ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კირილე ჩიჩუა მადლობას უხდის მელიტონ კაციას ძე დადიანს, რომელმაც გაჭირვების ჟამს 50 მანეთი გაუგზავნა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი წერეთლის მოთხრობა „მამიდა ასმათი“, მე-6 და მე-7 თავი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს იუსტიციის სამინისტროს დადგენილებით ქუთაისის სამხარეო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების წევრი ივანე პავლეს ძე გობეჩია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. განცხადებას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორმა და იუსტიციის სამინისტროს კომისარმა შალვა ალექსი-მესხიევმა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი დიმიტრი უზნაძე თბილისის სასულიერო სემინარიაში ფილოსოფიისა და მასთან დაკავშირებული საგნების საშტატო მასწავლებლად დაინიშნა. ბრძანებას ხელი მოაწერეს იუსტიციის სამინისტროს კომისარმა და თბილისის სასულიერო სემინარიის საქმეთა მმართველმა შალვა ალექსი-მესხიშვილმა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბურჭულაძის თაოსნობით თელავში წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის სასარგებლოდ წარმოდგენა გაიმართა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს კიევის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ჩოგავაძე ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ხუცურის პედაგოგად დაინიშნა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 14 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა შიო დავითაშვილის განცხადება, რომ ის იყო „ჩატეხილი ხიდის“ ავტორი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში, ვარლამ ჭილაძისა და ი. მურადოვის წიგნის მაღაზიაში, „არჩილიანი“ იყიდებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 იანვარს თანამდებობიდან გაათავისუფლეს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსი ვალერი კორნელის ძე პავლოვსკი. განცხადებას ხელი მოაწერა ევგენი გეგეჭკორმა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი დობრონრავოვი გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ 75 კაპიკად იყიდებოდა, „დედაენა“ – 30 კაპიკად.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის დეკემბერში მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვი გარდაიცვალა ნიცაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიის რედაქციამ დაბეჭდა სიმონ გუგუნავას ისტორიული პოემა „თამარიანი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს აბაშის სამრევლო სკოლის დასახმარებლად დადგეს რაფიელ ერისთავის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ბიძიასთან გამოხმაურება“ და ვალერიან გუნიას ვოდევილი „ჩაყოლას ჩათრევა სჯობია“.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მასწავლებელი დობროლოვსკი ქუთაისის სასულიერო სემინარიაში მსოფლიო და რუსეთის სამოქალაქო ისტორიის პედაგოგად დანიშნეს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს კიევის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ყასაბიშვილი ალექსანდრეს სამისიონერო სასწავლებელში საღვთისმეტყველო საგნების პედაგოგად დანიშნეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 20 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი წერეთლის მოთხრობა „მამიდა ასმათი“, მე-3, მე-4 და მე-5 თავი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ პეტრიაშვილი ლაბორანტით და ოცი მეოთხე კურსის სტუდენტის მონაწილეობით ჭიათურის შავი ქვისა და ტყიბულის ქვანახშირის წარმოებას გამოიკვლევდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბათუმში მაკრინე ღლონტის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გაიმართა ღონისძიება. შემოსული თანხიდან 82 მანეთი გაუგზავნეს საზოგადოებას, ხოლო 75 მანეთი გადაეცა ბათუმის სკოლის სამზრუნველოს ხაზინადარ ზ. გედევანიშვილს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ბათუმის სკოლის პედაგოგი მოსე ნათაძე წერდა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში დიდი წვლილი შეიტანეს: ს. სურგულაძემ, პ. ღლონტმა და ანდრია ლოლუამ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ჩიბათის სკოლის პედაგოგმა მარკოზ ჯორბენაძემ მადლობა გადაუხადა გრიგოლ გურიელს, რომელმაც სკოლას წყლის წისქვილი შესწირა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ხაბულიანის წერილი ჭიათურაში შავი ქვის მოპოვების შესახებ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აგვისტოს ალექსანდრე ხაბულიანმა „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნა, რომ ჭიათურაში არსებული შავი ქვის მარაგს რუსები 1878 წლიდან ამუშავებდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მეთოდე ქათამაძემ ქუთაისის გუბერნატორს სთხოვა, რომ მდინარე ძირულას ხეობაში ხიდი აეშენებინათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს ვლადიმერ მესხიშვილი წარმოდგენის გასამართად თელავს ესტუმრა. სპექტაკლი 6 აგვისტოს თელავის თეატრში გაიმართა.