ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46671

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატთა ლიდერი სპირიდონ მალხაზის ძე კედია ვრცელი სიტყვით გამოვიდა.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრებას შეადგენდა ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, იაკობ გოგებაშვილის, ეგნატე ხრამელაშვილის, გრიგოლ ორბელიანის, ალექსანდრე ხახანაშვილის, არჩილ ჯორჯაძის და ივანე (კიტა) აბაშიძის ყველა ნაწარმოები.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანასტასია ალექსანდრეს ასული ბარათაშვილისა ნაფიცი ვექილის, იასე ბარათაშვილის დედა იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ელენე ჯინოშვილისას 118 მანეთი გადასცეს.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი (არადელი) იშხნელის ძმა იყო მიხეილ იშხნელი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო კომისიამ შეიძინა ნიკო ნიკოლაძის 500 000 მან.ღირებულების ძვირფასი წიგნსაცავი ფოთში, სადაც გაიგზავნა დამფუძნებელი კრების წევრი გაბრიელ ცისკარიშვილი და ბიბლიოთეკარი რომანოვი. წიგნსაცავი შეიცავდა 6 - 7 ათას ტომს. ამავე კომისიას გადაეცა კავკასიის ოლქის სამხედრო შტაბის წიგნსაცავი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 12 მარტს გაბრიელ ცისკარაშვილი აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შეუდგა ვასილ ბარნოვის თხზულებათა გამოცემას, I ტომი გამოვიდოდა თებერვლის ბოლოს, მასში მოთავსებული იყო მოთხრობები: „ალუჩა“, „ყვავილებში“, „მეჩვენა“, „თებერას დანიშნული“, „ისნის ცისკარი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა ოლღა ბახუტაშვილი-შულგინას ბენეფისი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 25 დეკემბერს დაარსებული სავაჭრო-სამრეწველო საკომისიო სახლის მართვა-გამგეობა მინდობილი ჰქონდა კალისტრატე გიორგის ძე ბერიძეს.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის პირველ ნოემბერს პეტერბურგში ბოროზდინი გარდაიცვალა. ის საქართველოში 14 წელი ცხოვრობდა და სამეგრელოს მთავრის, ნიკოლოზ დადიანის აღმზრდელი იყო. მას ეკუთვნის წიგნი „მოგონებანი ამიერკავკასიაზე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის ფელეტონი „საუბარი ვაგონში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის ფელეტონი „ზოგიერთი ცნობანი და მოსაზრებანი შესახებ საქართველოს ისტორიისა“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე იყო გიორგი თუმანიშვილი.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი ქართულ მწერლობაში ცნობილი იყო უმწიფარიძის ფსევდონიმით.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით იესეს ძე ჩუბინოვი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკიმ მოსკოვში დაასრულა საექიმო ფაკულტეტი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტიტე სვიმონის ძე ქიქოძემ მოსკოვში დაასრულა საექიმო ფაკულტეტი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს თათარყან თენგიზის ძე დადეშქელიანი თავადი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სხვადასხვა საზოგადოების წევრებს კანონის თანახმად შეეძლოთ გამგეობის არჩევა და სწორედ ამიტომ გამგეობის არასწორად გაკეთებული საქმეები თავად ამ წევრების პასუხისმგებლობა იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სხვადასხვა საზოგადოების რომელიმე წევრს თუკი გული შესტკიოდა და სურდა საქმეები წარმატებით წარმართულიყო, მაშინ წლიურ კრებას აუცილებლად უნდა დასწრებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სხვადასხვა საზოგადოების წევრები თუკი დაესწრებოდნენ წლიურ კრებას, ერთობლივი ძალებით შეძლებდნენ საქმის წინ წაწევას, გაძლიერებას, სხვა არააქტიური წევრები დაინახავდნენ ამ ყველაფერს და მოინდომებდნენ გააქტიურებას. ეს თუ ასე არ მოხდებოდა, მაშინ საზოგადოების საქმე წარმატებულად ვერ წარიმართებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ამიერკავკასიის მაჰმადიანური გუბერნიებისთვის დაიწერა საგლეხო მმართველობის პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი გუბერნიებისთვის თარგმნა, რათა გუბერნატორის თავმჯდომარეობით შედგენილ კომისიას განეხილა, თუ რამდენად მისაღები იყო თბილისის გუბერნიებისათვის ცვლილებები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ გლეხების მმართველობის ზედამხედველები ექვემდებარებოდნენ მხოლოდ გუბერნატორს და გლეხების საგუბერნიო გამგეობას, რაც ამიერკავკასიის მაჰმადიანური გუბერნიებისთვის შედგენილი ახალი პროექტის მიხედვით შეიცვალა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ამიერკავკასიის მაჰმადიანური გუბერნიების გლეხების მმართველობის ზედამხედველების სამართავად შედგენილი ახალი პროექტის მიხედვით, ისინი დაექვემდებარებოდნენ ორ ინსტანციას: „გლეხთა მმართველობის სამაზრო ზედამხედველობას“ და „საგუბერნიო მოხელეობას“.