რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 იანვარს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოსცა რწმუნებულება, რის მიხედვითაც, მარკოზ ფირცხალავას დაევალა ბათუმში გამგზავრება ქართველ მუსულმანთა ყრილობაზე დასასწრებად.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 28 იანვარს თბილისში გარდაიცვალა ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის ქართული გიმნაზიის დირექტორი ალექსი ჭიჭინაძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ნოე რამიშვილი ქართველი სოციალ-დემოკრატების მთავარ გაზეთ „ერთობას“ რედაქტორობდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 28 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს რწმუნებულებით მიხელ მაჩაბელს დაევალა ბათუმში გამგზავრება ქართველ მუსულმანთა ყრილობაზე დასასწრებად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 იანვარს სომეხ მწერალთა საზოგადოებაში სარგის კაკაბაძემ რეფერატი წაიკითხა შოთა რუსთაველისა და მისი „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 26 იანვარს იაკობ ცინცაძე, რომელიც პასუხისგებაში იყო მიცემული „კუტაის ვესტი"-ის რედაქტორის დუელში გაწვევისათვის, მოსამართლემ უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 25 იანვარს გრიგოლ ბურჭულაძემ სკოლების მეთვალყურის თანამდებობა დატოვა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 25 იანვარს ბათუმის დრამატული საზოგადოების გამგეობამ თავმჯდომარედ აირჩია სიმონ (სოსიკო) გურგენის ძე მდივანი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 იანვარს ბათუმის კომენდანტმა ჰაიდარ აბაშიძეს ქალაქში ცხოვრება აუკრძალა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 23 იანვარს გამოიცა საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის 1918 წლის ხარჯთაღრიცხვა, რომელსაც ხელს აწერდა საქართველოს საეროვნებო საბჭოს თბილისის მამულების მოურავი პეტრე მამრაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 23 იანვარს გამოიცა საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის 1918 წლის ხარჯთაღრიცხვა, რომელსაც ხელს აწერდნენ საქართველოს საეროვნებო საბჭოს თბილისის მამულების მოურავი პეტრე მამრაძე, სექციის მდივანი ილია ზურაბიშვილი, ბუღალტერი კონსტანტინე შათირიშვილი და საქმის მწარმოებელი ირაკლი თაზიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 23 იანვარს გამოცემულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის 1918 წლის ხარჯთაღრიცხვას თან ერთვოდა ქონებათა სექციის კანცელარიის მოხელეთა და პენსიონერებთა სია: საადგილმამულო კომისიის ყოფილი მდივანი – დავით ვაჩნაძე; პენსიონრები: სოლომონ ჯავრიშვილი, ეკატერინე მელიქიშვილი და ელენე მაღალაშვილი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 22 იანვარს ტრაპეზუნის ოლქის ქალაქ პლატანაში მოურავად დაინიშნა გორის მოურავად ნამყოფი ზაქარია ქიტიაშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „საქართველოს" 1917 წლის 22 იანვრის გამოცემის ცნობით, ნინო გაბაშვილისამ თავისი სახელის დღის აღსანიშნავად ქართველ ქალთა საზოგადოების სახელოსნო სკოლას ღარიბ მოსწავლეთა სწავლის დასაფინანსებლად 25 მანეთი შესწირა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ გარდაცვლილ მიხრან ანანოვს ქართულ დაწესებულებათათვის დაუტოვებია 15000 მანეთი. რაჟდენ დათეშიძემ ქუთაისის საკომერციო სასწავლებლის სახელით განსველებულის კუბო 10 გვირგვინით შეამკო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პოდპორუჩიკ ალექსანდრე გორგაძეს გადასცა ქართული წიგნები და რვეულები ქართველ მაჰმადიანთათვის დასარიგებლად ჭანეთში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 ივნისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საგანგებო კრებაზე გამგეობის წევრებად დაინიშნენ: ზაქარია ჭავჭავაძე, მიხეილ სუმბათაშვილი, გიორგი ჟურული, ივანე თულაშვილი და პარმენ გედევანიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ალექსანდრე არაბიძემ სანკტ-პეტერბურგში გამართა წიგნებით ვაჭრობა და ქართველ გამომცემლებს სთხოვა, ყოველთვის გაეგზავნათ მისთვის ნაშრომების ათ-ათი ეგზემპლარი. განაცხადში მითითებულია მისი მისამართი სანკტ-პეტერბურგში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 იანვრის კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების სტატისტიკური კომისიის წევრთა კრებამ მოისმინა პეტრე გელეიშვილის მოხსენება ამიერკავკასიაში სასტატისტიკო ცნობების შეკრებისა და სტატისტიკოსთა მომზადების შესახებ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 13 იანვარს აზოვ-დონის კომერციული ბანკის ქუთაისის განყოფილების მმართველად ივანე პურადაშვილი დაინიშნა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მდივანმა იასონ ბაქრაძემ გამგეობის დავალებით მთავარ გამგეობას წერილობით მიმართა, რომ 10 იანვრიდან რევიზიის ჩასატარებლად გამოეგზავნათ მათი რწმუნებული და სთხოვა, წინასწარ შეეტყობინებინათ მათი ჩამოსვლის თარიღი, რომ ხელახლა არ შექმნილიყო უხერხული მდგომარეობა მდივნის ან ბუღალტრის ქალაქში არყოფნის გამო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 იანვარს გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე) პეტერბურგში გაემგზავრა ქართველთა კოლონიის ეკლესიის კურთხევაზე დასასწრებად და ნინოობის წირვის აღსავლენად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე დაფუძნდა ეროვნულ-პოლიტიკური სექცია, სადაც შედიოდნენ წარმომადგენლები ყველა პოლიტიკური ფრაქციიდან: ნოე ჟორდანია, გრიგოლ გიორგაძე, ვალერიან ჯუღელი, გრიგოლ უროტაძე, კონსტანტინე გვარჯალაძე, მიხეილ კლიმიაშვილი, გიორგი ფაღავა, დავით ონიაშვილი, გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ გველესიანი, იასონ ბაქრაძე, იაკობ ფანცხავა, სამსონ ფირცხალავა, აკაკი ფაღავა, პავლე საყვარელიძე, დავით სულიაშვილი, ნიკოლოზ ქარცივაძე, ივანე გობეჩია, იოსებ გობეჩია, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, ვასილ წერეთელი, შალვა ამირეჯიბი, ლევან ჯაფარიძე, დავით გურამიშვილი, ირაკლი ამირეჯიბი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 იანვარს თბილისის ადგილობრივი არტილერიის პორუჩიკმა ივანე ვასილის ძე სვანაძემ თხოვნით მიმართა მთავარ გამგეობას, რომ ნება დაერთოთ ქუთაისის გუბერნიის სოფ. საყულიაში თავისი სახსრებით გაეხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო, რომელსაც უხელმძღვანელებდა ამავე სოფლის მასწავლებელი ნინა ანდრეას ასული სვანაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 იანვარს სამხედრო მუზეუმის შენობაში, გოლოვინის პროსპექტზე გაიხსნა გამოფენა ძველი ქართული საეკლესიო ფრესკებისა, რომლებიც ქართველმა მხატვრებმა გადმოიღეს სოფ. ნაბახტევის ძველი ეკლესიის ფრესკებიდან. გამოფენაზე ბრძანდებოდნენ თავად-აზნაურთა მარშალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი კოტე აფხაზი, ქალაქის მოურავი ალექსანდრე ხატისოვი და სხვ. ექვთიმე თაყაიშვილმა რეფერატი წაიკითხა ფრესკების მნიშვნელობის შესახებ.