ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 24 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის სტატია „კატკოვის პასუხად“. მან პასუხი გასცა მიხეილ კატკოვის სტატიას ქართული დრამატული დასის მიერ პიესა „სამშობლოს“ წარმოდგენაზე, რომელშიც ქართველები დადანაშაულებულნი იყვნენ სეპარატიზმში და დაცინვით იყო მოხსენიებული ქართული დროშა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე საზოგადოების მოქმედების ანგარიში და მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვა განიხილეს.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის მარტში გამოვიდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „ბუნების კარის“ მეოთხე გამოცემა, რომელშიც დაიბეჭდა ლექსები: „ჩიტი“, „სიმღერა ამხანაგებისა“, ნაწყვეტები პოემებიდან: „აჩრდილი“ (მყინვარი), „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და მოთხრობებიდან: „კაცია–ადამიანი?!“ და „გლახის ნაამბობი“.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის ბოლოს ილია ჭავჭავაძემ მცხეთის არქეოლოგიური კვლევა-ძიებისთვის 100 მანეთი შეაგროვა. გათხრები ორ-სამ კვირას გაგრძელდა. აღმოაჩინეს I საუკუნის კედლის პოლიქრომული მოხატულობის ფრაგმენტი ქალღვთაების გამოსახულებით.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 24 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 23 დეკემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სწავლების წესი რუსეთის გიმნაზიებში“.

1841

ტიპი: სტატუსი

1841 წლის 31 იანვარს ყვარლის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის ჩანაწერის საფუძველზე გაკეთდა რუსულენოვანი მეტრიკული მოწმობა ილია ჭავჭავაძის დაბადების შესახებ.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 4 დეკემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პასუხი კავკასიის საგეოგრაფიო საზოგადოებას პეტერბურგიდან“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 3 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით მადლობა გადაუხადა ამავე საზოგადოების სკოლის სასარგებლოდ 8 ოქტომბერს ბათუმში გამართული ლატარიის მონაწილეებს.

1845

ტიპი: განათლება

1845 წელს ილია ჭავჭავაძე სასწავლებლად შეიყვანეს ყვარლის მთავარდიაკონის,  ნიკოლოზ სეფაშვილის შინაურ სკოლაში.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვლადიმერ ივანეს ძე ჯანდიერის ვაჩნაძიანში მდებარე 3 დესეტინასა და 1000 კვადრატულ საჟენ ვენახს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ვლადიმერ ივანეს ძე ჯანდიერს ვაჩნაძიანში 3 დესეტინა და 1000 კვადრატული საჟენი ვენახი ჰქონდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით წიგნად გამოვიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიში.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 28 დეკემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ვაზის სნეულებანი“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის ბოლოს ილია ჭავჭავაძემ დაწერა მოთხრობა „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“.

1841

ტიპი: ავტორობა

1841 წლის 15 იანვარს გრიგოლ ჭავჭავაძემ თხოვნით მიმართა საქართველო-იმერეთის თავად-აზნაურთა სადეპუტატო საკრებულოს ვაჟების – კონსტანტინესა და ილიასათვის თავადის წოდების დამტკიცების თაობაზე.

1844

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1844 წლის 12 დეკემბერს დაიბადა ილია ჭავჭავაძის ძმა თეიმურაზი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 20 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებას, რომელზეც რევიზიის შედეგები განიხილეს.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, წინარეხის სკოლის სასწავლო პროგრამის შესახებ იაკობ გოგებაშვილის მიერ მომზადებულ პროექტი განიხილეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე იაკობ გოგებაშვილის მიერ წინარეხის სკოლის სასწავლო პროგრამის შესახებ მომზადებული პროექტი არ დაამტკიცეს, რადგან იმაზე მეტ დათმობებს ითვალისწინებდა, ვიდრე საზოგადოების წესდების დაურღვევლად იყო შესაძლებელი.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 23 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ სერგეი მესხს გაუგზავნა სტატია „კატკოვის პასუხად“ მოკლე ბარათთან ერთად და შესთავაზა, მასალა დაბეჭდვამდე ერთობლივად წაეკითხათ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მოისმინეს ქუთაისის სკოლების დირექციათა წერილობით ინფორმაცია იქ არსებული მდგომარეობის შესახებ და მათთვის სახელმძღვანელოების გაგზავნის საკითხი გადაწყვიტეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს დადგენილება, რომ ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების მიწოდება ეთხოვათ გეოგრაფიული საზოგადოების, კავკასიის არქეოგრაფიის კომისიის, სტატისტიკის კომიტეტისა და სხვა დაწესებულებებისთვის.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, ალექსანდრე სარაჯიშვილს სოფლის სკოლათა შენობებისთვის გეგმის შედგენის ორგანიზება დაავალეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, საზოგადოების სასარგებლოდ თანხის შემომწირველებს მადლობა გადაუხადეს.