ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46856

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში ვახტანგ კოტეტიშვილმა წაიკითხა რეფერატი „საზოგადოებრივი ჰანგები მე-18 და მე-19 საუკუნეების ქართულ მწერლობაში“.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „ივერიაში“ დაიბეჭდა ეკატერინე სულხანოვის წერილი რედაქტორისადმი, რომელშიც ის გულისწყრომას გამოთქვამდა, რადგან ფოსტაში ქართულად ხელი არ მოაწერინეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოწაფეთა დამხმარე საზოგადოებამ მუსიკალურ-დრამატული საღამოს გასამართად გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა მ. ე. შევჩენკოს, პ. ი. პავლინცს, ნ. თ. პერედერეის, ვ. ლ. სამარინსა და ვ. ა. კროტკოვს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის მდივანი ნიკოლოზ არღუთაშვილი თავისი სურვილით გაათავისუფლეს სამსახურიდან.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში თელავის სამაზრო ხაზინის ხაზინადარი მეღვინეთხუციშვილი ავადმყოფობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიაში“ სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის ფელეტონი „მეველე“ დაიბეჭდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ სომხური გაზეთის „ნორ-დარის“ ცნობით, ავლაბრის ეჩმიაძინის წმ. გიორგის სამრევლო სასწავლებელს ივანე ალექსის ძე ჩითახოვმა 150, თომა დავითის ძე ფრიდონოვმა და ბუგდან ყაზაროვმა 50-50 მანეთი შესწირეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იოსებ ჯაფარიძე პრინცესა მიურატის ქონების მმართველი იყო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 1-ლი მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ თბილისში საგალობლების ნოტებზე გადასაღებად ჩამოსულ პოლიევქტოს კარბელაშვილს ამ საქმის მცოდნე მიხეილ მიხეილის ძე იპოლიტოვ-ივანოვი პეტერბურგში დახვდა წასული.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ლი მარტის გაზეთ „ივერიის“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) სარედაქტორო წერილში ავტორი გულისტკივილს გამოთქვამდა იმის თაობაზე, რომ თბილისთან ახლოს მდებარე და შეძლებულ სოფელ დიღომში ერთი სკოლაც კი არ იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ელენე ჯინოშვილისა ქუთაისში უფასო სამკითხველოს ფონდისთვის ბაზრობის მოწყობას აპირებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ელიზბარ ჩახავამ და მღვდელმა დავით იოსების ძე კავკასიძემ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 25-25 წიგნი შესწირეს, ყარამან მანუჩარის ძე ჩიქოვანმა, ალექსანდრე ჟორდანიამ და ნესტორ ჩახავამ – 10-10, ბესარიონ იოსების ძე ცეცხლაძემ კი 11 წიგნი შესწირა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს ვალერიან გუნიას რედაქტორობით გამოცემული „ცნობის ფურცლის“ ფასი 3 კაპიკი იყო. გაზეთის გამოწერა 1 წლით 6 მანეთი ღირდა, 1 თვით კი — 60 კაპიკი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს ზაქარია საფაროვმა მიხეილოვის ქუჩაზე სცენისმოყვარეთა დახმარებით გამართა სამმოქმედებიანი წარმოდგენა „მზის დაბნელება საქართველოში“. ასევე გაიმართა დივერტისმენტი „ლეკური“. ბილეთის ფასი ათი კაპიკიდან მანეთ-ნახევრამდე იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს კონსტანტინე ჩითანის ძე თავართქილაძემ, მოსე გიორგის ძე ჯანაშვილმა, ვასილ ფირალოვმა, ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანიშვილმა და იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 7-7 წიგნი შესწირეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 31 მაისიდან მცხეთაში, სადგურის მახლობლად, ესტატე ჩხარტიშვილის მიერ მოწყობილ სასეირნო ბაღ „არმაზში“ სტუმრებს ევროპული და ქართული სამზარეულოთი გაუმასპინძლდებოდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის სექტემბერში ელენე ჯინოშვილისამ ქუთაისში უფასო სამკითხველოს ფონდისთვის ბაზრობა მოაწყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 აგვისტოს ალექსანდრე ნათაძემ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებულ წერილში საზოგადოებას სთხოვა, წიგნის „ბავშვების მოკეთეს“ შესახებ შენიშვნები მიეწერათ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დონ იაგოს ფსევდონიმით გამოქვეყნდა იაკობ მანსვეტაშვილის ფელეტონი საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, მომხდარი მიწისძვრის შესახებ.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 28 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი:ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ფერშალმა ი. მ- ძემ ოზურგეთში აფთიაქი გახსნა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 28 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი:ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ თბილისში პურის დეფიციტი იყო, რამაც პროდუქტზე ფასების ზრდა გამოიწვია.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 28 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი:ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ თბილისის მაზრის საგურამოს სამამასახლისოს პატარა სოფელში უცნობი დაავადება გაჩნდა, რომელსაც 13 კაცი ემსხვერპლა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 27 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, იმ დროისთვის მსოფლიოში იტალიურ ენაზე 1180, ბერძნულზე - 90, რუსულზე -560 ეგზემპლარი ჟურნალ-გაზეთი მოდიოდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 27 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, იმ დროისთვის მსოფლიოში ესპანურ ენაზე 1600 გაზეთი და ჟურნალი გამოდიოდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 27 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, იმ დროისთვის მსოფლიოში ფრანგულ ენაზე ენაზე 3850 ჟურნალ-გაზეთი გამოდიოდა. (ფრანგულენოვან 1 მილიონ მცხოვრებზე 100 ეგზემპლარი ჟურნალ-გაზეთი მოდიოდა).