ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს თედო სახოკია ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ემიგრაციიდან თბილისში დაბრუნებული თედო სახოკია მეშვიდე გიმნაზიაში ქართულსა და ფრანგულ ენებს ასწავლიდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

თედო სახოკია უცხოეთში იქამდე დარჩა, სანამ 1917 წელს ნიკოლოზ მეორის ტახტს საბოლოოდ არ გამოეცალა დასაყრდენი.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წელს, რუსეთის რევოლუციის შემდეგ, იოსებ გობეჩია პარიზიდან რუსეთში დაბრუნდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს, რუსეთის რევოლუციის შემდეგ, დროებითმა მთავრობამ იოსებ გობეჩია კავკასიის ფრონტის სამხედრო კომისრად დანიშნა.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს შალვა ნუცუბიძემ მაგისტრატურა დაამთავრა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წელს შალვა ისაკის ძე ნუცუბიძე რუსეთის სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ცენტრალი საბჭოს წევრად აირჩიეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას ვასილ ქორქაშვილმა ოსმალეთის ფრონტზე მოკლული შვილის, კოწიას ხსოვნის აღსანიშნავად შესწირა სოფ. გეგუთში მდებარე 10 ქცევა სახნავ-სათესი მიწა, 500 მანეთი და ხე-ტყის მასალა. შემომწირველი ითხოვდა, განყოფილებას იმ ადგილზე დაბალი ტიპის საპროფესიო სასწავლებელი გაეხსნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით სასკოლო და ხელოვნების კომისიის გამგედ დაინიშნა ალექსანდრე ლომთათიძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ჭიათურის მრეწველთა საბჭომ და საზოგადოება „ჩემომ" ალექსანდრა დარახველიძის ხელით თბილისის უნივერსიტეტს სამჯერ გადასცა 100 გირვანქა სტერლინგი მოწყობილობების საზღვარგარეთ შესაძენად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართული უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით შექმნილ საინიციატივო ჯგუფში შედიოდნენ: ივანე ჯავახიშვილი, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, პეტრე მელიქიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის დასაარსებლად ალექსანდრა დარახველიძემ გადასცა ჭიათურიდან ჩამოტანილი ძვირფასი ქიმიური ლაბორატორია.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის ნოემბერში სოციალ-დემოკრატიულ და ეროვნულ-დემოკრატიულ სტუდენტურმა ფრაქციამ წერილი გაუგზავნა ქართულ ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ სტუდენტთა ორგანიზაციის კრებაზე არჩეული დელეგატები არ იყვნენ მთლიანი სტუდენტობის წარმომადგენლები, რადგან მათ არჩევნებში სოციალ-დემოკრატებსა და ეროვნულ-დემოკრატებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ხელს აწერს მიხეილ ხერხეულიძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) შემოსავალი 692 მანეთსა და 18 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 670 მანეთსა და 54 კაპიკს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების შემოსავალი 650 მანეთსა და 47 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 642 მანეთსა და 74 კაპიკს. განყოფილებამ წლის განმავლობაში გამართა 19 სხდომა, განიხილეს 12 საქმე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს მიხეილ როსტომის ძე ჩხატარაშვილი, ონ. ან. ჩოლოყავა, კ. ს. ჩინჩალაძე, გ. მ. ჩარექაშვილი, კ. ვ. შენგელია და დ. ზ. ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 27 დეკემბერს გამართულ საზოგადო კრებაზე კონსტანტინე პეტრეს ძე უგულავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრად აირჩიეს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების (თავმჯდომარე – მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე) შემოსავალი 539 მანეთსა და 52 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 145 მანეთსა და 58 კაპიკს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების სამკითხველოს 20 მკითხველი ჰყავდა.(თავმჯდომარე – მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე).

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების სამკითხველოს 104 ცალი პოლიტიკური ხასიათის წიგნი ჰქონდა. სამკითხველოს გედეონ ლაზარეს ძე მეფარიშვილი ხელმძღვანელობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ მოსკოვიდან წერილი მისწერა იოსებ გრიშაშვილს, შენი წერილის საპასუხოდ გამოგიგზავნეთ კრებული „армянская поэзия“, რომელსაც საახალწლოდ მიიღებო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას ესწრებოდნენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, პოლიევკტი კიკალიშვილი, გიორგი იესეს ძე ცინცაძე და 25 წევრი. კრების თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 19 დეკემბერს პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან წერილი გაუგზავნა იოსებ გრიშაშვილს და გააცნო ვალერიან გაფრინდაშვილის შენიშვნები მის და ტიციან ტაბიძის ლექსებზე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 19 დეკემბერს პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან იოსებ გრიშაშვილს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა მისი ახალი ლექსის, „დაუდეგარი ღამის“, პირველ ვერსიას.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას ესწრებოდნენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გიორგი იესეს ძე ცინცაძე და 50 ნამდვილი წევრი.