ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა  ტყიბულის რაიონის კომისარიატს გაუგზავნა წერილი საადმინისტრაციო დაწესებულებათა ნაციონალიზაციის შესახებ, რაც გულისხმობდა საქმის წარმოების ქართულ ენაზე შემოღებას. წერილს ხელს აწერს საადმინისტრაციო საქმეთა გამგე გრიგოლ რცხილაძე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ონის რაიონის კომისარიატს საადმინისტრაციო დაწესებულებათა ნაციონალიზაციის შესახებ, რაც გულისხმობდა საქმის წარმოების ქართულ ენაზე შემოღებას. წერილს ხელს აწერს საადმინისტრაციო საქმეთა გამგე გრიგოლ რცხილაძე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ქართლის რაიონის კომისარიატს საადმინისტრაციო დაწესებულებათა ნაციონალიზაციის შესახებ, რაც გულისხმობდა საქმის წარმოების ქართულ ენაზე გადაყვანას. წერილს ხელს აწერს საადმინისტრაციო საქმეთა გამგე გრიგოლ რცხილაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შალვა მიქელაძემ პარტიის სახელით დაუჭირა მხარი მობილიზაციის პროექტს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ: შალვა ამირეჯიბი, კონსტანტონე მესხი, პავლე საყვარელიძე, იოსებ გედევანიშვილი, იესე ბარათაშვილი, კოტე აფხაზი, გიორგი გვაზავა, აკაკი ჩხენკელი, ივანე გობეჩია, სილიბისტრო ჯიბლაძე, რაჟდენ არსენიძე, გრიგოლ ნათაძე, ნოე რამიშვილი, მალაქია ტოროშელიძე, დავით ვაჩნაძე, კონსტანტინე მაყაშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, მიხეილ მაჩაბელი და სამსონ დადიანი.

პირები
კონსტანტინე (კოტე) ზაქარიას ძე მაყაშვილი ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძე (ვეშაპელი) გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა (მეთვალყურე) რაჟდენ მათეს ძე არსენიძე (არ. რაჟდენიძე) პავლე დავითის ძე საყვარელიძე (ნ. საქარელი) აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი დავით (დათა) ვლადიმერის ძე ვაჩნაძე (დ. კახელი, ეკალი) ივანე პავლეს ძე გობეჩია იესე (იოსებ, ოსიკო) ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი იოსებ (სოსო) კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი (გე-ვა-ლი) კონსტანტინე დავითის ძე მესხი მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი (მ. თბილისელი) სამსონ პლატონის ძე დადიანი სილიბისტრო (სილვა) ბესარიონის ძე ჯიბლაძე გრიგოლ (გიგო) იასონის ძე ნათაძე
წყარო

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე რაჟდენ არსენიძემ განსახილველად წარადგინა დედისერთების ჯარში გაწვევისგან გათავისუფლების საკითხი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ივანე გობეჩია შეეწინააღმდეგა ნებისმიერი გამონაკლისის დაშვებას ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე კოტე აფხაზმა განაცხადა, რომ უნდა შექმნილიყო ავადმყოფობების ნუსხა, რის საფუძველზეც პირი გათავისუფლებოდა ჯარში გაწვევისგან.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შალვა მიქელაძემ ისაუბრა მობილიზაციის პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ. კერძოდ, მეცნიერები, რომლებიც შემდგომში ქართულ უნივერსიტეტში ასწავლიდნენ, უნდა გათავისუფლებულიყვნენ ჯარში გაწვევისაგან.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ ისაუბრა დეკრეტის გამოცემის შესახებ, რომელიც შეეხებოდა ჯარისკაცთა მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათი ოჯახების უზრუნველყოფას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა გიორგი თარხნიშვილმა და მათგან საერობო კავშირის ქონების დაპატრონების მიზნით მოითხოვა კონკრეტული ქმედებების განხორციელება. კერძოდ, 1. საერობო კავშირის თბილისის კომიტეტში კამისრის დანიშვნა; 2. ქონების სადარაჯოდ, კავშირის ყველა საწყობში ქართული რაზმის დაყენება.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 30 დეკემბერს თბილისში არსებული საერობო კავშირის განყოფილების წევრები იყვნენ გიორგი ყაზბეგი, კონსტანტინე აფხაზი, მ.სუმბათაშვილი და იაკობ ჩიჯავაძე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა გიორგი თარხნიშვილმა თბილისში არსებული საერობო კავშირის განყოფილების წევრების შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისa და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ისაუბრეს მოკლევადიანი (6-თვიანი) ჯარის მოწვევის შესაძლებლობაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დაადგინეს, რომ ჯარში გაწვევისას უნდა გაუქმებულიყო ყველანაირი შეღავათი, გარდა ავადმყოფობისა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დაადგინეს, რომ მობილიზაცია აუცილებლად ეროვნულ საბჭოსთან შეთანხმებით უნდა გამოეცხადებინათ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართა კამათი იმის შესახებ, უნდა მოაწეროს თუ არა ხელი საომარი მდგომარეობის შესახებ დეკრეტზე ეროვნულმა საბჭომ. წინადადება არ იქნა მიღებული საბჭოს მიერ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობდა, განიხილეს თუ ვის უნდა გამოეცა დეკრეტი მობილიზაციის შესახებ, მხოლოდ კომისარიატს, კომისარიატს ეროვნულ საბჭოსთან ერთად, თუ დეკრეტში უნდა ყოფილიყო აღნიშნული, რომ ის გაცემულია ეროვნულ საბჭოსთან შეთანხმებით. გამოირკვა, რომ დეკრეტში არავითარი მოწოდება არ იქნებოდა აღნიშნული. გამოქვეყნდებოდა დამატებითი მოხსენება, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ მობილიზაცია ხდება ეროვნულ საბჭოსთან შეთანხემბით.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა რუსეთის ერობათა კავშირის ამიერკავკასიის დაწესებულებების ქართველ მოხელეთა წარმომადგენელმა გიორგი ჟორდანიამ კრებაზე მისი დასწრების აუცილებლობის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონების კომისიის გამგემ, გიორგი გვაზავამ პეტრე ქავთარაძეს, სილიბისტრო ჯიბლაძეს, რევაზ გაბაშვილს, პეტრე მამრაძეს, ალექსანდრე ლომთათიძეს, კონსტანტინე შათირიშვილს, კოტე მესხს გაუგზავნა წერილი 28 დეკემბერს სექციის სხდომაზე დასწრების შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 27 დეკემბერს დავით ვაჩნაძემ საქართველოს ნაციონალური საბჭოს ფინანსურ სექციას წერილი გაუგზავნა სამხედრო შტაბების დასაარსებლად ერთჯერადად 13000 მანეთის ოდენობის დახმარების გაწევის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამხედრო სექციის თავმჯდომარემ, ნოე რამიშვილმა გამოთქვა წუხილი, რომ იძულებული გახდა რუსულ ენაზე წაეკითხა პროექტი მობილიზაციის შესახებ, რადგან ქართულად მისი შესატყვისი ჯერ არ არსებობდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა ისაუბრა ქართული ჯარის გაძლიერების შესახებ, რისთვისაც საჭირო იყო მობილიზაცია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა ისაუბრა სომხეთის ეროვნული საბჭოს მიერ შემუშავებულ ჯარის მობილიზაციის წინადადებაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა მაზრებში ქართული ჯარის ადგილობრივი ნაწილების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.