რეგისტრირებული ფაქტები46671
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 27 ნოემბერს მასწავლებელმა ზაქარია აქუაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ გომის სკოლისთვის საჭირო იყო შემდეგი სასწავლო წიგნებისა და ნივთების გამოგზავნა: 1 ეგზემპლარი ჩუბინიშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონი, კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო – 5, გრიფელის დაფები – 5, მიხ. ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“ მე-2 ნაწილი – 2, ევტუშევსკის „მათემატიკის გამოცანათა კრებული“, პირველი ნაწილი – 1 ეგზემპლარი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 31 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მისწერა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ და შესთავაზა, რომ ის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ფატალი ხან ხოისკი საერთაშორისო კონფერენციის მოწვევამდე ჩამოსულიყვნენ თბილისში, საგანგებო თათბირზე მდგომარეობის განსახილველად და შეთანხმების პირობების გასარკვევად.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის ვიოლინოს კლასში მასწავლებლები იყვნენ: თავ. ხელ. ა. ნ. ყარაშვილი, თავ. ხელ. ი. ი. ფიშბერგი, თავ. ხელ. ვ. ა. მეტელნიკოვისა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის როიალის კლასში მასწავლებლები იყვნენ: მ. მ. ავალიანი, თავ. ხელ. ე. გ. აბელაშვილი-ყარანგოზიშვილისა, ო. მ. ბერგ-პივოვაროვისა, თავ. ხელ. ლ. დ. ვოლგმანისა, თავ. ხელ. პოლტარაცკაია-მადატოვისა, თავ. ხელ. რ. ე. ხოსროევისა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა აცხადებდა, რომ 18 იანვარს, 12 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო მამა დავითის ეკლესიაში ქართველ საზოგადო მოღვაწეთა – ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და დიმიტრი ყიფიანის პანაშვიდები გაიმართებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ქართველ მწერალთა კავშირის საბჭო აცხადებდა, რომ 25 იანვარს, 12 საათზე დიდუბის პანთეონში საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის აღსანიშნავად გაიმართებოდა საეკლესიო და სამოქალაქო პანაშვიდები ქართველ პოეტთა, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა – ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, იროდიონ ევდოშვილის, ლალიონის, არჩილ ჯორჯაძის, ალექსანდრე ყიფშიძისა და სხვათა გასახსენებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს ამერიკის ახლად დანიშნული კონსული ჩარლზ მოზერი ყოფილმა კონსულმა დულიტლმა წარუდგინა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 თებერვალს ნიკო ნიკოლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს სთხოვა, რომ მისთვის საცავიდან 102-ე და 405-ე წიგნები ეთხოვებინათ. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საკრებულო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე ქუთაისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას დ. ა. ნაზაროვმა, ვ. ნ. ავდეევმა, დ. კ. ნიჟარაძემ, დ. შ. ხელთუფლიშვილმა და ვ. კ. ალშიბაიამ 5-5 მანეთი შესწირეს.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისში კავკასიის სოფლის მეურნეობის ინსპექტორი ი. კ. ვასილიევი გარდაიცვალა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის სასამართლო პალატის თბილისის სამხარეო საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ლევან კონსტანტინეს ძე კუჭუხიძე დაინიშნა ქუთაისის საქალაქო განყოფილების მოსამართლის დამხმარედ საგამოძიებო მიმართულებით.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საკრებულო დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე დრამატულ საზოგადოებას ა. ი. სლავოჩინსკიმ 15 მანეთი შესწირა, ვ. ი. აბრამოვიჩმა – 10 მან., ა. ა. მაკაროვმა, ვ. ლ. გამრეკლიძემ და ლ. პ. კოკოჩაშვილმა – 5-5 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გარდაცვლილ ვარლამ სარდიონის ძე დალაქიშვილის მშობლებს ა. შევჩენკო, ი. რუსია, სერგო რობაქიძე და ს. ვარდანიძე თითო მანეთით დაეხმარნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, „სახალხო გაზეთის“ რედაქციაში იაკობ გოგებაშვილის ფონდის დასახმარებლად 986. 2 მანეთი შეაგროვეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 6 ნოემბერს ფოთში ლუკა კუპრაძის სახლში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობაში ქალაქის მოურავი ნიკო ნიკოლაძე და გამგეობის წევრი ლუარსაბ ყრუაშვილიც მონაწილეობდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი გენერალ ბარათოვისგან ითხოვდა განმარტებას, რატომ გაგზავნეს გილანის პროვინციაში კაზაკები. მათ გამო სპარსეთის ხელისუფლება უკმაყოფილებას გამოთქვამდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 19 იანვარს თბილისის სასახლის თეთრ დარბაზში გამართულ სხდომაზე ნოე რამიშვილმა ისაუბრა ფრონტის ხაზზე და ქვეყნის შიგნით არსებულ სამხედრო პრობლემებზე, მოითხოვა ჯარში გაეწვიათ 1899 წელს დაბადებული პირები, გაწვეულთა ასაკი გაზრდილიყო 25 წლამდე და გაეუქმებინათ შეღავათები მათთვის, ვინც სწავლობდა. შეთავაზებას არ დაეთანხმა ქარცივაძე, რადგან, მისი თქმით, ჯარში საჭირო ნივთების მარაგი რ არსებობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გარდაცვლილ ვარლამ სარდიონის ძე დალაქიშვილის მშობლებს ლ. კ. მიქელაძე, გ. კირტავა, პ. დოტი და გ. კეპულაძე 3-3 მანეთით დაეხმარნენ.