ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46845

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობა „უცნაური მუხუდო“, მე-12 თავი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობის „უცნაური მუხუდო“ დასასრული.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 30 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ფილიმონ ქორიძემ ქუთაისში გამართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მარიამ კლდიაშვილ-ძნელაძისამ, ჭელიძისამ და ვლადიმერ ჟღენტმა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 30 დეკემბერს თბილისის კავშირგაბმულობის ინჟინერი იბრაჰიმ-ბეი გაიდაროვი დაინიშნა ბაქოს გუბერნიის კომისრად. განცხადებას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარემ, ევგენი გეგეჭკორმა და მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 მარტის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ გრიგორი გოლიცინი ყოველდღე ხან ფეხით, ხანაც ეტლით ათვალიერებდა ქალაქის სხვადასხვა ნაწილს, აკვირდებოდა მუშებს და მათ ნამუშევარს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი ლევან ჯანდიერს სწერდა აგრონომ ილიკოს შესახებ, რომელიც ცარსკოე სელოში ცხოვრობდა და ფერმის დირექტორი იყო, მან კონსული პირადად მოინახულა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ლუკას ძე ავალიანი იყო პროფესორი.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს თევდორე ზურაბის ძე ღლონტი სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი იყო.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე და ლევან ალექსანდრეს ძე თუმანოვები ძმები იყვნენ.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 15 მარტს ვლადიმერ აღნიაშვილის გუნდი რჩეული სიმღერების კონცერტს გამართავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ (რედაქტორი ვალერიან გუნია) წერს, რომ უფროსმა სავაჭრო-სამეურნეო ზედამხედველმა ქალაქის გამგეობაში აღწრა შუამდგომლობა, ჩარჩების გასაკონტროლებლად დაეშვათ ცხენოსან-დარაჯის თანამდებობა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 მარტს სიღნაღის მთავარანგელოზის ეკლესიაში ნიკოლოზ ჭავჭავაძის პანაშვიდი გადაიხადეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 სექტემბერს ზუგდიდში წერა-კითხვის სკოლა აკურთხეს. სპირიდონ აბესაძემ სკოლას მოსწავლეებისთვის ფურცლები და ფანქრები, ხატი და ხელმწიფე იმპერატორის ჩარჩოში ჩასმული სურათი შესწირა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ვლადიმერ-ვოლინსკის მართლმადიდებელთა სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწე ნიკიფორე მამინაიშვილი თბილისის სასულიერო აკადემიაში ისევ ინსპექტორის თანაშემწის თანამდებობაზე დაინიშნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ალექსანდრე როინაშვილმა საქართველოს საეკლესიო ნაშთთა საცავს რუსუდან მეფის დროინდელი ვერცხლის ფული შესწირა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 6 ოქტომბერს ქალაქის საბჭოს დარბაზში უნდა აერჩიათ საბჭოს თავმჯდომარე იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ქალაქის მოურავს კანონით არ ექნებოდა საბჭოს თავმჯდომარეობის უფლება. ხმის უმრავლესობით ამ თანამდებობისთვის კონსტანტინე რეიტერი აირჩიეს.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი გრიგოლ ალექსანდრეს ძე ჯავახოვი იყო კოლეგიის ასესორი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 ოქტომბერს ქალაქის საბჭოს დარბაზში ქალაქის მოურავის ასარჩევად ხმოსნები შეიკრიბნენ. გარეშე დამსწრეთა შორის ბათუმის ქალაქის მოურავი ლუკა ასათიანიც იმყოფებოდა.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე როინაშვილი საქართველოს საეკლესიოს ნაშთთა საცავისთვის თავის მიერ მოგროვილი საეკლესიო-არქეოლოგიური ნივთების მთლიანად გადაცემას აპირებდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ლევან და პავლე ალექსანდრეს ძე თუმანოვებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ალექსანდრეს ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 252 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს, 12 საათზე სასოფლო სამეურნეო საზოგადოების შენობაში, ბარიათინის ქუჩა N5-ში, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი სიმონ ავალიანი საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პირველ ყრილობას გახსნიდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ყოველთვიურ ჟურნალ „შვილდოსანში“ დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის „ფრანგ პოეტს“, პაოლო იაშვილის „ალი არსენიშვილს“, ვალერიან გაფრინდაშვილის „საფერფლე“, ტიციან ტაბიძის „ღვდელი და მალარია“, „დაისიული სებასტიანე“, კოლაუ ნადირაძის „საქორწინო მოგზაურობა მთვარესთან“, „ქართული პოეზია“, რაჟდენ გვეტაძის „ყვავები სასაფლაოზე“, შალვა აფხაიძის მინიატურა და „ლიტერატურული პროფილები“, დია ჩიანელის მინიატურა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით სოხუმიდან მოქალაქეებმა მისალოცი დეპეშა გამოუგზავნეს.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით დავით, ალექსანდრე, ანტონ, სიმონ, ნესტორ და ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძეები ძმები იყვნენ.