ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1918

ტიპი: ღონისძიება

ამიერკავკასიის სეიმის სამშვიდობო მოლაპარაკების დელეგაციის ტრაპიზონში გამგზავრება გადაიდო 1918 წლის 17 თებერვლისთვის რუსეთის სამშვიდობო დელეგაციის მდივნის კარახინისგან მიღებული ტელეგრამის გამო, რომელშიც იტყობინებოდა, რომ ბრესტ-ლიტოვსკში ხელი მოეწერებოდა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ბათუმი, ყარსი და არდაგანი თურქეთს გადაეცემოდა. დელეგაცია იძულებული იყო თბილისში მოეცადა. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების წევრებად დანიშნა: გ. ბ. აბაშიძე, მ. გ. გაჯინსკი, ი. ბ. გაიდაროვი, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, რ. ი. კაჩაზნუნი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, მ. ი. მეხტიევი, ხ. ბ. ხას-მამედოვი, ა. ი. ხატისოვი და ა. ა. შეიხ-ულ-ისლამოვი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი და საქმეთამმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს თარჯიმნად ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე დანიშნა. ღამბაშიძის გარდა კიდევ ორი თარჯიმანი დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა დაადგინა, რომ თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობა მიეღოთ პოლიტიკური პარტიების მდივნებს: გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძეს (ვეშაპელს), ა. ბ. პეპინოვს, სამსონ ფირცხალავასა და რ. ტერ-მინასიანს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს საქმეთამმართველ პავლე საყვარელიძეს ბათუმის ოლქის ქართველ მუსლიმთა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მიერ პროკოფი დოლიძისთვის მიყიდული ვარშანიძეების მემკვიდრეთა კუთვნილი სახლის უკან დაბრუნების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 თებერვალს სავაჭრო-სამრეწველო სექციამ წერილი გაუგზავნა სახალხო სამეურნეო სექციას, რომლის თანახმად, მიწის შესახებ დეკრეტის გამოცემის შემდეგ, სხვადასხვა სახის მადნეულობის გამოცემა შეფერხდა. ხელს აწერს იასონ ლორთქიფანიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 თებერვალს ალექსანდრე ჯაბადარმა აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა ოსმალებთან ზავის მოლაპარაკებებზე დასასწრებად ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებისთვის 3000 მანეთის გამოყოფის თაობაზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 თებერვალს ღარიბ მოწაფეთა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების კომიტეტს წერილი გაუგზავნა ქართული ეროვნული საბჭოს მდივანმა, დავით ნახუცრიშვილმა მოხალისეთა რაზმის შექმნის შესახებ შუამდგომლობის სამხედრო სექციისთვის გადაცემის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის საეპარქიო დედათ სასწავლებლის კურსდამთავრებული ელენე ილიას ასული შანშიაშვილი სიღნაღის ორკომპლექტიანი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს კონსტანტინე გვარჯალაძის პროექტი სოფლად გამეფებულ ანარქიასთან ბრძოლის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე; საბჭოს მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ წარმოადგინა რეზოლუციები სოფლად გამეფებული ანარქიის წინააღმდეგ: 1. მტკიცე და ძლიერი მთავრობის დაარსება; 2. მიწის საკითხის გადაწყვეტა რუსეთის დიდი რევოლუციის პრინციპების თანახმად; 3. მთავრობის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა ღონისძიებების დანერგვა ანარქიულ მოვლენებთან საბრძოლველად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კონსტანტინე გვარჯალაძემ წარმოადგინა რეზოლუციები სოფლად გამეფებული ანარქიის წინააღმდეგ: 1. სააგიტაციოდ ხალხის დაგზავნა სოფლებში; 2. ადგილობრივი შეიარაღებული ძალების შექმნა და სხვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ გამოთქვა აზრი სოფლად გამეფებული ანარქიის შესახებ. მისი აზრით, ეროვნული მთავრობისა და ეროვნული ფინანსების შექმნა პრობლემის მოგვარებას დააჩქარებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავამ ისაუბრა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის მდგომარეობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავამ განაცხადა, რომ სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი დიდი კრიზისის წინაშე იდგა და დახმარებას საჭიროებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ალექსანდრე ასათიანმა ისაუბრა სოფლად გამეფებული ანარქიის შესახებ, მისი აზრით, საჭირო იყო მთავრობას ზომების მიეღო წესიერების აღსადგენად და გლეხებისთვის მიწა მიეყიდა შეღავათიანი პირობებით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე; საბჭოს მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომაზე ისაუბრეს სოფლად გამეფებული ანარქიის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავამ შესწორება შეიტანა სოფლად გამეფებული ანარქიის შესახებ გრიგოლ რცხილაძის მიერ წარდგენილ რეზოლუციაში. კერძოდ, იგი წინააღმდეგი იყო ფრაზისა "მიწის საკითხის გადაწყვეტა რუსეთის დიდი რევოლუციის პრინციპების თანახმად". მისი აზრით, რუსეთის რევოლუციამ მრავალი პრინციპი აღძრა და რეზოლუციაში არ არის მითითებული, რომელ პრინციპზეა საუბარი. რეზოლუცია შემდეგნაირად უნდა ფორმულირებულიყო: „მიწის საკითხი გადაწყდეს მშრომელი ხალხის ინტერესების მიხედვით“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე; საბჭოს მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომაზე ისაუბრეს სოფლად გამეფებული ანარქიის შესახებ და საბჭომ ერთხმად დაადგინა სააგიტაციოდ სოფლად ხალხის გაგზავნის საჭიროება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე; საბჭოს მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომაზე სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის კრიზისიდან გამომდინარე, დაიბადა საჭიროება მოწვეულ იქნას ბანკის რწმუნებულის საგანგებო საზოგადო კრება, რომელიც განიხილავს სხვადასხვა მოთხოვნებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე; საბჭოს მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომაზე განხილულ იქნა სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის რწმუნებულის საგანგებო საზოგადო კრების განსახილველი მოთხოვნები. კერძოდ, 5 სამუშაო დღის დაწესება, მოსამსახურეთა მიღებისა და დაწინაურების უფლების მინიჭება, ხელფასის გაზრდა.