ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა დაადგინეს, რომ „ვისრამიანი“ 1200-იანი ტირაჟით გამოეცათ და 2 სხვადასხვა ხარისხის ქაღალდზე დაებეჭდათ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 9 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „დროებაში“ სტატია „გლეხთაგან მამულების გამოსყიდვა“ ხელმოწერის გარეშე გამოაქვეყნა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 16 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „დროებაში“ სტატია „უსაფუძვლო საყვედურები“ ხელმოწერის გარეშე გამოაქვეყნა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს ილია ჭავჭავაძემ ელისაბედ ჭავჭავაძესთან ერთად თბილისში, ნიკოლოზის ქუჩის № 21-ში, ორსართულიანი სახლი შეიძინა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ოსეფა შახნაზაროვს თბილისში, ნიკოლოზის ქუჩის № 21-ში, მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლის გარემონტება ევალებოდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძეს, შეატყობინა, რომ მის მიერ გაგზავნილი მასალა გაზეთში დასაბეჭდად არ გამოდგებოდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 22 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ თავის დას, ელისაბედ ჭავჭავაძეს, შეატყობინა, რომ თბილისში ნიკოლოზის ქუჩის № 21-ში, მდებარე ორსართულიან სახლში რემონტი დასრულდა და ბინები უკვე გააქირავა.

1837

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1837 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 24 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, რომ ქუთაისში გაყიდვის საკომისიო პირობებით საზოგადოების მიერ გამოცემული „იგავ-არაკების“ 100 ეგზემპლარი გაეგზავნათ.

1872

ტიპი: თანამდებობა

1872 წლიდან ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელი პეტერბურგის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრას ხელმძღვანელობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 20 ივლისს ილია ჭავჭავაძესთან სტუმრად უნდა ჩამოსულიყვნენ ნიკოლოზ მაყაშვილი და ილია ოქრომჭედლიშვილი ოჯახებთან ერთად.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის ივლისის დასაწყისში ელისაბედ გრიგოლის ასული ჭავჭავაძე-საგინაშვილისა იალტაში იმყოფებოდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 11 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ხელწერილი მისცა სვიმონ არუთინოვს, რომ მიჰყიდდა წიწამურსა და საგურამოში მოწეულ მოსავალს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლიდან ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელი თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი იყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე და ალექსანდრე დიმიტრის ძე აბაშიძეებს გურჯაანში 2 დესეტინა და 1800 კვადრატული საჟენი ვენახი ჰქონდათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გიორგი დიმიტრის ძე ფალავანდოვს კნოლევში 5 დესეტინა სახნავ-სათესი ადგილები და ვენახი ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი დიმიტრის ძე ფალავანდოვის კნოლევში მდებარე 5 დესეტინა სახნავ-სათეს ადგილებსა და ვენახს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გრიგოლ ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილს ხოვლეში 3 დესეტინა და 140 კვადრატული საჟენი ვენახი ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილის ხოვლეში მდებარე 3 დესეტინასა და 140 კვადრატულ საჟენ ვენახს.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ მონპელიეს ქართული წიგნსაცავის გამგე ვლადიმერ ცხადაძე მადლობას უხდის ანტონ გოგიაშვილს, იოსებ ლეჟავას, ინასარიძესა და ზარაფიშვილს დაწესებულებისთვის სხვადასხვა წიგნის შეწირვისათვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს „ბარრიკადში“ იოსებ იმედაშვილმა არიელის ფსევდონიმით გამოქვეყნა სტატია „ავლაბრის აკადემია“, რომლითაც გააკრიტიკა იოსებ გრიშაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძემ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც განიხილა ალექსანდრე აბაშელის, სოლომონ თავაძის, ხარიტონ ვარდოშვილის, ნოე ჩხიკვაძის, ნიკო ლორთქიფანიძის, შიო არაგვისპირელის, ივანე გომართელის, აკაკი პაპავასა და კონსტანტინე გამსახურდიას ლექსები და წერილები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა და მისმა მეუღლემ თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებას ოთხასი თუმანი შესწირეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დარბაზში დანიშნული იყო კრება, რომელზეც ხალხს უნდა მოესმინა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის საიუბილეო პროგრამა, გარდა ამისა, უნდა დანიშნულიყო იუბილეს გადახდის ზუსტი დღე. კრებაზე დასწრება ნებისმიერს ქართველს შეეძლო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ოქტომბერში მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ნუსხის თანახმად სახელმწიფო თეატრში კვირაში ერთი წარმოდგენა გამართულიყო, რათა მუშებს, სახელმწიფო მოხელეებსა და სამსახურში მყოფ პირებს სპექტაკლებზე დასწრების საშუალება მისცემოდათ.