ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 8 მაისს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა თბილისის საადგილმამულო- სათავადაზნაურო ბანკის კრებას, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთი წლის მანძილზე კიდევ დაეტოვებინათ მამებისთვის თავიანთი საარჩევნო ხმების შვილებისთვის გადაცემის უფლება.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 9 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის კრებას თავმჯდომარეობდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის კრიტიკული წერილი „ვიცინოთ თუ ვიტიროთ“, რომელშიც გაკრიტიკებული იყო გორის საოსტატო სემინარიაში ქართული ენის არასწორი სწავლების მეთოდი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „თბილისი 21 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ასტყდა ომი“.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 9 მაისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ციფრებით აჩვენა ბანკის მოგების მაჩვენებლები განვლილი ცხრა წლის მანძილზე და განაცხადა, რომ 60-70 ათასი მანეთის ზარალი არაფერი იყო 350 000 მანეთის მოგებასთან შედარებით, რომელიც ბანკმა მოიტანა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 29 მაისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა მასწავლებელ ფ. ნათიევის გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილზე „ვიცინოთ თუ ვიტიროთ“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის საპასუხო წერილი „ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს“ 29 მაისს გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ ფ. ნათიევის წერილზე.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 10 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის კრებას თავმჯდომარეობდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 12 მაისის გაზეთ „დროებაში“ თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის კრების ანგარიში დაიბეჭდა, რომელშიც ჩართული იყო ილია ჭავჭავაძის ვრცელი სიტყვა სარევიზიო კომისიის ანგარიშთან და ბანკის არსებობის ცხრა წლის მანძილზე მის მუშაობასთან დაკავშირებით.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 12 მაისს ილია ჭავჭავაძე 3 დღით კახეთში გაემგზავრა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 17 მაისს რუსულ გაზეთში „იურიდიჩესკოე ობოზრენიე“ ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „რა არის ხიზნობა“ თარგმანის მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 21 მაისს თბილისის გუბერნატორის კანცელარიაში გაიხსნა საიდუმლო საქმე და 1884 წლის 14 ივლისიდან 1885 წლის 9 ივლისამდე ილია ჭავჭავაძეზე პოლიციის ზედამხედველობა დაწესდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ინგლისი – მართლა და ცხარი ბაასი“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ილია ჭავჭავაძემ თარგმნა დავით ჩუბინაშვილის ნარკვევი „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ეხლანდელმა საფრანგეთის საქმეებმა...“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ოსმალოს საქართველო“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ქალების არჩევანის უფლება და ინგლისის პარლამენტი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ორი ლექსი, რომლებიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურებით „ვიხილე სატრფო: იგი ცრემლებს ღვრიდა...“ და „სატრფოვ! ხშირად ლაღი ფიქრი“.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 13 მაისს რუსულ გაზეთში „იურიდიჩესკოე ობოზრენიე“ ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „რა არის ხიზნობა“ თარგმანის პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1858

ტიპი: განათლება

1859 წელს ილია ჭავჭავაძემ გადავადებული გამოცდები ჩააბარა და მიიღო შემდეგი შეფასებები: მიწათმოქმედებაში – 4, ფსიქოლოგიაში – 4, სამოქალაქო სამართალში – 5, ბოტანიკაში – 4, ქართული ენაში – 5 და მესამე კურსზე გადავიდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 14 აპრილამდე ილია ჭავჭავაძემ დაწერა გაგრძელება ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებისა მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ, მაგრამ არ გამოაქვეყნა. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი შეტანილია სათაურით „წერილები ქართულ ლიტერატურაზე“.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 17 სექტემბერს ილია ჭავჭავაძეს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმა სამმართველომ 1877 წლის პირველი იანვრიდან გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლება მისცა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 17 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მადლობა გადაუხადეს თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის უფროსს ყაზბეგში შემოწირულობების ყუთის დადგმაში დახმარებისთვის.

1859

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1859 წელს ილია ჭავჭავაძე ხატობაზე დასასწრებად კოხტა აფხაზთან ერთად ალავერდში წავიდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მარტს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველმა კომიტეტმა ილია ჭავჭავაძესთან ერთად ბანკის წლიური ანგარიში დაამტკიცა.