ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 ნოემბერს კრასნოდარის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების თავმჯდომარემ ბაგრატ ვირსალაძემ, საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს წერილი გაუგზავნა, აცნობა ქალაქ კრასნოდარის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების ინტერპარტიული საბჭოდან აღმასრულებელ კომიტეტზე წარმომადგენლის დასწრების აუცილებლობის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 9 ნოემბერს დროებითი მთავრობის 25 ივლისის დეკლარაციის თანახმად თბილისის სასულიერო სასწავლებელში ნაციონალიზაცია განხორციელდა (დეკლარაციის მიხედვით საქართველოს ეკლესიას ეძლეოდა ნება თავის ქვემდებარე სასულიერო სასწავლებლებში სწავლა ქართულ ენაზე წარემართა).

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 9 ოქტომბერს ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების კრებაზე დაადგინეს პროფესორების ჩამონათვალი. ამისთვის შეიქმნა სარეკომენდაციო კომისია ნოვოროსიის უნივერსიტეტის პროფესორ პეტრე მელიქიშვილის, პეტროგრადის უნივერსიტეტის დოცენტ ივანე ჯავახიშვილისა და მოსკოვის უნივერსიტეტის დოცენტ ანდრია რაზმაძის შემადგენლობით. კრებამ დაადგინა, უნივერსიტეტისთვის გადაეცათ ქართული გიმნაზიის შენობა (შეფასებული 200 000 მანეთად). 1918 წელს გიმნაზიამ უნივერსიტეტს გადასცა ორი სახლი, მამული სოფ. სკრაში, სახნავ-სათესი მიწები შორაპნის რაიონში, ნავთის საბადოს ნაკვეთები ბაქოში და მომგებიანი ბილეთები.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს დეკანოზი ივანე ჩხენკელი, შვილს, სახელმწიფო დუმის წევრს, აკაკი ივანეს ძე ჩხენკელს მისალოც ბარათს უგზავნის.

1917

ტიპი: ავტორობა

დეკანოზი ივანე ჩხენკელი 1917 წლის 7 ნოემბერს შვილს, აკაკი ჩხენკელს სწერდა წერილს, რომელშიც ულოცავდა გამოჯანმრთელებას და ატყობინებდა, რომ იმყოფებოდა უბისაში. ახლა სწერდა ხობიდან, სადაც დარჩენა სურდა. ამცნობს მის დეკანოზად კურთხევას კათალიკოს- პატრიარქ კირიონის მიერ და მადლობას უხდიდა პეტროგრადიდან გამოგზავნილი მოკითხვის ბარათის გამო. ასევე ატყობინებდა, რომ ინახულა ექიმმა უ. ბარსულაძემ და გამოგზავნილი წამლებიც მიიღო.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N29) „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა წერილი „საუბარი მუშა ქალებთან, IV” ქალთა უუფლებო მდგომარეობისა და უთანასწორობის შესახებ, ასევე სამტრედიაში დაფუძნებულ ქალთა კავშირსა და მის ირგვლივ მომხდარ მოვლენებზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 5 ნოემბერს ქუთაისის ქართული ეროვნული გუნდის ლოტბარი კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ ორგანიზაციას მფარველობაში მიღებას სთხოვს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 ნოემბერს „ფინჯან ჩაიში“ ცისფერყანწელებმა – პაოლო იაშვილმა, ლადო მაჭავარიანმა, ნიკო ლორთქიფანიძემ და კოლაუ ნადირაძემ – ექსპრომტად ლექსები წაიკითხეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის ნოემბერში კონსტანტინე აფხაზი საქართველოს საეროვნო საბჭოთა წევრად აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის პირველი ნოემბერის ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების კომისარიატის განკარგულებით აგრაფინა ბერიძე ხონის მარინეს სახელობის ქალთა სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის ნოემბრიდან ნოე რამიშვილი ეროვნულ საბჭოში სამხედრო კომისიას ხელმძღვანელობდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ნოემბერში მოწვეულ საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე ნოე რამიშვილი ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 ოქტომბერს ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრების თავმჯდომარე იყო კონსტანტინე აფხაზი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ თავადაზნაურობის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება გადასცა საქართველოს თვითმმართველობის საჯარო-უფლებრივ ორგანოს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ საქართველოს თვითმმართველობის საჯარო-უფლებრივი ორგანოს დაარსებამდე შექმნა საბჭო და გამგებლობა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევდა თავადაზნაურობის კუთვნილ ქონებას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ ინტერპარტიულ საბჭოს თხოვნით მიმართა, განესაზღვრა მოსაწვევ წარმომადგენელთა რიცხვი, ვადები და შესაბამისი წინასწარი განკარგულებითი ქმედებები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ მოსაწვევ საბჭოს გადასცა ქონების გამგებლობის, მოვლისა და დაცვის რეგლამენტის და აგრეთვე, ბიუჯეტისა და შტატების შედგენის ვალდებულება.

1917

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 4 სექტემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრმა გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა N38 ბრძანებით, 1917 წლის 28 ოქტომბრიდან ტარას სარდიონის ძე აბზიანიძე ფიზიკის მასწავლებლად დაამტკიცა ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიაში.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 28 ოქტომბრიდან ვალერიან გაფრინდაშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიიის რუსული სიტყვიერებისა და ლიტერატურის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ილარიონ ტარიელის ძე ლორთქიფანიძე, მიხეილ ზურაბის ძე ზანდუკელი, ნატაშა ლორთქიფანიძისა, მარიამ ღოღობერიძე და ალექსანდრე ჩხეიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს დავით ნიკოლოზის ძე ქუთათელაძე, ნოე ავაკუმის ძე სვანაძე, ელისაბედ ჩხეიძია, ილია მუხურაძე და შ. ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს კონსტანტინე მოსეს ძე კავკასიძე, ესტატე ზურაბის ძე ლოლუა, ვასო კოსტაშვილი, აბრაამ ცომაია, ნ. გრიგოლაშვილი და ვახტანგ ჟორდანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ნ. ჩახავა, ვარ. ჩახავა, ალ. ჭუბაბრია, ეპიფანე უჩანეიშვილი, გრიგოლ ჭუბაბრია, ტოტია ჩხეიძე და გიორგი კოჩინევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს მარია კოჩინევისა, მელიტონ ნინუა, დომენიკ პატკოვსკი, ტერენტი დანელია, ალექსანდრე მონიავა და ვიქტორ გრიგოლია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს შალვა თედორაშვილი, ნიკოლოზ ბეკოშვილი, კაპიტონ კალანდაძე, ვლადიმერ გახოკიძე, მოსე და ნიკოლოზ ივანეს ძე შენგელიები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.