ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47933

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. საძაგლიშვილი რუისის სკოლაში საერო საკითხავი ბიბლიოთეკის დაარსებას ცდილობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. საძაგლიშვილის ხელმძღვანელობით რუისის სკოლის საერო საკითხავი ბიბლიოთეკისთვის შემოწირულობები შეაგროვეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. საძაგლიშვილმა სხვადასხვა პირს გაუგზავნა წერილი რუისის სკოლის საერო საკითხავი ბიბლიოთეკისთვის გაეღოთ შემოწირულობა – ან ფული, ან ნივთები, თუმცა არავის უპასუხა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილის ავტორობით ფრანგული მოთხრობა „მსხლის ხე“ გამოქვეყნდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსკოვის საეთნოგრაფიო მუზეუმის მიერ შედგენილი „საეთნოგრაფიო მასალების კრებული“ შეიცავდა ვ. ი. სიზოვის წერილს სახელწოდებით „იმერული ზღაპრები და რწმუნებანი“ .

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. ი. სიზოვი ქუთაისის გიმნაზიაში ისტორიის პედაგოგი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 11 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატო გაბუნია ამიერკავკასიის რკინიგზაზე მოსამსახურეთა შვილებისთვის დაარსებული ორკლასიანი სასწავლებლის ხელმძღვანელებს მოსწავლე ქალებისთვის ხელსაქმის უფასოდ სწავლებას შეჰპირდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 ივლისს ეგზარხოსმა პალადიმ ავლაბარში მდებარე წმ. მარინეს სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 ივლისს ავლაბრის წმ. მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღოლმა სოლომონ შოშიევმა წირვის შემდეგ ეგზარქოსი პალადი ჩაიზე მიიპატიჟა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ შოშიევი ავლაბრის წმ. მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღოლი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 ივლისს ქუთაისში გრიგოლ ჩარკვიანი სათავადაზნაურო სკოლის სასარგებლოდ წაიკითხავდა ლექციას „ბაქტერიების“ შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფილიმონ ქორიძემ ბორჯომში კონცერტი გამართა, რომელშიც მარიამ ძნელაძე მონაწილეობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფილიმონ ქორიძემ ქართველ მსმენელს გაუძვირა ქართული კონცერტი და ევროპული მუსიკის მოსმენა ქართულ ენაზე.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ დავითის ძე ერისთავი ქართული მწერლობის ცენზორად დანიშნეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დირექტორმა ტირიუტინმა წაიკითხა თბილისის რეალური სასწავლებლის წლიური ანგარიში, რომლის მიხედვითაც სწავლის გადასახადი 30 მანეთი ღირდა და 40 მანეთამდე აპირებდნენ გაეზარდათ, ნებართვა კი უმაღლესი მთავრობისაგან უნდა აეღოთ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დირექტორმა ტირიუტინმა წაიკითხა თბილისის რეალური სასწავლებლის წლიური ანგარიში, რომლის მიხედვითაც იმ წლის ხარჯი 46 501 მანეთსა და 17 კაპიკს შეადგენდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დირექტორმა ტირიუტინმა წაიკითხა თბილისის რეალური სასწავლებლის წლიური ანგარიში, რომლის მიხედვითაც იმ წელს სულ 68 მოსწავლე მიიღეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დირექტორმა ტირიუტინმა წაიკითხა თბილისის რეალური სასწავლებლის წლიური ანგარიში, რომლის მიხედვითაც სასწავლებელში სულ 7 კლასი და სამი პარალელური განყოფილება იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 11 სექტემბერს გიორგი ლევანი ძე ქავთარაძე ახალი სენაკის ერთკლასიანი საქალებო სასწავლებლის სამზრუნველოს წევრად აირჩიეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტირიუტინი თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. მიქელაძე თბილისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 დეკემბერს თბილისის კლუბის დარბაზში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ სამუსიკო-სალიტერატურო საღამო უნდა გამართულიყო. მონაწილეობას მიიღებდნენ: ვარვარა (ბარბარა) მ. ზარუდნაია, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მიხეილ მიხეილის ძე იპოლიტოვ-ივანოვი, გ. ო. ყორღანაშვილი, აკაკი როსტომის ძე წერეთელი, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი, კოტე სიმონის ძე მესხი, კ. კ. გორსკი და ბ. პრიბიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 დეკემბერს თბილისის კლუბში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ კონცერტი გაიმართებოდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ვარვარა ზარუდნაია-ივანოვა, რომელიც ქართულ ხმებს იმღერებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ მიხეილის ძე იპოლიტოვ-ივანოვს პოლიევქტო და ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილების მუსიკალური კილო ნოტებზე გადაჰქონდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ მიხეილის ძე იპოლიტოვ-ივანოვს 250 საგალობელი ნოტებზე ჰქონდა გადატანილი და კიდევ 250 უნდა გადაეტანა, რაშიც გორის ეპისკოპოსი ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე გასამრჯელოს სახით 2000 მანეთს გადაუხდიდა.