ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ გამგეობას საზოგადოებისაგან დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საგამომცემლო და სასკოლო სექციებს შორის არანაირი უთანხმოება არ არსებობდა. მათ გამგეობასთან ჰქონდათ გასარკვევი საკითხები.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1911 წელს საზოგადოებამ გამგეობას საგანგებო კრების მოწვევა დაავალა, მაგრამ არ მოუწვევია, რისთვისაც არავინ უსაყვედურა მას და მხოლოდ ხართიშვილმა გააპროტესტა გამგეობის წევრების საქციელი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობა საგამომცემლო და სასკოლო სექციას ერთმანეთს უპირისპირებდა, რაც ძირს უთხრიდა საზოგადოებას.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოს – „დედა ენის“ I ნაწილის კორექტურები წარუდგინა სხდომის წევრებს და განაცხადა, რომ სასკოლო სექციას არ ჰყავდა კარგი კორექტორი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ განყოფილებებისთვის დროულად მოეთხოვათ საპროცენტო გადასახადის გადახდა, რათა შემოსული თანხით გამგეობას საშუალება ჰქონოდა დაეფარა სკოლებისა და ბიბლიოთეკების შენახვის, წიგნების გამოცემისა და სხვ. ხარჯები. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საგამომცემლო სექციას კერძო პირებისთვის უნდა შეეკვეთა სხვადასხვა წიგნები, ჰონორარზე შეთანხმებოდა, ავტორისაგან მიღებული წიგნები ჯერ თვითონ უნდა შეემოწმებინა, შემდეგ კი – განსახილველად გამგეობისთვის წარედგინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა წიგნებისა და სახელმძღვანელოების საგამომცემლო სექციის ინსტრუქციის მე-13 პარაგრაფის მე-3 მუხლი შეცვლილი სახით: სექციას ყურადღება უნდა მიექცია პედაგოგიური სახელმძღვანელოებისთვის, გამოსაცემად აერჩია საუკეთესო და შემდეგ დაებეჭდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა წიგნებისა და სახემძღვანელოების საგამომცემლო სექციის ინსტრუქციის მე-8 მუხლი შეცვლილი სახით: მიმდინარე წლის არაუგვიანეს 15 იანვრამდე სექციას გამგეობისთვის განსახილველად უნდა წარედგინა გასული წლის ანგარიში და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა გამგეობის მოხსენება წიგნებისა და სახელმძღვანელოების საგამომცემლო ინსტრუქციის მე-8 და მე-13 პარაგრაფის მე-3 მუხლის ცვლილების შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ განყოფილებები ძველი წლების დარჩენილ საპროცენტო გადასახადს 10 %-ის ოდენობით ნელ-ნელა გადაიხდიდნენ სამი წლის განმავლობაში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ საზოგადოების განყოფილება შეკრებდა და დახარჯავდა საწევრო გადასახადს, სხვადასხვა შემოსავალს და წლიური შემოსავლიდან გამოყოფდა 10 %-ს, რასაც გაუგზავნიდა გამგეობას საერთო ხარჯების დასაფარად. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სპირიდონ მალხაზის ძე კედიამ მოითხოვა, კენჭი ეყარათ თავისი წინადადებისთვის, რომ განყოფილებებს საპროცენტო გადასახადი გადაეხადათ არა შემოსავლიდან, არამედ შემოსავლის ნაშთიდან.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე კონსტანტინე დავითის ძე მაღალაშვილმა მხარი დაუჭირა გამგეობის წინადადებას განყოფილებებისთვის ყოვეწლიური 10 %-იანი საპროცენტო გადასახადი დაეწესებინათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობამ განყოფილებებისთვის საპროცენტო გადასახადი 20 %-ის ნაცვლად 10 %-ი დააწესა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ თუკი განყოფილებებისთვის 10 %-იანი საპროცენტო გადასახადის დაწესება არ გაამართლებდა, მაშინ გამგეობა 5 %-მდე დაიყვანდა გადასახადს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების წევრებს გამგეობის წევრმა გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა სთხოვა, რომ დასთანხმებოდნენ გამგეობის შეთავაზებას – განყოფილებებისთვის საპროცენტო გადასახადად 10 % დაეწესებინათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობა თავისი ხარჯით ინახავდა ბათუმის სკოლას.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობა მიმდინარე წლის ივლისამდე ბათუმის სკოლის მასწავლებლებს უხდიდა ხელფასს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობა დაეხმარა სოხუმის განყოფილებას, რომელიც ომით გამოწვეული პრობლემების გამო იძულებული გახდა დაეხურა სკოლა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობამ განყოფილებებისთვის საპროცენტო გადასახადი 5 % არ დააწესა, რადგან დაბალი პროცენტით გამგეობის შემოსავალი შემცირდებოდა და იგი ვეღარ შეძლებდა დაბალშემოსავლიანი განყოფილებების დახმარებას.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობამ განყოფილებების შემოსავალ-გასავლის სრული სტატისტიკური ცნობების საფუძველზე დაადგინა საპროცენტო შემოსავლის ოდენობა – 10 %.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას ჰქონდა უტყუარი და სრული სტატისტიკა განყოფილებების შემოსავალ-გასავლის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო გამგეობას განყოფილებებისთვის გარკვეული ოდენობის, თუნდაც 10 % ყოველწლიური გადასახადი განესაზღვრა, რათა მას შემოსავალი ჰქონოდა და საჭიროების შემთხვევაში სხვა განყოფილებებს დახმარებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას გარკვეული ზომები უნდა მიეღო, რათა განყოფილებებს საპროცენტო გადასახადი გადაეხადათ და ვალდებულება შეესრულებინათ.