ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილს წინარეხის სკოლის კურსდამთავრებული რვა მოსწავლისთვის წიგნების შერჩევა და ამავე სკოლის 1890-1891 წლების ანგარიშის შემოწმება დაავალეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 26 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის თარგმნილი ჯორჯ ლეთროპის ნოველის „გარიყული“ მეორე ნაწილი გამოქვეყნდა. ნოველა შეცვლილი სათაურით „უბინაო კაცი ნიუ-იორკში“, ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 16 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად ილია ჭავჭავაძის თარგმნილი ჯურა იაკშიჩის მოთხრობის „შვილი მოხუცებულის გამზისა“ მეორე ნაწილი გამოქვეყნდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად ილია ჭავჭავაძის თარგმნილი ჯურა იაკშიჩის მოთხრობის „შვილი მოხუცებულის გამზისა“ პირველი ნაწილი გამოქვეყნდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „შერიგების თაობაზედ“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის ზამთარში ვასილ მაჩაბელმა ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ ძალიან მოეწონა პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებული“ და გაზეთ „ივერიის“ სატიტულო გვერდის ახალი გაფორმება.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის ზამთარში ვასილ მაჩაბელმა ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ მისი ძმა, ივანე მაჩაბელი, მევენახეობა-მეღვინეობის შესასწავლად ბორდოში აპირებდა წასვლას.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის საპასუხო სტატია „ფიქრი და შენიშვნა“ გაზეთ „Обзор“-ში გამოქვეყნებულ წერილზე „ადგილობრივი პრესა“.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-იანი წლების ბოლოს ბენედიქტე ბარკალაია ათონიდან საქართველოში დაბრუნდა და დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი გახდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 29 იანვარს ილია ჭავჭავაძე ავადმყოფობის გამო რუსეთის საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობაზე სიტყვით ვერ გამოვიდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 3 თებერვალს პეტერბურგში ილია ჭავჭავაძემ საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა მეხუთე ყრილობის სხდომაზე დასაგირავებელი მამულების შეფასების და ბანკების მევალეთათვის შეღავათების დაწესების საკითხებზე მოსაზრება გამოთქვა.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 4 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე საგინაშვილისგან შეიტყო, რომ მისი დისწულის – მაკო აფხაზის ცოლად თხოვნას პოდპოლკოვნიკი დიმიტრი მაყაშვილი აპირებდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 21 იანვარს პეტერბურგში მყოფმა ილია ჭავჭავაძემ საგირავნო ფურცლებთან დაკავშირებით თბილისიდან ქრისტოფერ ხაჩატუროვის წერილი მიიღო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძისას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ზინა კანდელაკი, ივანე ლ. მიქელაძე, ნესტორ ლ. მიქელაძე და სხვ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძისას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ვლადიმერ ახობაძე, ივანე ნინუა, სარდიონ მიქელაძე და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძისას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: გაიანე ბროლიძისა, მოსე ბერძენიშვილი, ქარელიშვილი და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძის  წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ეპრაქსია ვეფხვაძე, ნინა კრავიშვილი, გრიგოლ კანდელაკი და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: პროკოფი კანდელაკი, გიორგი ხაფავა, ანტიოფ კალაძე და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N5) დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი და 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ვანო კიკაბიძე, სალომე ზამთარაძისა და სხვ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: სოლომონ ფოცხვერია, გრიგოლ ჟვანია, ლია ახობაძე და სხვები.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 11 მაისს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო იასე ადამის ძე ანდრონიკაშვილის სამგლოვიარო პროცესიაში და ოჯახისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით განსვენებულის კუბო გვირგვინებით შეამკო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე მოგების განაწილების განხილვის დროს, ილია ჭავჭავაძემ სხდომას სათავადაზნაურო სკოლის დაფინანსება შესთავაზა, ეკატერინე გაბაშვილმა კი მოითხოვა ქალთა განათლებისთვისაც გამოეყოთ თანხა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ყველანი მოელოდნენ, რომ პლევნის აღებას...“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16 მაისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრთა წლიურ კრებაზე ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვმა ბანკის თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირება მოითხოვა, მაგრამ მის წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 21 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი წერეთლის „რუხი მგელის“ დაბეჭდვა გადაწყვიტეს.