ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46700

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, ელენე გრიგოლის ასული ამირაჯიბი და დარია გრიგოლის ასული თუმანოვისა ნათესავებსა და მეგობრებს აუწყებდნენ, რომ ვასილ გრიგოლის ძე სარაჯიშვილის გასვენება მოხდებოდა 1888 წლის 28 მარტს ელიმირზოვის სახლიდან, რომელიც ახალბებუთოვის ქუჩაზე მდებარეობდა.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილის ბიძა ვასილ გრიგოლის ძე სარაჯიშვილი იყო.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ გრიგოლის ძე სარაჯიშვილი ელენე ამირაჯიბის მაზლი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში იბეჭდებოდა ეკატერინე გაბაშვილის ახალი წიგნი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით ის დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლიდა იონა მეუნარგიას წაეკითხა ლექციები გრიგოლ ორბელიანის შესახებ აღმოიფხვა და საზოგადოება დიდი იმედით ელოდა ლექციების კვლავ განახლებას.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 27 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ იონა მეუნარგიამ დასაბეჭდად დაწერა ალექსანდრე ჭავჭავაძის ბიოგრაფია და მისი პოეტური მოღვაწეობის კრიტიკული განხილვა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 27 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ იონა მეუნარგიამ შეაგროვა მასალა ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიის შესადგენად, რომლის დამუშავების შემდეგ რამდენიმე ლექციას წაიკითხავდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გასაყიდად გამოვიდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი რუსული სახელმძღვანელო „русское слово“. წიგნი იყიდებოდა გრიქუროვის მაღაზიაში 10 შაურად, ვინც 20 ცალზე მეტს წაიღებდა 9 შაურად დაუთმობდნენ, ხოლო ვინც 50 ცალზე მეტს წაიღებდა 2 აბაზად.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობა „უცნაური მუხუდო“, მე-12 თავი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობის „უცნაური მუხუდო“ დასასრული.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 30 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ფილიმონ ქორიძემ ქუთაისში გამართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მარიამ კლდიაშვილ-ძნელაძისამ, ჭელიძისამ და ვლადიმერ ჟღენტმა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 30 დეკემბერს თბილისის კავშირგაბმულობის ინჟინერი იბრაჰიმ-ბეი გაიდაროვი დაინიშნა ბაქოს გუბერნიის კომისრად. განცხადებას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარემ, ევგენი გეგეჭკორმა და მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 მარტის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ გრიგორი გოლიცინი ყოველდღე ხან ფეხით, ხანაც ეტლით ათვალიერებდა ქალაქის სხვადასხვა ნაწილს, აკვირდებოდა მუშებს და მათ ნამუშევარს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი ლევან ჯანდიერს სწერდა აგრონომ ილიკოს შესახებ, რომელიც ცარსკოე სელოში ცხოვრობდა და ფერმის დირექტორი იყო, მან კონსული პირადად მოინახულა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ლუკას ძე ავალიანი იყო პროფესორი.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს თევდორე ზურაბის ძე ღლონტი სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი იყო.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე და ლევან ალექსანდრეს ძე თუმანოვები ძმები იყვნენ.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 15 მარტს ვლადიმერ აღნიაშვილის გუნდი რჩეული სიმღერების კონცერტს გამართავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ (რედაქტორი ვალერიან გუნია) წერს, რომ უფროსმა სავაჭრო-სამეურნეო ზედამხედველმა ქალაქის გამგეობაში აღწრა შუამდგომლობა, ჩარჩების გასაკონტროლებლად დაეშვათ ცხენოსან-დარაჯის თანამდებობა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 მარტს სიღნაღის მთავარანგელოზის ეკლესიაში ნიკოლოზ ჭავჭავაძის პანაშვიდი გადაიხადეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 სექტემბერს ზუგდიდში წერა-კითხვის სკოლა აკურთხეს. სპირიდონ აბესაძემ სკოლას მოსწავლეებისთვის ფურცლები და ფანქრები, ხატი და ხელმწიფე იმპერატორის ჩარჩოში ჩასმული სურათი შესწირა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ვლადიმერ-ვოლინსკის მართლმადიდებელთა სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწე ნიკიფორე მამინაიშვილი თბილისის სასულიერო აკადემიაში ისევ ინსპექტორის თანაშემწის თანამდებობაზე დაინიშნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ალექსანდრე როინაშვილმა საქართველოს საეკლესიო ნაშთთა საცავს რუსუდან მეფის დროინდელი ვერცხლის ფული შესწირა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 6 ოქტომბერს ქალაქის საბჭოს დარბაზში უნდა აერჩიათ საბჭოს თავმჯდომარე იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ქალაქის მოურავს კანონით არ ექნებოდა საბჭოს თავმჯდომარეობის უფლება. ხმის უმრავლესობით ამ თანამდებობისთვის კონსტანტინე რეიტერი აირჩიეს.