რეგისტრირებული ფაქტები50101
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი „ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის“ პროგრამა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 ოქტომბერს სპირიდონ ვირსალაძემ ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ 25 ოქტომბერს, რვა საათზე, სამეურნეო ბანკში დასწრებოდა მათ მიერ შედგენილი პოლიტიკური პარტიის პროგრამის განხილვას.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 25 ოქტომბერს, 17 ოქტომბრის მანიფესტის გამოცემისა და რუს კადეტთა პარტიის დაარსებიდან ერთი კვირის შემდეგ, ილია ჭავჭავაძე „ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის“ პროგრამის განხილვას დაესწრო.
1905
ტიპი: ღონისძიება
ნიკო ნიკოლაძის არქივში დაცული სპირიდონ ვირსალაძის წერილების მოხედვით, 1905 წლის ოქტომბერში სპირიდონ ვირსალაძემ „ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის“ პროგრამის 33 პუნქტიანი რედაქცია საკუთარი ხელით დაწერა. ილია ჭავჭავაძემ კი პროგრამაში შესწორებები შეიტანა.
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წლის იანვარში გიორგი ჟურული სახელმწიფო ბანკის შენობასთან გენერალ გრიაზნოვის მკვლელობას შეესწრო.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოთიდან მიიღო ქალაქის გამგეობის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდის გასაძლიერებლად შეკრებილი თანხა და შემომწირველთა სია: ნიკო ნიკოლაძე — 4 მანეთი, იონა მეუნარგია — მანეთი და 65 კაპიკი, ს. ფარეიშვილი — მანეთი და 25 კაპიკი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოთიდან მიიღო ქალაქის გამგეობის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდის გასაძლიერებლად შეკრებილი თანხა და შემომწირველთა სია: მ. ნადირაძე — 60 კაპიკი, კონსტანტინე გამყრელიძე — მანეთი, გრიგოლ რეიკინი — მანეთი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოთიდან მიიღო ქალაქის გამგეობის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდის გასაძლიერებლად შეკრებილი თანხა და შემომწირველთა სია: ს. ხოშტარია — 50 კაპიკი, იოსებ კოხრეიძე — 25 კაპიკი, ი. ჟღენტი — 1 მანეთი და 25 კაპიკი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოთიდან მიიღო ქალაქის გამგეობის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდის გასაძლიერებლად შეკრებილი თანხა და შემომწირველთა სია: ნოე ჟღენტი — 60 კაპიკი, გიორგი გოგიჯანოვი — 20 კაპიკი, იასონ ჩხარტიშვილი — 25 კაპიკი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოთიდან მიიღო ქალაქის გამგეობის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდის გასაძლიერებლად შეკრებილი თანხა და შემომწირველთა სია: მიხეილ ჭავჭანიძე — 20 კაპიკი, ჰაიკ ბარამიძე — 30 კაპიკი, ნინა ნარაკიძე — 15 კაპიკი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოთიდან მიიღო ქალაქის გამგეობის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდის გასაძლიერებლად შეკრებილი თანხა და შემომწირველთა სია: იოსებ გინზბურგი — 50 კაპიკი, ნოე ჟვანია — 20 კაპიკი, იასონ ჩაჩავა — 1 მანეთი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოთიდან მიიღო ქალაქის გამგეობის თანამშრომელთა მიერ ილიას ფონდის გასაძლიერებლად შეკრებილი თანხა და შემომწირველთა სია: ანდრია ხოჭოლავა — 30 კაპიკი, კონსტანტინე ხუბუა — 20 კაპიკი, ლ. ყრუაშვილი — 50 კაპიკი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 11 მარტს მარი ბროსემ ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?!“ ფრანგულად თარგმნა დაამთავრა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის აპრილის მეორე ნახევარში დიმიტრი ყიფიანი, ნიკო ცხვედაძე, ბესარიონ ღოღობერიძე და იაკობ გოგებაშვილი ილია ჭავჭავაძის სახლში შეიკრიბნენ. მათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პროექტი განიხილეს და მასში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 14 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს წინარეხის, ხელთუბნისა და თიანეთის სკოლების მასწავლებელთა თხოვნა საწავლო ნივთების გაგზავნის თაობაზე.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომიდან იოსებ ლუკას ძე ისარლიშვილს საზოგადოებისთვის არქიმანდრიტ ვარლამ ერისთავის რუსულენოვანი წიგნის „მოკლე ქართული გრამატიკა“ და ხელნაწერის „პანთეონი ქართული პოეზიისა“ შეწირვისათვის მადლობა შეუთვალეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 17 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს იაკობ გოგებაშვილის თხოვნა „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ ბეჭდვის დასაწყებად თანხის გამოყოფის თაობაზე.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 12 აპრილს წარმოადგინეს დავით გიორგის ძე ერისთავის „სამშობლო“, რომელშიც“ მთავარი როლი მსახიობმა ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძემ შეასრულა.