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 25 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 25 სექტემბერი“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 30 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ „დამაკვირდის“ რუბრიკით უავტოროდ გამოაქვეყნა სენტენცია.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში” ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 22 ოქტომბერი“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 25 ნოემბერი“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 26 ნოემბერი“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 2 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 2 დეკემბერი“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 4 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავე წერილს „ტფილისი, 4 დეკემბერი“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 20 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ქართველთ ქონება ათონის მთაზე“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულშიც დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 4 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ექიმ გრიგოლ გაბაშვილის ლექციის წაკითხვის თარიღი დააზუსტეს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 25 აპრილიდან პოლიციამ ილია ჭავჭავაძე საიდუმლო მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანა. ამის მიზეზი ჟურნალების „ივერიისა“ და „იმედის“ გამოცემა, დამოუკიდებლობის მიღწევის სურვილი და ქართული პარლამენტის შექმნის იდეა იყო.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წელს ილია ჭავჭავაძე დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, რომელიც მოგიანებით დაუკავშირდა რუსეთის კონსტიტუციურ-დემოკრატიულ პარტიას. ამ კავშირის გამო ილია ჭავჭავაძემ მას „საქართველოს კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია“ უწოდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის პირველ აპრილს, ჟენევაში, არჩილ ჯორჯაძის და სხვათა ინიციატივით, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარ მოთხოვნად განისაზღვრა, რომ კონსტიტუციური მონარქიის ფარგლებში საქართველოს ავტონომია მოეპოვებინა.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წელს ილია ჭავჭავაძის ინიციატივით, კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის მთავარ მოთხოვნად საქართველოს ავტონომიის მოპოვება განისაზღვრა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ ილია ოქრომჭედლიშვილისგან მიიღო წერილი, რომ სტატიამ „კატკოვის პასუხად“ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ მასზე, არამედ მასთან ერთად მყოფ სომხებსა და რუსებზეც.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 9 მარტს გაზეთ „მოსკოვსკი ტელეგრაფში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილის „კატკოვის პასუხად“ თარგმანი.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 28 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ილია ჭავჭავაძემ მიიღო დეპეშები, რომლებშიც თანადგომასა და მადლობას უცხადებდნენ სტატიაში „კატკოვის პასუხად“ გამოთქმული მოსაზრებების გამო.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 9 მარტს გაზეთ „მოსკოვსკი ტელეგრაფში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილის „კატკოვის პასუხად“ თარგმანი. სარედაქციო შენიშვნებში უარყოფითად შეაფასეს რუსი ჟურნალისტის ქცევა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 18 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ბალანსი 1882 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით, რომელსაც ხელს ილია ჭავჭავაძე აწერდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 17 მარტს ილია ჭავჭავაძემ ილია ოქრომჭედლიშვილისგან 707 მანეთი მიიღო. 700 მანეთი თეატრისთვის იყო განკუთვნილი, 7 მანეთი კი ჟურნალ „ივერიის“ გამოსაწერად.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 18 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ სტატიაში „პირველი მაისის პანორამა ამერ-იმერთა“, რომელიც ეხება სათავადაზნაურო სკოლის დაფინანსებასთან დაკავშირებით გამართულ თავადაზნაურთა ყრილობას, ჩართულია ილია ჭავჭავაძის სიტყვა, რომელშიც კრების მონაწილეებს მოუწოდებს, ნადელების ფულის ნახევარი შესწირონ მომავალი თაობის განათლებას და აძლევს პირად მაგალითს.