ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49996

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 დეკემბერს ზესტაფონში პირველი მარქსისტული ჯგუფის, „მესამე დასის“ კრებას ესწრებოდნენ: ევგენი ვაწაძე, ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძე, იოსებ პავლეს ძე კაკაბაძე, დიმიტრი კალანდარიშვილი, რაჟდენ თომას ძე კალაძე, სილიბისტრო ჯიბლაძე და სხვ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის მოადგილედ დაინიშნა იმერეთის საეპარქიო სკოლების მეთვალყურე მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს სენაკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა ბორის იაკობის ძე ვასილიევი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ალექსანდრე იესეს ძე ფავლენიშვილი მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც კოლა იასეს ძე ფავლენიშვილის გარდაცვალების გამო მას სამძიმარი გამოუცხადა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილი (ხიმშიევი) დაჭრილთათვის მზრუნველი ალექსანდრეს კომიტეტის წევრად დაინიშნა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 12 იანვრის „ცნობის ფურცელში“ კონდრატე და ნოე მხეიძეები მღვდლის, არჩილ იოსების ძე მხეიძის გარდაცვალებას იუწყებიან.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს მელვილის სამმოქმედებიანი დრამა „სიყვარული და სარწმუნოება".

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ქალაქის საბჭოს დარბაზში ქალაქის მოურავის მოადგილის თავმჯდომარეობით გაიმართა თბილისის პირველი საარჩევნო ნაწილის ამომრჩეველთა დამატებითი კრება, რომელსაც უნდა აერჩია 3 ხმოსანი და 5 კანდიდატი. კენჭი იყარა 21 კაცმა, მათ შორის იყვნენ: გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, თ. ნ. ბოგომოლოვი, პ. კ. ვერესოვი, ვასილ დავითის ძე გაბაშვილი, ფ. კ. ჰინი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 19 ოქტომბერს თბილისის სამოსამართლო პალატაში განსახილველად ჩაინიშნა გაზეთ „ნოვოე ოზოზრენიეს" რედაქტორ გიორგი მიხეილის ძე თუმანოვისა და გაზეთ „ცნობის ფურცლის" რედაქტორად ნამყოფი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონიას საქმე, რომელთაც ბრალად ედებოდათ დიფამაცია.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 დეკემბერს ზესტაფონში გაიმართა პირველი მარქსისტული ჯგუფის, „მესამე დასის“ კრება, რომელსაც ესწრებოდნენ: ეგნატე ნინოშვილი, ნოე ჟორდანია, ნიკოლოზ ჩხეიძე, მიხეილ ცხაკაია, ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე და სხვ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მოისმინეს იოსებ გოგოლაშვილის მოხსენება ბათუმში მყოფ ტყვეთ ჩავარდნილ ქართველ მეომართა გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კახეთის რკინიგზის კომისარს, ნიკოლოზ ქარცივაძეს დაენიშნა ხელფასი თვეში 750 მანეთი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კახეთის რკინიგზის კომისრად დაინიშნა ნიკოლოზ ქარცივაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ევროპაში წამსვლელი დელეგაციის თავმჯდომარედ გრიგოლ გიორგაძე აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კონსტანტინე კანდელაკი საფინანსო სექციის თავმჯდომარედ აირჩეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში შიო მღვიმელის დიაკვან ძმას, სანდროს არ ჰქონდა საშუალება, რომ სკოლაში მიებარებინა პატარა შიო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავამ წაიკითხა მოხსენება ბანკის მოსამსახურეთა გაფიცვის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობის საკითხი. სხდომის თავმჯდომარემ, აკაკი ჩხენკელმა წარმოადგინა დებულების პროექტი, რომლის თანახმადაც აფხაზეთის ტერიტორია შემოიფარგლება სოფელი ინგირიდან მდინარე ბზიფამდე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ აუცილებელი იყო მზრუნველობის სექციის დაარსება, რომელიც დახმარებას გაუწევდა საქველმოქმედო საზოგადოებას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა ისაუბრა საკონტროლო სექციის დაარსების აუცილებლობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, რომ კახეთში, ბადიაურში უნდა გაგზავნილიყვნენ ვლადიმერ ჯიბლაძე, პეტრე ქავთარაძე და ფილიპე მგელაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დაადგინეს, რომ შულავერში, ბორჩალოს მაზრის წარმომადგენელთა კრებაზე ვ. ცაბაძე, პეტრე ქავთარაძე და შალვა ამირეჯიბი გაეგზავნათ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს სანდრო ქუჩუკაშვილი შუამთის მონასტერში ჩავიდა შიო მღვიმელისთვის მორჩილის ადგილის დასაბევებლად, მაგრამ იქაურმა ბერებმა ადგილის სიმცირის გამო უარი უთხრეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს გორში ჩასულ სანდრო ქუჩუკაშვილს, შიო დავითავიშვილმა, მისმა ცოლმა ქეთევანმა და ქუჩუკაშვილების მეგობარმა, თედო გოლიევმა, ურჩიეს, არ წაეყვანა შიო შუამთის მონასტერში, თუმცა ვერაფრით შეძლეს სანდროს გადარწმუნება.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს ალექსანდრე აბაზაძეს ჰქონდა ნათარგმნი ავენარიუსის ნაწარმოები „ბანჯგვლიანი ფუტკარი“.